„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021723
15
09/01/2020
ვებგვერდი, 10/01/2020
470230000.10.003.021723
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №15

2020 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) 2020 წლის 1 მაისიდან თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღები ამავე დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება (ასეთი მომსახურების გაწევის ფაქტობრივი მისამართის მიხედვით):

ვ.ა) რომელსაც, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 13,000 და მეტი ბენეფიციარი (ძირითადი კონტინგენტი). გამონაკლისი დაიშვება:

ვ.ა.ა) ქალაქების მუნიციპალიტეტებში არსებულ დაბებსა და სოფლებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე;

ვ.ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრებზე;

ვ.ა.გ) გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით;

ვ.ბ) უზრუნველყოფს პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს ადგილზე და/ან ახორციელებს ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებას/ჩაბარებას და სხვა სათანადო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას, ასევე პასუხების უკან დაბრუნებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.

2. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში:

ნ.ა) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიწოდება აწარმოოს პჯდ გუნდის (ოჯახის ან უბნის ექიმი და ექთანი) მეშვეობით;

ნ.ბ) 1 პჯდ გუნდთან მიმაგრებული მოსახლეობის საერთო (პროგრამული და არაპროგრამული ბენეფიციარების ჯამი) რაოდენობა შეადგენდეს არაუმეტეს 2,500 მოსახლეს;

ნ.გ) მონაწილეობა მიიღოს (დადგენილი წესით) პრევენციულ და სკრინინგის პროგრამებში (მ. შ., C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, აივ/შიდსი, იმუნიზაცია);

ნ.დ) უზრუნველყოს ოჯახის/უბნის ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში. ამასთან, უწყვეტი სამედიცინო განათლების თემატიკა და ოჯახის/უბნის ექიმის მიერ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის საშუალებით ყოველწლიურად დაგროვებული კრედიტქულების რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“.

3.  23-ე მუხლს (დამატებითი პირობები) დაემატოს შემდეგი შინაარსის 52-ე პუნქტი:

„52. ამ დანართის  მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მიზნით:

ა) 2020 წლის 1 მაისამდე იზღუდება:

ა.ა) ბენეფიციარების გადინება/შედინება იმ დაწესებულებებში, რომლებიც აკმაყოფილებენ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ  პირობებს (რეგისტრირებული ჰყავთ 13,000 და მეტი ბენეფიციარი). გამონაკლისი დაიშვება ინდივიდუალურად, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიზნით (საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის შეცვლა) დაწესებულებების შეცვლის შემთხვევებში;

ა.ბ) ბენეფიციარების გადინება იმ დაწესებულებებიდან, რომლებსაც რეგისტრირებული ჰყავთ 7,000 და მეტი ბენეფიციარი. გამონაკლისი დაიშვება ინდივიდუალურად, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიზნით (საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის შეცვლა) დაწესებულებების შეცვლის შემთხვევებში;

ბ) ყველა დაწესებულება, რომელსაც აქვს სურვილი, 2020 წლის 1 მაისიდან მიიღოს მონაწილეობა პროგრამის გეგმური ამბულატორიის კომპონენტში, ვალდებულია, 2020 წლის 1 თებერვლამდე განმახორციელებელთან წარადგინოს ინფორმაცია სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციალური კითხვარის შესაბამისად;

გ) თუ ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი კითხვარის ანალიზის შედეგად დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კითხვარით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაწესებულებას ეძლევა ვადა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ვალდებულია, განმეორებით, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 აპრილისა, წარუდგინოს განმახორციელებელს განახლებული კითხვარი;

დ) დაწესებულებებმა გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია უნდა განახორციელონ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა);

ე) იმ დაწესებულებებში რეგისტრირებული ბენეფიციარების მოძრაობის მართვას, რომლებიც, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, ვერ აკმაყოფილებენ ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, უზრუნველყოფს განმახორციელებელი. კერძოდ, განხორციელდება ბენეფიციარების ავტომატური გადამაგრება გეოგრაფიულად ახლოს მყოფ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში. ამასთან, აღნიშნულ ბენეფიციარებს 2 თვის შემდეგ მიეცემათ გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება;

ვ) პჯდ დაწესებულებებს გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის სააგენტოს მიერ გადამაგრებული ახალი მოსარგებლეების სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა) რეგისტრაცია არ მოეთხოვებათ 2020 წლის 1 ნოემბრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტი   ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია