დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №47 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 09/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016406 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №47 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 26/12/2019, №190020020.35.159.016399) და |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარებში
“. |
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარებში
“. |
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 35735.3 ათასი ლარის ოდენობით: თანხა ათას ლარებში“
|
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7349.0 ათასი ლარის ოდენობით. თანხა ათას ლარებში
“. |
5.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 16230.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 16450.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 220.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“
“. |
6.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“. |
7.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
“. |
8.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია (კოდი 02 01 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის საფარი დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ არის დაზიანებული, პროექტის მიზანია თანდათანობით განხორციელდეს გზების სრული რეაბილიტაცია, 2020 წლისთვის იგეგმება დაახლოებით 98081 კვ.მ გზის მშენებლობა რეაბილიტაცია. ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მომავალი წლებში რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტების შესყიდვა და რეაბილიტირებული პროექტების ზედამხედველობა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხების თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება პროექტების შესაბამისად, სულ 664,587 ათასი ლარი, მათ შორის:
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 დეკემბრის №2630 განკარგულებით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხა 2873,892 ლარი მიმართული იქნება შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:
|
9.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დოკუმენტის კომენტარები