ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016370
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
13/01/2020
ვებგვერდი, 15/01/2020
010250050.35.164.016370
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/01/2020 - 27/01/2021)

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2020 წლის 13 იანვარი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2020 წლის პროგრამა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად  გამოცხადდეს „ყვარლი მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის    ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 იანვრის №3 დადგენილება  (www. matsne.gov.ge, 16/01/2019  010250050.35.164.016343).
მუხლი 3
დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე   და  გავრცელდეს  2020  წლის  1  იანვრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი



დანართი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2020  წლის პროგრამა

 


ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

მუხლი 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს.

მუხლი  2.  პროგრამის  მიზანი  და ამოცანები

1. ყვარლის მუნიციპალიტეტში  არსებული სოციალური ფონის  გაუმჯობესება. დემოგრაფიული მდგომარეობის წახალისება.

2.  მოსახლეობის  ინფორმაციული   უზრუნველყოფა   ჯანმრთელობისა   და  სოციალური  დაცვის  პროგრამის შესახებ.

3. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

4. სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.

მუხლი 3.  პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2020 პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია. ინფორმაციის გავრცელების საშუალებებია:

ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია;

ბ) სოციალური ქსელი;

გ) ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური  ვებგვერდი.

მუხლი 4.   პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება ყვარლის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

მუხლი 5. სოციალური დახმარების ქვეპროგრამები, სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების ოდენობა და  ბენეფიტის მისაღებად საჭირო  დოკუმენტაცია

1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა:

მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და აქედან სამი მაინც არასრულწლოვანი სადღესასწაულო დღეებში წელიწადში სამჯერ ფულადი საჩუქარი შვილთა რაოდენობის მიხედვით: 4 შვილზე  100 ლარი, 5 შვილზე 150 და ყოველ მომდევნო შვილზე 50 ლარის დამატებით.

ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლები;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

2) ახალშობილ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამა

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (სავალდებულოა, რომ მამა იყოს  ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან სოციალურად დაუცველი  ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებოდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ახალშობილ ბავშვთა ოჯახებზე ფინანსური დახმარება  გაიცემა ბავშვის დაბადებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. შემდეგი სახით: პირველ ბავშვზე - 200 ლარი, მეორე ბავშვზე - 250 ლარი, ორი ტყუპის დაბადების შემთხვევაში 450 ლარი.

ქვეპროგრამით სარგებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

ა) მამის განცხადება, (მამის არყოლის შემთხვევაში დედის განცხადება);

ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3) სარიტუალო მომსახურების  დაფინანსების ქვეპროგრამა :

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) მებრძოლ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გარდაცვლილის ოჯახზე გაიცემა ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით, ხოლო უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გაიცემა ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით:

ა) ვეტერანის  გარდაცვალების შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა)  განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ა.გ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში ნომერი;

ა.დ) გარდაცვალების მოწმობა;

ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ.გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ბ.დ) გარდაცვალების მოწმობა;

ბ.ე) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში განცხადების წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის  წარმომადგენელს, გარდაცვლილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4) ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობი საშუალების დაფინანსების  უზრუნველყოფის პროგრამა:

დაფინანსების მიღება შეუძლია  ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებს, (მარტოხელა პენსიონერი, მარტოხელა დედა, მრავალშვილიანი ოჯახი, ოჯახები, რომელთაც ჰყავთ შშმ პირი), რომელთა სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 120 000 ქულას. თითოეულს 120 ლარის ოდენობით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

5. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამა

ქვეპროგრამის ფარგლებში, თითოეულ ოჯახზე ყოველთვიურად გაიცემა ელექტროენერგიის თანადაფინანსების თანხა 8 ლარის ოდენობით. სავალდებულოა, რომ დახმარების მიმღები რეგისტრირებული იყოს ყვარლის მუნიციპალიტეტში. ანგარიშსწორება ხორციელდება ელექტროენერგიის მიმწოდებელ/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით;

ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:

ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ყვარლის მუნიციპალიტეტში;

ბ) მარტოხელა  მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ერთი  და მეტი შვილი;

გ) მეორე მსოფლიო ომის  და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის  შშმ ვეტერანები;

პროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სტატუსის დამადასტურებელი  დოკუმენტი;

დ) ელექტროენერგიის ქვითარი.

6. დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსების ქვეპროგრამა:

ოჯახებს, ვისაც აქვთ საცხოვრებლად უვარგისი ბინები, რომელში ცხოვრებაც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, ძალადობის მსხვერპლი  პირები:

  • მარტოხელა მშობლები, შშმ პირთა ოჯახები;
  •  18-21 წლის ახალგაზრდები, რომლებიც გასულნი არიან სახელმწიფოს ზრუნვიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მათი უსაფრთხოებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოხდეს დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსება ყოველთვიურად 50-100 ლარის ფარგლებში. დაფინანსების თაობაზე, ოჯახის ადგილზე შემოწმების შემდეგ,  გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.

7.  1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით დაფინანსების ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების დაფინანსებას  1 წლამდე ასაკის ბავშვების ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფად. ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია ყვარლის  მუნიციპალიტეტი და მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000. ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე განისაზღვროს ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ლარისა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ხარჯთაღრიცხვის  დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ბავშვის ოჯახის  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი  ბაზიდან  რეგისტრაციის ამონაწერი, სადაც შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს  65 000  სარეიტინგო ქულა;

ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.

8.  მოსახლეობის სოციალური დახმარება

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში და მინიჭებულ ქულათა რაოდენობის ზედა ზღვარი შეადგენს  130 000. ერთწევრიან ოჯახზე 70 ლარი, ორი და მეტწევრიან ოჯახზე 100 ლარი. ონკოლოგიურ პაციენტზე არ მოქმედებს სარეიტინგო ქულათა რაოდენობა. რეინტეგრირებულ ოჯახებზე გაიცემა 400 ლარი წელიწადში. ხანდაზმულ მოქალაქეების (95 წლის ზევით) ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

9.  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ფულადი საჩუქარი 200 ლარის ოდენობით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (მეურვის ან ვეტერანის);

ბ) ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

მუხლი 6. ჯანდაცვის ქვეპროგრამები, სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია

1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:

მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების (გარდა ონკოლოგიური დაავადებების) თანადაფინანსების სამიზნე ჯგუფები და დაფინანსების წესი:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების  მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელია ყვარლის მუნიციპალიტეტი და მათი სარეიტინგო  ქულა არ აღემატება 160 000, ბენეფიციარებზე გასაცემი თანხა შეადგენს: 500 ლარამდე სამედიცინო ღირებულების შემთხვევაში 50%-ს. 500-1000 მდე 30%-ს. ათასიდან ზევით 20%, არაუმეტეს 500 ლარისა;

ბ)  18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის, 7 წლამდე ასაკის ბავშვთა ადრეული განვითარების შეფერხების და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის თანადაფინანსება განისაზღვროს წლიური ლიმიტით 600 ლარი;

გ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებს, მათზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისათვის გაიცემა: 800 ლარამდე სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში 200 ლარი, 801 ლარიდან 1500 ლარამდე - 250 ლარი, 1501 ლარიდან -350 ლარი.

საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის და/ან განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ)  ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სავალდებულოა რეგისტრაციის ადგილად მითითებული იყოს ყვარლის მუნიციპალიტეტი ან წარმოადგინოს  ადმინისტრაციული  ერთეულის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ვ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გაცემული ცნობა დაფინანსების შესახებ.

2. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების დაფინანსება

 სამედიცინო მომსახურების (სტაციონარული მკურნალობა, კვლევა) თანადაფინანსება მოხდება წლიური 700 ლარის ლიმიტის ფარგლებში. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის ან განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;

დ) ხარჯთაღრიცხვის  დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვა (კერძო სადაზღვევო კომპანიის) დაფინანსების შესახებ.

3. მოქალაქეთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების  (მათ შორის, ონკოლოგიურიც) თანადაფინანსება:

ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება 300 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ; ხოლო სხვა ქრონიკული (სახელმწიფო დაფინანსების მიღმა დარჩენილი) მძიმე დაავადების მქონე პაციენტების დაფინანსება მედიკამენტების შესაძენი თანხა განისაზღვროს  100 ლარის ოდენობით.

საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) ფორმა N100;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი.

4. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების დაფინანსება თვეში 100 ლარის ოდენობით:

საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (მოსარგებლის, ოჯახის წევრის);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

5. ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებულთა დახმარება წელიწადში 400 ლარის ოდენობით:

საჭირო დოკუმენტაცია:

ა ) განცხადება (მოსარგებლის ან ოჯახის წევრის);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი

6. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე პათოლოგიის  (ჰემოფილია, ცელიაკია, ფენილკეტონურია და სხვა დაავადების) მქონე მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტთა დახმარება წელიწადში: 

ა) ფენილკეტონურია - 600 ლარი;

ბ) ცელიაკია - 600 ლარი;

გ) ჰემოფილია - 400.

საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (მოსარგებლის ან ოჯახის წევრის);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

მუხლი 7.

მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება აუცილებელი და გადაუდებელი დახმარება და არ არის  გათვალისწინებული პროგრამაში, დახმარება გაეწევა მინიმალური სოციალური პაკეტის გამანაწილებელი კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 8. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი

სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:

1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას  განიხილავს ყვარლის მუნიციპალიტეტის  მერიის  „მინიმალური  სოციალური პაკეტის   გამანაწილებელი კომისია“.

3. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე.

4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე,  საანგარიშსწორებო  დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან სამი თვის ვადაში.

5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე, რომელმაც განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას.

6. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.

მუხლი 9. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები

სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:

1. საორგანიზაციო ნაწილში –  ყვარლის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ჯანმრთელობისა  და  სოციალური დაცვის სამსახური.

2.  საფინანსო   ნაწილში   –  ყვარლის  მუნიციპალიტეტის   მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური.

მუხლი 10. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.