დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20 |
დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.107.016350 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (27/12/2019 - 06/01/2020)
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №27 დადგენილება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი
|
თავი I ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ჩხოროწყუს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ჩხოროწყუს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
თავი II ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
მუხლი 3.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8677.4 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 6162.2 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2160,2 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ჩხოროწუის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 355.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
თავი III ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
მუხლი 7.
ჩხოროწყუს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6479.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2197,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2647,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 450.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
თავი IV ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
|
მუხლი 10.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 2197,6 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
3. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 12.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით:
3. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 13.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით შეიქმნას სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 80,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
თავი V ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2020-2023 წლებისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები
|
მუხლი 14.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები/ქვეპროგრამები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (02 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენსმუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულებაბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2019 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათების მშენებლობა-ექსპლუატაცია, საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლებისსისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარამოს დაცვის ღონისძიებები, მაღალსართულიანისაცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა, შადრევნების,სპორტული მოედნების და დასვენების პარკის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის (02 01) მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ქუჩების რეაბილიტაცია, ზამთრის სეზონზე მუნიციპალიტეტის გზების და ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა. ბ.ა) გარეგანათების (02 02) მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ღამის პერიოდში მოსახლეობისკ ომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ისტორიული ძეგლებისა და ტაძრების ფასადების, სკვერების განათებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, ცენტრალურ გზაზე გარე განათების მშენებლობა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯები ბ.ბ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (02 03) სასმელი წყლის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს წყლის სისტემის მოწესრიგებას, მის დაცულობას. მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის, ბაქტერიებისაგან გაწმენდილი წყლის მიწოდებას. ამასთან სოფელ მუხურში ახალი წყლის მომარაგების სისტემის მოვლა-პატრონობას. ბ.ე) მუნიციპალიტეტის შენობების შენობების რეაბილიტაცია (02 04) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის მიზანი ამ შემთხვევაში შენობების ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის შენარჩუნებაა, რა დროსაც არსებული სარემონტო სამუშაოებით ხდება უფრო მეტი დაზიანებებისა და შესაბამისად მეტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თავიდან აცილება. გ) სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ხარჯი (02 09) პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში შენობა-ნაგებობებზე და მიწაზე ზედამხედველობას, უზრუნველყოფს საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას. დ) რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი (02 10) ე) სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა (02 11) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობას, კერძოდ მსხვილფეხა რქოსანი საქონლის გენეტიკურ განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ვ) დასუფთავების ღონისძიებები (03 00) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბა ჩხოროწყუში ქუჩების ყოველდღიური, მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ცენტრების პერიოდული დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ზ) უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (03 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 3. განათლება (04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს ასევე უნარშეზღუდულ ბავშვების სწავლას და მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში. ა) სკოლამდელი განათლება (04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 34 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1012 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვების ხარჯების, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, სკოლამდელი განათლება ითვალისწინებს საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ექსპლუატაციას რათა აღსაზრდელებს შეექმნას კომფორტული პირობები და შეძლონ სწავლა და გართობა. ბ) საჯარო სკოლების დაფინანსება (0402) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობისათვის ფინანსური მხარდაჭერის განხორციელება. გ) განათლების ხელშეწყობა (04 03) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში ხორციელდებანორჩ ფოლკლორისტთა, ენის მოყვარულთა, შემოქმედთა, ტექნიკური ცოდნის მიდრეკილთა და მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეთა გამოვლენა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობისხელშეწყობადასპორტი (05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (0501) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ა.ა) ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა (050101) ქვეპროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტის მოზარდ თაობაში საფეხბურთო მონაცემების მქონე მოზარდი თაობის გამოვლენას, დაოსტატებას და ქვეყნის მაშტაბით მათ მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებით ორგანიზებულ ტურნირებში. მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას. ა.ბ) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (050102) ქვეპროგრამის მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა სპორტულ სექციებში და მათ მონაწილეობა შესაბამის სპორტული სახეების მიხედვით სხვადასხვა ეგიდის შეჯიბრებებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, აგრეთვე მოეწყობა ლაშქრობები ტობავარჩხილში, ოსინდალე-წიფურიას ხეობაში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა მეგრული სამზარეულოს მოწყობა-დემონსტრირება, სხვადასხვა ტრადიციული ფესტივალების მოწყობა-გამოფენა. ტურისტთა მოზიდვის მიზნით საერთასორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება ქვეყნის შიგნით. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (0502) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) კულტურის სახლების, სასოფლო კლუბების და ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (050201) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ამ დაწესებულებების, კერძოდ ა(ა)იპ-ი „ჩხოროწყუს კულტურის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: თეატრალური ხელოვნების განვითარება, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. ტრადიციების აღორძინება და განვითარება. ბ.ბ) მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (05 02 02) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ჩხოროწყუ ისტორუიულის მუზეუმი“-ს დაფინანსებას, რომელიც სისტემატიურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამინათა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ ისტორიულ მასალას, შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიური სიამოვნების მინიჭების მიზნით; ბ.გ) სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა (05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ-ი „ჩხოროწყუს მუსიკალური სკოლა“, სადაც სწავლობს 170-მდე მოსწავლე; ბ.დ) კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა (05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. გ) ახალგაზრდული პროგრამების და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (05 03) პროგრამა უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 5. მოსახლეობისჯანმრთელობისდაცვადასოციალურიუზრუნველყოფა (06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედმთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (06 01) პროგრამა ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“-ს დაფინანსებას, რომლის მიერ განხორციელდება: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიკეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა და შენარჩუნება; ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნეფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ორგანიზაციებში, სკვერებში, ნაგვისშემკრებ ბუნკერებში; მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სამღზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობის გზით ეპიკეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა. ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (06 02) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ჩხოროწყუს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯები (06 02 01)) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება. გ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა 48 მრავალშვილიან ოჯახის 220 ბენეფიციარზე, 290-მდე ახალ დაბადებულ ბავშვებზე, 4-მდე ას წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე, 43-მდე უსინათლოებზე, მეორე მსოფლიო ომის 5 მონაწილეზე, ავღანეთის ომში 40 მონაწილეთა ოჯახებზე, ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციაში 16 მონაწილეთა ოჯახებზე გაიცემა ერთჯერად დახმარებები. თირკმლის დიალეზზე მყოფი 14 პირზე, შშმ 60 მოზარდზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება. გათვალისწინებულია 27 უსახლკაროთა თავშესაფრით უზრეუნველყოფა, გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება, ხელმოკლე ოჯახებისათვის სამედიცინო დახმარებების თანადაფინანსება და სხვა ერთჯერადი დახმარებები. დ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (უფასო სასადილო) (060203) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. ე) სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციის ხარჯი (06 03) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიქიის შედეგად დაზარეალებული მოსახლეობის ხელშეწყობა, როგორც ფულადი ისე მატერიალური სახით. ხანძრის სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნისა და გამგებლის ბრძანების საფუძველზე. |
თავი VI ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 15.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
თავი VII მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 16 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 17 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
|
მუხლი 18 |
2019 წლის განმავლობაში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 19 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 20 |
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 21 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება.
|
მუხლი 22 |
მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 04-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2020 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
|
მუხლი 23 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
|
მუხლი 24 |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 175,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 84.3 ათასი ლარი; ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 87.7 ათასი ლარი. გ) მე 2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები – 3,0 ათასი ლარი 2. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"–ს 69 –ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 25 |
2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 80,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
დოკუმენტის კომენტარები