სახელმწიფო შესყიდვებში გამოყენებული კლასიფიკატორის (CPV) იმ კოდების განსაზღვრის თაობაზე, რომელთა მიმართაც არ დადგინდება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.021731
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
14/01/2020
ვებგვერდი, 14/01/2020
040090000.10.003.021731
სახელმწიფო შესყიდვებში გამოყენებული კლასიფიკატორის (CPV) იმ კოდების განსაზღვრის თაობაზე, რომელთა მიმართაც არ დადგინდება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/01/2020 - 18/11/2021)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №23

2020 წლს 14 იანვარი

   ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვებში გამოყენებული კლასიფიკატორის (CPV) იმ კოდების განსაზღვრის თაობაზე, რომელთა მიმართაც არ დადგინდება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ3“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს დანართში მოცემული კლასიფიკატორის (CPV) კოდები, რომელთა მიმართაც არ დადგინდება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.
მუხლი 2
ეთხოვოთ ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელების დადგენისას იხელმძღვანელონ ამ დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

დანართი

კოდი

დასახელება

16400000

შესაწამლი მანქანები სოფლის მეურნეობის ან მებაღჩეობისათვის

22100000

ნაბეჭდი წიგნები, ბროშურები და საინფორმაციო ფურცლები

30200000

კომპიუტერული მოწყობილობები და მარაგი

32300000

ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა

34100000

ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები

34200000

სატრანსპორტო საშუალებების ძარები, ტრაილერები ან ნახევარტრაილერები

34900000

სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები

39700000

საოჯახო ტექნიკა

42500000

გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები

44100000

კონსტრუქციის მასალები და ანალოგიური ნივთები/საგნები

50700000

შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

79200000

საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები

79500000

საკანცელარიო მომსახურებები

79800000

ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები.