„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 480040030.10.003.021727
19
10/01/2020
ვებგვერდი, 13/01/2020
480040030.10.003.021727
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №19

2020 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების   შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის (დანართი №1):

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.“;

ბ) 66-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 67-ე პუნქტი:

„67. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ იმ ქვეყნების, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, ნუსხას  (დანართი №2) დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე პუნქტი:

„33. საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში აკრედიტებულია სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.“.

მუხლი 2
1.  დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2.  დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია