დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 46 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/02/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017288 |
|
„საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №263 ბრძანების (ვებგვერდი, 14/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016793) პირველი მუხლის:
|
1.
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონელი, რომელსაც ჰქონდა საქართველოს საქონლის სტატუსი (შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა).“.
|
2.
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უცხოური საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომელზეც განხორციელდა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ც.ა“, „ც.ბ“ ან/და „ც.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადამუშავება და: ა) რომლის საქართველოში იმპორტი საქართველოს კანონმდებლობით გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან, ან ბ) რომლის საქართველოში იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები