„სპორტის სფეროს თაობაზე ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპორტის სფეროს თაობაზე ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.021728
20
13/01/2020
ვებგვერდი, 14/01/2020
010220030.10.003.021728
„სპორტის სფეროს თაობაზე ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„სპორტის სფეროს თაობაზე ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №20

2020 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სპორტის სფეროს თაობაზე ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სპორტის სფეროს თაობაზე ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2015, 010220030.10.003.018427) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების  დამტკიცების  შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებისა და თამაშების გარიგების, ასევე სპორტში ძალადობისა და დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ კოორდინირებული ბრძოლისა და შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;

ე) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;

ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;

თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი.“;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტმა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის  დადგენილებით.“;

გ) მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევრების გარდა, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ ან, საჭიროებისამებრ, მიწვეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ან/და წევრ(ებ)ი კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებითა და ეროვნული სპორტული ორგანიზაციების, ასევე სხვა იურიდიული პირების ან/და სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლები კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით ან ამ უფლების გარეშე.

2. კომისიაში წევრი უწყების წარმომადგენლობის დადასტურება, ასევე ახალი წევრის მიწვევა ხორციელდება ოფიციალური კორესპონდენციის მეშვეობით.

3. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გაწვევა ხდება კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 3. კომისია ევროპის საბჭოს 1989 წლის დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის, „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის  შესახებ“ იუნესკოს 2005 წლის საერთაშორისო კონვენციის, „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2014 წლის კონვენციისა და „ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების ერთიანი მიდგომების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2016 წლის კონვენციის მიზნებისათვის ასრულებს ეროვნული პლატფორმის ფუნქციას და, აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ძირითადი ამოცანებია:

ა) ევროპის საბჭოს მიერ მიღებული: „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციიდან“ (1989 წ.), „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ (2014  წ.) და „ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების ერთიანი მიდგომის შესახებ“ (2016 წ.) კონვენციებიდან გამომდინარე საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში არსებული პრობლემების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შემუშავება;

ბ) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციის, ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის, სპორტის სხვადასხვა სახეობაში დოპინგის გამოყენების  პრევენციისა და აღნიშნული ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

გ) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების, ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის, სპორტის სხვადასხვა  სახეობაში  დოპინგის  გამოყენების   წინააღმდეგ  ბრძოლასთან დაკავშირებით რისკების შეფასება და ანალიზი, ამ მხრივ შესაბამის სუბიექტებს  შორის  ინფორმაციის დროული გაცვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;

დ) შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციებიდან, ეროვნული სპორტული ფედერაციებიდან და შესაბამისი უწყებებიდან სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებთან, ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილ ძალადობასა და არასათანადო ქცევასთან, სპორტის სხვადასხვა სახეობაში დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით) გამოთხოვა და ანალიზი;

ე) კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან მიმართებით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების შესაბამის პლატფორმებთან თანამშრომლობა;

ვ) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების, ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის, სპორტის სხვადასხვა სახეობაში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისათვის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და აღნიშნულის საქართველოში დანერგვისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ევროპის საბჭოს კონვენციებიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისათვის წინადადების შემუშავება;

თ) სპორტის სფეროსთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს მიერ სხვა ახალი კონვენცი(ებ)ის მიღებისა და საქართველოს მხრიდან მასთან/მათთან მიერთების შემთხვევაში, აღნიშნულთან მიმართებით, ამ მუხლის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული ღონისძიებებისა და ქმედებების განხორციელება;

ი) გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.“;

დ) მე-4 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომლის მოვალეობასაც, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ერთეულის ხელმძღვანელი ან სპეციალისტი, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე.“;

დ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის სხდომები მოიწვევა თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.“;

დ.გ) მე-12–მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. კომისიის აპარატი შედგება სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების, სპორტში ძალადობის, დოპინგის მიმართულებებით შექმნილი თემატური ჯგუფებისაგან.

13. თემატური ჯგუფების შემადგენლობაში შედიან კომისიაში წარმოდგენილი უწყებების წარმომადგენლები, ასევე შეიძლება, შედიოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო, სპორტული და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

14. თემატური ჯგუფი ანგარიშვალდებულია კომისიის წინაშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია