დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 660 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 31/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.021682 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/12/2019 - 27/08/2020)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეები, საფასურები და ვადები“.
|
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112-ის“ მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან.
|
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეები, საფასურები და ვადები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეები, საფასურები და ვადები“ (შემდგომშ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) მომსახურების სახეებს, საფასურს, ვადებსა და გადახდის წესს. მუხლი 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური და მისი განაკვეთი 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასურის (შემდგომში – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტი და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტი (შემდგომში – აბონენტი). 2. საფასური (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს: ა) ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებისთვის) – 0.40 ლარს (დღგ-ის ჩათვლით); ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებისთვის) – 0.40 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). 3. საფასური გადაიხდევინება ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის შემდეგ სააბონენტო ნომერზე, რომელსაც: ა) ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული; ბ) არ ერიცხება სააბონენტო გადასახდელი, მაგრამ რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა; გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან პაკეტით სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა. 5. საფასური არ გადაიხდევინება იმ სააბონენტო ნომერზე, რომელიც საკონტროლო სალარო აპარატში გამოიყენება. 6. სააბონენტო ნომრის პორტირების შემთხვევაში, მას საფასური პორტირებამდე პერიოდისა და პორტირების შემდგომი პერიოდისთვის ცალ-ცალკე დაერიცხება. მუხლი 3. საფასურის გადახდის/ამოღების წესი 1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საფასურის ამოღებას უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი), ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 2. საფასური არ აისახება მომსახურების მიმწოდებლის ერთობლივ შემოსავალში. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საფასური ყოველთვიურად განცალკევებულად ასახოს მის მიერ აბონენტისთვის გაწეული მომსახურების ანგარიშში. 3. სააბონენტო ნომერზე საფასურის დარიცხვა ხდება ყოველი კალენდარული თვის მიხედვით, ხოლო საფასურის გადახდა/ამოღება ხდება სააბონენტო გადასახდელთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ღირებულებასთან ერთად. აბონენტის მიერ მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხიდან პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური. 4. თუ აბონენტს ერიცხება საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი დაგროვილი დავალიანება, პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანება. 5. აბონენტის მიერ დაგროვილი დავალიანების თვეების მიხედვით დაფარვისას საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანების დაფარვა ხდება თანმიმდევრულად, დავალიანების დარიცხვის თვეების მიხედვით. პირველ რიგში სრულად იფარება შესაბამისი თვის საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული შესაბამისი თვის დავალიანება. 6. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ის“ მიერ განსაზღვრული ფორმითა და შინაარსით წარუდგინოს მას საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააბონენტო ნომრების მიხედვით. 7. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. 8. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ წარუდგინოს საფასურის ამოღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. 9. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას აკონტროლებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. 10. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. მუხლი 4. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება 1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებლისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ხელმისაწვდომობა და მას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ ბაზაში სოციალურად დაუცველი ოჯახების/პირების დამატების ან სტატუსის გაუქმების შესახებ. 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება წარმოეშობათ ან უუქმდებათ აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების თვის მომდევნო თვიდან. 4. თუ აბონენტის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის“ მიხედვით, აბონენტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის მომსახურების მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტები. მუხლი 5. ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მომსახურება 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევის/დანაშაულის შემთხვევებში, ჩამორთმევას/გადაყვანას დაქვემდებარებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს: ა) ევაკუატორის ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 30 ლარი; ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში − 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − 1.50 ლარი ყოველ კილომეტრზე; გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – 3 ლარი ყოველ კილომეტრზე; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური – 2 ლარი ყოველ კილომეტრზე. 2. დაინტერესებული პირის მიერ კერძო გამოძახების საფუძველზე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორის ან თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 30 ლარი; ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − 1.50 ლარი ყოველ კილომეტრზე; გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – 3 ლარი ყოველ კილომეტრზე; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური – 2 ლარი ყოველ კილომეტრზე. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა დგომის (გარდა სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის შემთხვევებისა) საფასური (დღგ-ის ჩათვლით) განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის საფასური (დღგ-ის ჩათვლით) განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, კორპორაციული მომხმარებლებისთვის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისგან განსხვავებული საფასური. 6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისთვის, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მანძილი განისაზღვრება ევაკუატორით ან თავისი სვლით გადასაადგილებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საწყისი ადგილმდებარეობიდან მისი ტრანსპორტირების საბოლოო წერტილამდე. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის დარიცხვა ხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6. კომპიუტერული მომსახურება 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ გაწეული კომპიუტერული მომსახურების სახეებია: ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურება; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავება; გ) ავტომატური პროგრამული მომსახურების მიწოდება. 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
3. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
4. მომსახურების საფასური ამ მუხლის მე-2 – მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოითვლება შემდეგნაირად: პირის/პირების მიერ 1 საათი მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთი მრავლდება პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებისთვის/მომსახურებისთვის აუცილებელი საათების რაოდენობაზე. 5. ავტომატური პროგრამული მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, მომსახურების საფასური განისაზღვრება მიწოდებული ინფორმაციის მოცულობისა და ინტენსივობის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით. მუხლი 7. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან დაკავშირებული მომსახურება 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან დაკავშირებული მომსახურების სახეებია: ა) შენობის შიდა ფართობზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა; ბ) შენობის გარე პერიმეტრზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა; გ) ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შესახებ კონსულტაციის გაწევა. 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
4. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების შესახებ კონსულტაციის საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
5. მომსახურების საფასური ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოითვლება შემდეგნაირად: 1 კვ მეტრი/1 გრძივი მეტრი მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთი მრავლდება შიდა პერიმეტრის ჯამურ ფართობზე ან/და გარე პერიმეტრის ჯამურ სიგრძეზე. 6. მომსახურების საფასური ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოითვლება შემდეგნაირად: პირის/პირების მიერ 1 საათი მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთი მრავლდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის კონსულტაციისთვის აუცილებელი საათების რაოდენობაზე. მუხლი 8. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სხვა მომსახურებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიოს ამ წესით გაუთვალისწინებელი სხვა სახის მომსახურება. ასეთი სახის მომსახურების საფასური განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით.
|
დოკუმენტის კომენტარები