2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 10/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016473
1/2020
10/01/2020
ვებგვერდი, 13/01/2020
010190020.15.008.016473
2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №1/2020

2020 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

 

2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



№1/2020 დადგენილების დანართი

პროგრამული კოდი ხარჯთაღრიცხვა თანხა
06 04 არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 42,760,652
  ხარჯები 41,953,152
  შრომის ანაზღაურება 19,531,295
  საქონელი და მომსახურება 9,845,000
  სოციალური უზრუნველყოფა 424,133
  სხვა ხარჯები 12,152,724
  არაფინანსური აქტივების ზრდა 807,500
06 04 01  არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 32,349,928
  ხარჯები 31,542,428
  შრომის ანაზღაურება 19,245,028
  საქონელი და მომსახურება 9,087,267
  სოციალური უზრუნველყოფა 407,133
  სხვა ხარჯები 2,803,000
  არაფინანსური აქტივები 807,500
06 04 02 არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება - გადამზადება 1,061,000
  ხარჯები 1,061,000
  შრომის ანაზღაურება 286,267
  საქონელი და მომსახურება 757,733
  სოციალური უზრუნველყოფა 17,000
06 04 03  საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2,111,674
  ხარჯები 2,111,674
  სხვა ხარჯები 2,111,674
06 04 04 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსება 7,238,050
  ხარჯები 7,238,050
  სხვა ხარჯები 7,238,050