დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 42 |
დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.163.016491 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2019 - 31/01/2020)
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების
შ ე ს ა ხ ე ბ |
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის პროგრამული ბიუჯეტი დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №70 დადგენილება ,,თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 190020020.35.163.016448).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2020 წლის 01 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის პროგრამული ბიუჯეტი
|
თავი I. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
მუხლი 1. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 3. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 25602,16 ათასი ლარით: ათას ლარებში
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 20441,5 ათასი ლარით: ათას ლარებში
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 1868,36 ათასი ლარით: ათას ლარებში
მუხლი 6. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 3292,30 ათასი ლარით: ათას ლარებში
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 19431,81 ათასი ლარით: ათას ლარებში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5820,0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის: განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6570,0 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ათას ლარში
მუხლი 9. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რეადაქციით: ათას ლარში
მუხლი 10. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 6170,35 ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 350,35 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
მუხლი 11. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება თელავის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 0,0 ათასი ლარით: ათას ლარებში
მუხლი 12. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-350,35) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: თელავის მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ გასასტუმრებელი ვალდებულებები შეადგენს 350,35 ათას ლარს.
თავი II. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამებს აღწერა მუხლი 13. ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) თელავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მშენებლობა, რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, რეაბილიტაციას და ახლის მშენებლობას. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება საგზაო, სანიაღვრე, გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები, წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა და სხვა.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები. ათას ლარში
3. განათლება (კოდი 04 00) სკოლამდელი განათლების განვითარების სისტემის სტრატეგიული მიზანია, სკოლამდელი აღზრდის სისტემა გახდეს სკოლასა და შემდგომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ინსტრუმენტი. პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელებას, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწას, კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალურ გამტარუნარიანობას და სხვა.სასწავლო-სააღზრდელო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურას. განხორციელდება მისი გაუმჯობესებისათვის რეაბილიტაცია-ექსპლოატაციის ღონისძიებები. აგრეთვე, აღსაზრდელებისთვის წლის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა, როგორც სპორტული ისე კულტურული ღონისძიებები.
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი თელავის მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავებას, სპორტის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნას, სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობას, მონაწილეობის მიღებას რესპუბლიკურ ღონისძიებებზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის ობიექტების, ბიბლიოთეკების, სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა, ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდის განახლება, კულტურული დაწესებულებებისათვის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, კულტურული ღონისძიების ხელშეწყობა, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განახლება.
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. განხორციელდება მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და ფართით უზრუნველყოფა, პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველყოფა. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულბებების (სესხები) მომსახურება. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს ა(ა)იპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია - ვიზით კახეთის დაფინანსებას.
მუხლი 14. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
თავი III. მარეგულირებელი ნორმები მუხლი 15. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შექმნილია სარეზერვო ფონდი რომელიც განისაზღვრება 100,0 ათასი ლარით და მისი განკარგვა ხორციელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 16. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 280,0 ათასი ლარი, მიიმართოს: 1.1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 145,0 ათასი ლარი; 1.2. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 130,0 ათასი ლარი; 1.3. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 5,0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 17. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 18. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
დოკუმენტის კომენტარები