აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 105-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 08/01/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010020000.30.056.016082
105-უ.ს.რ.ს.
08/01/2020
ვებგვერდი, 13/01/2020
010020000.30.056.016082
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შე­სა­ხებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, ადგენს აჭა­რის ავ­­­ტო­­ნომიური რესპუბლიკის დროშისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის, როგორც აჭარის ავტო­ნო­მიური რეს­პუ­ბ­­ლიკის სიმბოლოების აღწერილობას, გამოყენების წესს, განსაზღვრავს მათი გამოყენების სფეროებს და დაცვის წესს, აგრეთვე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილებს.

თავი II
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა

მუხლი 2. აჭა­რის ავ­­ტო­ნომიური რესპუბლიკის დროშის გამოსახულება და ზომები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დადგენილი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ერთადერთი ვარიანტი. სხვა დროშის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშად გამოყენება აკრძალულია.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოსახულება თან ერთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოსახულების (მათ შორის, ფერების) შეცვლა აკრძალულია.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.


მუხლი 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ორიგინალის შენახვის ადგილი
1.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ორიგინალის შენახვის ადგილად   განისაზღვრება  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობა.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ორიგინალი  ინახება მისთვის გამოყოფილ საგანგებო ადგილას, ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის რაიმე სახით დაზიანებას.


მუხლი 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის დამზადების წესი და პირობები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის დამზადების წესი და პირობები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით.

მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვა და გამოფენა
1. საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა მუდმივად  აღმართულია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობაზე, აგრეთვე იმ შენობაზე სადაც იმართება მისი სესიები, – სესიების მიმდინარეობის პერიოდში;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობაზე;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებზე;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე სადაც იმართება ამ ორგანოთა სხდომები, – სხდომების მიმდინარეობის პერიოდში.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა გამოიფინება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალურ ღონისძიებებზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელები განსაზღვრავენ თავიანთ დაწესებულებებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოყენების და დაცვის სხვა შემთხვევებს.


მუხლი 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის წესი განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოყენების აკრძალვა
დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოყენება აკრძალულია.

მუხლი 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის დაცვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის დაცვას უზრუნველყოფენ საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები.

თავი III
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი

მუხლი 9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის  გამოსახვის ფორმები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი გამოისახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის მიხედვით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულება თან ერთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

3. აჭა­რის ავ­­ტო­ნომიური რესპუბლიკის გერბი  შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის (ფერთა გრაფიკული გამოსახვის ხერხის) გამოყენებით.

4.  აჭა­რის ავ­­ტო­ნომიური რესპუბლიკის გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალ­დი­კუ­რი დაშტრიხვის გამოყენების გარეშე (კონტურით).

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით ან მის გარეშე.


მუხლი 10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის ორიგინალის შენახვის ადგილი
1.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის ორიგინალის შენახვის ადგილად განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობა.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის ორიგინალი ინახება მისთვის გამოყოფილ საგანგებო ადგილას, ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის რაიმე სახით დაზიანებას.


მუხლი 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების სფერო
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  გერბი გამოისახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების შემდეგი ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენ­ლო­ბი­­თი და აღმასრულებელი ორგანოები;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავ­მ­ჯ­დო­­­­­­მარე;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო და საქვეუწ­ყებო დაწესებულებები, მათი ტერიტორიული ორგანოები;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომი­სია.

2. სავალდებულოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის  გან­თავ­სება აგრეთვე ამ მუხლის  პირველი პუნქტით გათვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნოების შენობების ფასადზე, მათ სხდომათა დარბაზებში, თა­ნა­მ­დე­ბო­ბის პირების სამუშაო ოთახებში. 

3. ამ მუხლის  პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე აჭა­­რის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენება სავალდებულოა.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების სხვა შემთხვევები შეიძლება განისაზღვროს კანონმდებლობით.


მუხლი 12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების წესი
1. აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგი­ლო­ბ­რივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და მა­თი გერბების (ჰე­რალ­დი­კური ნიშნების) ერთდროულად გა­მოყე­ნების შემ­თხვევაში აჭარის ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკის გერბი განთავსდება (გამოისახება) ადგი­ლო­ბ­რივი თვითმმართველობის ორგა­ნოე­ბის გერ­ბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარ­ცხე­ნა მხარეს (ჰერალდიკური მარ­ჯვენა მხა­რე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რო­მელიც დგას ამ გერბის (ჰერალ­დი­კუ­რი ნიშნის) პირდაპირ.

2. აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგი­ლო­ბ­რივი თვითმმართველობის ორ­გა­ნოების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და მა­თი გერ­ბე­ბის (ჰე­რალ­დიკური ნიშნების) ერთდროულად გა­მოყე­ნების შემ­თხვევაში დაუ­შ­ვე­ბე­ლია ადგი­ლო­ბ­რივი თვითმმართველობის ორგა­ნოე­ბის გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლი­კის გერ­ბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) ან/და აჭარის ავტო­ნო­მიუ­რი რეს­­პუბ­ლიკის გერბს ზომით აღემატებოდეს.

3. დაზიანებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერ­ბის გამოყენება დაუშვებელია.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენება ამ კანო­ნის დარღვევით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის შებღალვა იწ­ვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, პო­ლი­­ტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის გერ­­ბის შენობების ფასადებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოყენება. სხვა შემ­თხვე­ვაში ისინი აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის გერბს შეუზღუდავად იყენებენ.


მუხლი 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის ერთდროულად გამოყენება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის ერთდროულად გამოყენების წესი განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის დაცვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის დაცვას უზრუნ­ველ­ყო­ფენ  საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და  ადგი­ლობ­რივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები.

თავი IV
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 15. გარდამავალი დებულება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რო­ბამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანო­ნის ამოქ­­მედებისათვის აუცილებელი ღონისძიებების ეტაპობრივად გატარება.

მუხლი 16. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული საკანონმდებლო აქტები
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის 20 ივლისის კანონი (გაზეთი „აჭარა“, №137, 21.07.2004);

ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2008 წლის 17 ივნისის კანონი (გაზეთი „აჭარა“, №67, 24.06.2008).


მუხლი 17. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

 

ბათუმი,

8 იანვარი 2020 წ.

N105-უ.ს.რ.ს.

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.