„საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 13/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 110060010.70.082.016012
12
13/01/2020
ვებგვერდი, 14/01/2020
110060010.70.082.016012
„საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №12

2020 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებით (ვებგვერდი, 23/04/2019, სარეგისტრაციო კოდი 110060010.70.082.016002) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს პროკურატურის თანამშრომელთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, თუ საბჭოს სხდომას ესწრება  საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

4. პროკურატურის თანამშრომელთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს გადაწყვეტილება  მიიღება სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. გენერალური პროკურორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში აღნიშნული ფიქსირდება ოქმში და წარედგინება გენერალურ პროკურორს.

5. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა,  ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს სამდივნო და ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბადაშვილი