„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.021732
24
14/01/2020
ვებგვერდი, 15/01/2020
300010000.10.003.021732
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24

2020 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

 

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში (სსმ, 82, 10/06/2008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების“:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის საბანკო გარანტია;“;

ბ) მე-6 პუნქტის:

ბ.ა) „თ.ბ“ და „თ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ბ) ორგანიზატორის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მითითების შესაბამისად, თიზის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი), რომელშიც აგრეთვე სავალდებულოა აისახოს საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა-დანადგარების განთავსების სიტუაციური გეგმა;

თ.გ) ორგანიზატორის მიერ თიზის შექმნის ვალდებულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გარანტიის 10%-ის ოდენობით, რომლის ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო მოქმედების ვადა უნდა დაიწყოს თიზის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, და რომელიც უნდა მოქმედებდეს თიზის ფუნქციონირების დაწყების პირველი დღის ჩათვლით, ან საქართველოში მდებარე, სულ მცირე, იმავე ღირებულების მაღალლიკვიდური უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის ან იმავე ოდენობის თანხის სახაზინო დეპოზიტზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი;“;

ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სსიპ – შემოსავლების სამსახურთან შეათანხმოს თიზის მოწყობის გეგმის ის ნაწილი, რომლის მოთხოვნებიც რეგულირდება „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

გ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ორგანიზატორის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციას (ჩამოჭრას) მის მიერ დადგენილი ოდენობის ფარგლებში „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-5 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

15. ორგანიზატორის მიერ თიზის მოწყობასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს საბანკო გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციას (ჩამოჭრას) მის მიერ დადგენილი ოდენობის ფარგლებში „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-5 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ფიზიკურად შემოწმდება და დადასტურდება თიზის შესაბამისობა „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს სურს თიზში საბაჟო საწყობის მოწყობა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით საბაჟო საწყობის საქმიანობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

7. თიზში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესი განისაზღვრება „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თიზში მოქმედი სახელმწიფო ორგანოების მიზანია თიზში რეგისტრირებული საწარმოებისათვის სახელმწიფო მომსახურების მაღალი ხარისხითა და ერთი სარკმლის პრინციპით გაწევის უზრუნველყოფა. თიზის საწარმოების მომსახურება/ზედამხედველობა შეიძლება გასწიონ შემდეგმა სახელმწიფო ორგანოებმა ან მათმა წარმომადგენლობებმა:

ა) სსიპ – შემოსავლების სამსახურმა;

ბ) სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა ტრანსპორტის დარგში ფუნქციების განმახორციელებელმა შესაბამისმა სააგენტოებმა;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ;

ე) სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ;

ვ) სსიპ – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა;

ზ) სსიპ-მა – აწარმოე საქართველოში;

თ) სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ;

ი) სხვა ორგანოებმა ან მათმა წარმომადგენლობებმა.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისათვის ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, სარგებლობაში თხოვების ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს თიზის სააგენტოს ან თიზში დამოუკიდებლად არსებულ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობებს კეთილმოწყობილი სამუშაო ფართობი, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად საქონლის დათვალიერებისათვის, სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად საჭირო შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ფართობი გონივრულ ფარგლებში.“;

გ) მე-9 პუნქტის:

გ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ავტორიზებული აფთიაქის ნებართვისაგან;“;

გ.გ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თიზის სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ფუძნდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

3. თიზის სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო.

4. სააგენტოს დებულების, საშტატო ნუსხისა და ბიუჯეტის დამტკიცების სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოს განსაზღვრის საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

5. მე-7 მუხლის 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. თიზის განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამის მოთხოვნებს.“.

6. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლიკვიდაციის დროს თიზის სააგენტო და  ადმინისტრატორი ვალდებულნი არიან, კოორდინაცია გაუწიონ თიზის საწარმოების მიერ სასაქონლო-მატერიალური ნაშთების ინვენტარიზაციასა და მარაგების დეკლარირებას საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.