„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016747
5
13/01/2020
ვებგვერდი, 14/01/2020
280120000.22.026.016747
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №5

2020 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის  15 იანვრის  №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,7. სამოქალაქო პირთა თანამდებობების თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ ბრძანების №21 დანართით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე.“.

2.  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7.

1. სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა სამხედრო მოსამსახურეებისათვის განისაზღვროს თვეში:

ა) საერთო საჯარისო შემადგენლობისთვის – 75 ლარის ოდენობით;

ბ) სამხედრო მფრინავებისათვის და მფრინავი შემადგენლობისთვის – 145 ლარის ოდენობით;

გ) მეზღვაურთა შემადგენლობისთვის – 85 ლარის ოდენობით;

დ) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის განისაზღვროს თვეში 75 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა გაიცემა შემდეგი თვის შრომის ანაზღაურების პერიოდისათვის. არასრული თვის შემთხვევაში სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა იანგარიშება კალენდარული დღეების მიხედვით.“.

3. მე-15 მუხლს დაემატოს ბ1 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ბ1)  სამინისტროს თავდაცვის ძალების სამოქალაქო თანამდებობების ნუსხა და  კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგობისთვის (დანართი №21);“.

4. 30-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.            

5. 31-ე  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 31. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს,  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს და სამოქალაქო პირს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრა-დასახიჩრების ან ტრამვის მიღების გამო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მიეცემა ყოველთვიური დანამატი 200-დან (ორასი) 800 (რვაასი) ლარამდე ოდენობით.”.

6. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 და №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

7. დამტკიცდეს  დანართი №21 თანდართული რედაქციით.

8. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

9. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №14 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




დანართი №1

 სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები

(ლარებში)

 

  №

 

 

წოდება

 

 

კოდი

 

 

წოდებრივი

 

 

სარგო

 

1

არმიის გენერალი

G-4

5700

2

გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი

G-3

4700

3

გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი

G-2

3800

4

ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი

G-1

3000

5

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

O-6

2250

6

ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი

O-5

1800

7

მაიორი, III რანგის კაპიტანი

O-4

1545

8

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

O-3

1430

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

1360

10

ლეიტენანტი

O-1

1295

11

მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი

S-8

1700

12

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

S-7

1485

13

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

S-6

1025

14

სერჟანტი, მიჩმანი

S-5

995

15

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

S-4

978

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო

S-3

964

კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

17

I კლასის რიგითი,

S-2

955

I კლასის საზღვაო რიგითი

18

საკონტრაქტო სამსახურის რიგითი,

S-1

950

საკონტრაქტო სამსახურის საზღვაო რიგითი

19

სავალდებულო სამსახურის რიგითი,

SO-1

63

სავალდებულო სამსახურის საზღვაო რიგითი

 

  დანართი №2

 სამინისტროს თავდაცვის ძალების სამოქალაქო თანამდებობის პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები

(ლარებში)

 

 

 

თანამდებობები

 

 

კოდი

 

 

თანამდებობრივი

 

სარგო

 

1

დეპარტამენტის უფროსი

CP-23

2 112

2

სამმართველოს უფროსი

CP-22

1 752

3

სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი

CP-21

1 608

4

სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი

CP-20

1 464

5

თავდაცვის ძალების მთავარი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), განყოფილების უფროსის მოადგილე, ორკესტრის უფროსის მოადგილე – უფროსი დირიჟორი

CP-19

1 320

6

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შემავალი თანაშემწე, ქვეგანყოფილების უფროსი, მთავარი ინსპექტორი, უფროსი გამომძიებელი

CP-18

1 248

7

მთავარი სპეციალისტი, მთავარი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), მთავარი ინჟინერი, მთავარი მექანიკოსი, უფროსი ინსპექტორი, გამომძიებელი

CP-17

1 176

8

სპეცტექნიკის სპეციალისტი, ექსკავატორის სპეციალისტი

CP-16

1 145

9

უფროსი სპეციალისტი, უფროსი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), უფროსი ინჟინერი, უფროსი მასწავლებელი, ინსპექტორი, პუნქტის უფროსი, სექციის მეთაური, სადგურის უფროსი, უფროსი მუსიკოსი, წამყვანი მენეჯერი (სამუშაოთა მწარმოებელი)

CP-15

1 104

10

ექიმი, უმცროსი ექიმი,  ინჟინერი

CP-14

1 060

11

სპეციალისტი, სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), მასწავლებელი, სამოქალაქო ავიაციასთან ურთიერთქმედების კორდინატორი, მფრინავი-ისტრუქტორი, ფრენების ხელმძღვანელი, სტილისტი, უცხო ენების მთარგმნელი, თარჯიმანი, დამკაბადონებელი, ფორთიფიკატორი, მუსიკოსი, ენერგეტიკოსი, მეტეოროლოგი

CP-13

960

12

ავტოამწის მძღოლ-ოპერატორი, ავტომტვირთავის მექანიკოსი, აკუმულატორების რემონტის ოსტატი

CP-12

920

13

მძღოლი; მძღოლი-ექსპედიტორი, მძღოლი-მეხანძრე; მძღოლი-მექანიკოსი; ავტოკარის მძღოლი, უნაგირა საწევარის მძღოლი, სახანძრო მანქანის მძღოლი, მოძრავი სარემონტო სახელოსნოს მძღოლი, ტექნიკური დახმარების ავტომანქანის მძღოლი, სპეცტექნიკის მძღოლი-მექანიკოსი, მუხლუხიანი ტექნიკის მძღოლი-მექანიკოსი

CP-11

885

14

მეაკუმულატორე

CP-10

870

15

დისპეტჩერი

CP-9

860

16

ავტომრეცხავი

CP-8

810

17

ოსტატი, სახანძრო მანქანის ოპერატორი, საწყობის უფროსი,

CP-7

792

18

ელექტრიკოსი, შემდუღებელი, მეხანძრე, გენერატორის შემკეთებელი, სავალი ნაწილის შემკეთებელი, ძრავის შემკეთებელი, სანტექნიკოსი, გამმართველი, ზეინკალი

CP-6

768

19

დურგალი, მეთუნუქე, მღებავი, ხარატი

CP-5

744

20

ბიბლიოთეკარი, ინსტრუქტორი, უფროსი მზარეული, მზარეული, აღმრიცხველი, აღრიცხვის სპეციალისტი, მედდა, რეგისტრატორი, ლაბორანტი, ფარმაცევტის თანაშემწე, ტექნიკოსი,  ავტოძრავების სპეციალისტი, სავალი ნაწილის სპეციალისტი, ოპერატორი, ექსკავატორის ოპერატორი, მძღოლი-ოპერატორი, დისპეტჩერი, რადიოოპერატორი, მექანიკოსი, ქსელების ადმინისტრატორი

CP-4

732

21

ელექტროაირშემდუღებელი, დეზინფექტორი, შემკეთებელი

CP-3

708

22

სანიტარი, მზარეულის დამხმარე, ფელდეგერი, ტვირთების დამმუშავებელი, მეჯინიბე, ავტომრეცხავი, მკერავი

CP-2

684

23

მეკუჭნავე, დამლაგებელი

CP-1

665

შენიშვნა:

1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული ამ დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. აღნიშნული დანართის მოქმედება არ ვრცელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული №21 დანართით გათვალისწინებულ თანამდებობებზე.

           

დანართი №21

 სამინისტროს თავდაცვის ძალების  სამოქალაქო თანამდებობების ნუსხა და კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისთვის

(ლარებში)

 

 

 

თანამდებობის დასახელება

 

 

კოდი

 

 

კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგობისთვის

 

1

დეპარტამენტის უფროსი

PS-8

2.80

3.30

3.80

4.40

5.60

6.00

2

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე, ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე

PS-7

2.50

2.80

3.20

3.60

4.40

4.50

3

ბაზის უფროსი, სამმართველოს უფროსი

PS-6

2.20

2.50

2.80

3.10

3.50

4.00

4

სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, სასწავლო ცენტრის ,,სორტა" უფროსი

PS-5

2.10

2.30

2.40

2.50

2.60

2.80

5

 განყოფილების უფროსის მოადგილე, ქვეგანყოფილების უფროსი, ჯგუფის უფროსი, სასწავლო ცენტრის ,,სორტა" უფროსის მოადგილე, მთავარი იურისტი, მთავარი ეკონომისტი, მთავარი სპეციალისტი

PS-4

1.30

1.40

1.60

1.80

2.00

2.20

6

სასწავლო კურსის უფროსი,  უფროსი იურისტი,  აღრიცხვის ინსპექტორი, აღრიცხვის უფროსი სპეციალისტი, აფთიაქის უფროსი, უფროსი სპეციალისტი

PS-3

0.95

1.00

1.20

1.40

1.60

1.80

7

იურისტი, ბუღალტერი, ბუღალტერ-აღმრიცხველი, აღმრიცხველი, ფარმაცევტი,  აღრიცხვის სპეციალისტი, სპეციალისტი

PS-2

0.85

0.90

1.00

1.15

1.30

1.50

8

საიდუმლო საქმისმწარმოებელი, საქმისმწარმოებელი, არასაიდუმლო საქმისმწარმოებელი, პასუხისმგებელი შემსრულებელი, არქივარიუსი

PS-1

0.85

0.90

1.00

1.15

1.30

1.50

შენიშვნა:

1. ამ დანართით გათვალისწინებულ თანამდებობებისათვის განსაზღვრული კოდი და თანამდებობრივი სარგო მტკიცდება მინისტრის ინდ.აქტით განსაზღვრული საშტატო ნუსხით.

2. ამ დანართით გათვალისწინებულ თანამდებობებზე არ ვრცელდება ამ ბრძანებით გათვალისწინებული დანამატები, გარდა საკლასო ჩინის დანამატისა.

3. აღნიშნული დანართის მოქმედება არ ვრცელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით გათვალისწინებულ თანამდებობებზე.

დანართი №5

  ,,სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის სასწავლო ცენტრ „სორტას“ სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები

 (ლარებში)

 

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1

ცენტრის უფროსის თანაშემწე, ექიმი-სპეციალისტი,

უფროსი ინსტრუქტორი

 

1 150

2

მთავარი ინსტრუქტორი, ინსტრუქტორი

 

975

3

სპეციალისტი

 

963

4

მზარეული, მეკავშირე, დიზელისტ-ელექტრიკოსი, მძღოლი

 

956

5

მედდა

 

950

6

სამმართველოს უფროსი

 

1 556

7

მთავარი ინსპექტორი

1 394

 

    დანართი №14

სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები

 

    (ლარებში)

 

 

წოდება

 

 

დანამატი თვეში

 

1

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

425

2

სერჟანტი, მიჩმანი

335

3

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

250

4

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

160

5

I კლასის რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი

125

6

საკონტრაქტო სამსახურის რიგითი, საკონტრაქტო სამსახურის საზღვაო რიგითი

100