„ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.021716
8
08/01/2020
ვებგვერდი, 09/01/2020
240110000.10.003.021716
„ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №8

2020 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

„ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/11/2018, 240110000.10.003.020857) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „ბაზარზე ზედამხედველობისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შემზღუდველი ღონისძიებები − სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) გადაწყვეტილება პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, ბაზრიდან გამოთხოვისა და განადგურების შესახებ;“.

2. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

ნიმუშის აღების ფორმა №

ნიმუში

ნიმუშის აღების თარიღი _______________________________________________________

ნიმუშის აღების ადგილი_______________________________________________________

პროდუქტის დასახელება ______________________________________________________

ნიმუშის რაოდენობა __________________________________________________________

ნიმუშის საიდენტიფიკაციო მონაცემები _________________________________________

სათავსის № __________________________________________________________________

ლაბორატორიის დასახელება  __________________________________________________

ნიმუშის აღებაში მონაწილე პირები

სააგენტოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები ______________________________

_____________________________________________________________________________

ეკონომიკური ოპერატორი ____________________________________________________

_____________________________________________________________________________

ეკონომიკური ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენელი ___________________

_____________________________________________________________________________

სააგენტოს წარმომადგენლის ხელმოწერა _______________________________________

ეკონომიკური ოპერატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა ____________________________________________________________________________.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია