„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5665-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 200020000.05.001.019746
5665-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
200020000.05.001.019746
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი (რეჟიმი) – იურიდიული პირის გადახდისუუნარობის,  გაკოტრების ან ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს  ან  სხვა  ქვეყნის  კანონმდებლობის   შესაბამისად განხორციელებული ზომების ერთობლიობა, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს    ფულადი სახსრების გადარიცხვის ან ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების  ან მოთხოვნის უფლების გადაცემის ან/და გადახდის ოპერაციების შეწყვეტა ან  შეჩერება, ან მათზე შეზღუდვების დაწესება. ამ კანონის მიზნებისთვის  „რეჟიმი“ საქართველოში მოიცავს გადახდისუუნაროდ ან გაკოტრებულად  გამოცხადებას ან რეაბილიტაციის დაწყებას „გადახდისუუნარობის საქმის    წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ან რეზოლუციის რეჟიმის შემოღებას ან/და ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

2. 5მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საჯარო ფასიანი ქაღალდების ან/და აქტივების, ვალდებულებების, უფლებებისა და მოთხოვნების შემძენი არ აკმაყოფილებს საგადახდო სისტემაში მონაწილეობისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, გამონაკლისის სახით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იგი საგადახდო სისტემაში შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს 24 თვისა.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ტრანსფერორდერის გამოთხოვის დაუშვებლობა

სისტემის წესები უნდა განსაზღვრავდეს გარემოებას, რომლის შემდეგ სისტემაში შესული ტრანსფერორდერი სისტემის მიერ მიღებულად ითვლება. დაუშვებელია სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერის სისტემის მონაწილის ან ნებისმიერი მესამე პირის, მათ შორის, ლიკვიდატორის,  გაკოტრების მმართველის, დროებითი ადმინისტრატორისა და სპეციალური მმართველის, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების, მიერ გამოთხოვა.“.

4. მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ამ პუნქტის მოთხოვნები სავალდებულოა მესამე პირებისთვის, მათ შორის, ლიკვიდატორისთვის, გაკოტრების მმართველისთვის, დროებითი ადმინისტრატორისა და სპეციალური მმართველისთვის, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოებისთვის, და არ შეიძლება სადავო გახდეს:

ა)  ის  ტრანსფერორდერი,  რომელიც  სისტემის  წესების  მიხედვით  სისტემის მიერ მიღებულ იქნა საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე, მიუხედავად იმისა, ამ ტრანსფერორდერის შესაბამისად ფულადი სახსრების გადარიცხვა ან ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების გადაცემა რეჟიმის ამოქმედებამდე მოხდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ;

ბ) ტრანსფერორდერიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა, როდესაც ტრანსფერორდერი სისტემის წესების მიხედვით სისტემის მიერ მიღებულ იქნა საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე, მიუხედავად იმისა, ურთიერთგაქვითვა რეჟიმის ამოქმედებამდე მოხდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ.

5. საკლირინგო დაწესებულებაში ურთიერთგაქვითვის განხორციელება სავალდებულოა მესამე პირებისთვის, მათ შორის, ლიკვიდატორისთვის, გაკოტრების მმართველისთვის, დროებითი ადმინისტრატორისა და სპეციალური მმართველისთვის, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო  ორგანოებისთვის, და არ შეიძლება სადავო გახდეს, თუ მოთხოვნებისა  და ვალდებულებების შესახებ შეტყობინება საკლირინგო დაწესებულებას საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე გაეგზავნა, მიუხედავად იმისა, თავად ურთიერთგაქვითვის ოპერაცია საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე განხორციელდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ.“.

5. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ეროვნული ბანკი დაუყოვნებლივ ატყობინებს ადგილობრივი სისტემების ოპერატორებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად  მიღებული  ინფორმაციის  საფუძველზე  ან  მის მიერ  სისტემის მონაწილის, ოპერატორის  ან  ანგარიშსწორების  აგენტის  მიმართ ლიკვიდაციის,    დროებითი ადმინისტრაციის ან რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ.“.

6. 36-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფინანსური გირაოს ხელშეკრულება ნამდვილია და მის მოქმედებას მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი,  გაკოტრების მმართველი, დროებითი ადმინისტრატორი და სპეციალური მმართველი, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები სადავოდ ვერ გახდიან, თუ ხელშეკრულება წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) არის დადებული და მოგირავნეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ფინანსური გირაოს საგნის ფლობის ან კონტროლის შესაძლებლობა, რაც მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს საშუალებას აძლევს, არ დაუშვას დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის განკარგვა, ხოლო გირაოს ამოქმედების შემთხვევაში   მოახდინოს მისი რეალიზაცია ან დაისაკუთროს ის ამ თავის დებულებების შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ  მუხლის  მე-2  პუნქტის  მოთხოვნები  არ  ვრცელდება  საქართველოს ეროვნული  ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ  მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი. საქართველოს  ეროვნული ბანკის სასარგებლოდ სასესხო აქტივების დაგირავების  ხელშეკრულება ნამდვილია და მის  მოქმედებას სადავოდ  ვერ  გახდიან  მესამე  პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი, დროებითი ადმინისტრატორი და სპეციალური მმართველი, აგრეთვე ადმინისტრაციული  და სასამართლო ორგანოები, რომლებიც ვალდებული არიან იმოქმედონ გირავნობის პირობების შესაბამისად.“.

7. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3−მე-5 პუნქტები:

„3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღება არ უნდა გახდეს ფინანსური გირაოს ამოქმედების საფუძველი, თუ კომერციული ბანკი ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ფინანსური გირაოს ხელშეკრულებით ან იმ ხელშეკრულებით, რომლის ნაწილიცაა ფინანსური გირაო.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დააწესოს შეზღუდვები ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეწყვეტის უფლებაზე.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, დაადგინოს ურთიერთგაქვითვასთან დაკავშირებული მოთხოვნები.“.

8. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების დებულება, რომელიც გირაოს ამოქმედებით მიღებული თანხით ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს, ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი, დროებითი ადმინისტრატორი და სპეციალური მმართველი, აგრეთვე ადმინისტრაციული    და სასამართლო ორგანოები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვალის, კრედიტორის, დამგირავებლის ან მოგირავნის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი ამოქმედდა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5665-რს