ცაგერი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების წესის და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ

ცაგერი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების წესის და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/01/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 240120000.35.116.016473
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
03/01/2020
ვებგვერდი, 08/01/2020
240120000.35.116.016473
ცაგერი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების წესის და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/01/2020 - 26/02/2020)

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2020 წლის 3 იანვარი

ქ. ცაგერი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების წესის და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 261, 30-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2
1. დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს „ცაგერის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმა“, დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის შემოღების  და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების  შესახებ“ ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/07/2015, სარეგისტრაციო კოდი: 240120000.35.116.016263).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა



დანართი №1

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „რეკლამის  შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და არეგულირებს  ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისა და შესაბამისი ნებართვის გაცემის წესს.

მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.

2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.

3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა – „სერტიფიცირებულია“.

4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე)  წარწერა შესრულებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და  უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.


მუხლი 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისა და აუქციონის გამართვის უფლებამოსილება
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.

2. აუქციონის გამართვას უზრუნველყოფს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია.


მუხლი 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.

3. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.


მუხლი 5. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:

ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;

ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება.

2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1კვ.მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვადრატულ მეტრებში.

3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი 1კვ.მ-ზე განისაზღვრება  60 ლარით.

4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით. 


მუხლი 6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 5 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის მოქმედების კონკრეტული  ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.

მუხლი 7. აუქციონის  ჩატარების წესი
აუქციონის წესი, აუქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“  II  და  III თავების შესაბამისად.

მუხლი 8. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. სანებართვო პირობების  შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.

2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ცაგერის  მუნიციპალიტეტის მხრიდან გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:

ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;

ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;

გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;

დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;

ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისთვის;

ვ)  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ  შემთხვევაში ცაგერის მუნიციპალიტეტის  მიერ  ნებართვის ცალმხრივად  გაუქმების  დროს  ნებართვის  მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი  ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა  ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ ნებართვის ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს დაიბრუნოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ  შემთხვევაში ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ ნებართვის ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს დაიბრუნოს გარე რეკლამის განთავსების ადგილებზე მის მიერ განთავსებული ნივთები, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.


მუხლი 9. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები
1. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.

2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.

3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი  საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა  არის:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა;

ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), სასამართლოს მიერ  უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდამჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა;

დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.


მუხლი 10. უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული ქმედების მარეგულირებელი ნორმები
1. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება (გარე რეკლამის სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე და სხვა), რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. ასეთის არსებობის შემთხვევაში სამართალდამრღვევებს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან განესაზღვროთ ვადა 30 სამუშაო დღის ოდენობით, რათა მათ მიერ, ამ წესის შესაბამისად, მოპოვებულ იქნას გარე რეკლამის უფლება.

2. ცაგერის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განთავსებული გარე რეკლამა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს, წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი წესის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსება ჩაითვლება გარე რეკლამის სანებართვო პირობების დარღვევად ან/და გარე რეკლამის განთავსებად შესაბამისი ნებართვის გარეშე.



დანართი №2

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების

№ ---

 

ეძლევა __________________________________________________________________________

(ნებართვის მიმღები)

ნებართვის მიმღების მისამართი : ________________________________________________

________________________________________________________________________________

საფუძველი : _____________________________________________________________________

 

ნებართვის მოქმედების ვადა :

_____________________________________ დან

_____________________________________ მდე

 

ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად . ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს , ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის

____________________________________________________________________ სამსახურში .

 

სანებართვო პირობები : __________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

 

ნებართვა გაცემულია 20 –– წლის ________________________

 

ნებართვის მიმღები                                                                  ცაგერის მუნიციპალიტეტის

-----------------------------                                                              მერი    -----------------------