კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01/69
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2019
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 220020040.33.062.016110
01/69
31/12/2019
ვებგვერდი, 14/01/2020
220020040.33.062.016110
კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №01/69

2019 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №42 დადგენილების  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ,,კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების წესი“ (დანართი №1);

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმა აქტივების/მომსახურების უსასყიდლოდ მიღება/გადაცემის შესახებ (დანართი №2).

მუხლი 2
ამ ბრძანებით იხელმძღვანელონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლების მიერ დაფუძნებულმა ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებულმა/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა/არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა, თუ ისინი არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური  ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრიივანე დოლიძე



დანართი №1
 კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების წესი

მუხლი 1. წესის მიზანი

1. წინამდებარე წესი შემუშავებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №42 დადგენილების  შესაბამისად და განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების (შემგომში „ორგანიზაციები“) მიერ კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების მომზადების წესს.

2. წესის მიზანია საბიუჯეტო სახსრების სწორი და გამჭვირვალე აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველსაყოფად ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების მომზადების ერთიანი წესის განსაზღვრა.

მუხლი 2. მოქმედების სფერო

წინამდებარე წესით უნდა იხელმძღვანელონ ორგანიზაციებმა როგორც ინდივიდუალური, ასევე კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად.

მუხლი 3. ანგარიშგების მომზადება

1.მაკონტროლებელმა ერთეულმა კონსოლიდირებული ბუღალტრული ანგარიშგების მომზადებისას, კონტროლირებული ერთეულების ბუღალტრული ანგარიშგებები უნდა გააერთიანოს მუხლობრივად, აქტივების, ვლდებულებების, კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების მსგავსი მუხლების დაჯამებით.

2. მაკონტროლებელი ერთეულის და მის მიერ კონტროლირებული ერთეულების ბუღალტრული ანგარიშგება, რომელიც გამოიყენება კონსოლიდირებული ბუღალტრული ანგარიშგების მოსამზადებლად, შედგენილი უნდა იყოს ერთსა და იმავე საანგარიშგებო თარიღისთვის.

3. კონსოლიდირებული ბუღალტრული ანგარიშგება უნდა მომზადდეს ერთნაირი სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენებით, ანალოგიური ოპერაციებისა და სხვა მოვლენების მიმართ.

მუხლი 4. არაფინანსური და  ფინანსური აქტივების და ვალდებულებების გადაცემა

1. კონსოლიდაციის დროს  არაფინანსური და  ფინანსური აქტივების და ვალდებულებების გადაცემის ოპერაციები ანგარიშგებაში უნდა დაექვემდებაროს ელიმინირებას და აისახოს შემდეგი სახით:

ა) გამცემი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ – ფინანსური და არაფინანსური აქტივების  გადაცემის შედეგად აღიარებული გრანტის ხარჯი და ვალდებულებების გადაცემით გრანტის სახით აღიარებული შემოსავალი;

ბ) მიმღები ორგანიზაციის მიერ გრანტის სახით აღიარებული შემოსავალი ფინანსური და არაფინანსური აქტივების  მიღებით და ვალდებულების აღებით აღიარებული გრანტის ხარჯი.

მუხლი 5. მონეტარული შიდა ოპერაციების  ასახვა

1. მონეტარული შიდა ოპერაციები კონსოლოდირებულ ბუღალტრულ ანგარიშგებაში აისახება: 

ა) გამცემი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული დაფინანსება  და მიმღები საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლებით  გაწეული საკასო  და ფაქტობრივი ხარჯები;

ბ) დაფინანსებისა და შემოსავლების/ხარჯების გადახურვა კაპიტალის ანგარიშზე  წყაროების შესაბამისად.

მუხლი 6. არამონეტარული შიდა ოპერაციების ასახვა

1.არამონეტარული  შიდა ოპერაციების  ელიმინირების შედეგად აქტივები და ვალდებულებები კონსოლიდირებულ ბუღალტრულ ანგარიშგებაში უნდა აისახოს მოძრაობის  გარეშე. 

2.შიდა ოპერაციების ამოთიშვა (ელიმინირება) განხორციელდეს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი  ინფორმაციის საფუძველზე თანდართული ფორმის შესაბამისად.

მუხლი 7. ანგარიშგების ორგანიზება

1.კონსოლიდირებულ და ინდივიდუალურ ბუღალტრულ ანგარიშგებას დანართად უნდა ერთოდეს განმარტებითი ბარათი, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი:

ა) ინფორმაცია  აქტივების და ვალდებულებების მატება/კლების შესახებ;

ბ) ინფორმაცია ფაქტობრივ და საკასო ხარჯებს შორის სხვაობის შესახებ;

გ) ინფორმაცია საოპერაციო და არასაოპერცაიო შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ.