დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის N11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.022.017862 |
|
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის №11/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.022.017635) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების“: ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) დისციპლინური წარმოების განხორციელება სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლების მიმართ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“; ბ) მე-17 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) დისციპლინური წარმოების განხორციელება სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლების მიმართ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ლ) საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, წერილობითი ახსნა-განმარტების ან/და დოკუმენტის მოთხოვნა/მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის მოთხოვნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების მიღება, სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების ნებისმიერი საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლის შესაბამისი ინფორმაციის ან/და წერილობითი ახსნა-განმარტების მიღების მიზნით გამოძახება;“; გ) მე-18 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქმიანობის პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, მიიღოს დოკუმენტის ასლები, გამოიძახოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების ნებისმიერი საჯარო მოსამსახურე/თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის, დოკუმენტაციის ან/და წერილობითი ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;“; გ.ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების ან/და მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების წარმოებაში მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;“; დ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება. 3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებულნი არიან ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეს მიაწოდონ ყველა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), უზრუნველყონ ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღონ დოკუმენტის ასლები, გამოცხადდნენ ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ან/და წერილობითი ახსნა-განმარტების მიწოდების მიზნით, მიაწოდონ მას სრულყოფილი, სწორი და უტყუარი ინფორმაცია. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლის მიერ გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“; ე) მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თითოეული ინსპექტირებისათვის მუშავდება ინსპექტირების გეგმა, რომელშიც აისახება ინსპექტირების საფუძველი, შესასწავლი საკითხები, შესამოწმებელი პერიოდი, ინსპექტირების ხანგრძლივობა და ინსპექტირების განმახორციელებელ პირთა ვინაობა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები