დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29/30 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016438 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში (ვებგვერდი, 10/03/2014 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016195), კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამა
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით, ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპის და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებების მონაწილე (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში) სპორტსმენთა, მწვრთნელთა, ნაკრები გუნდების წახალისებას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენებისათვის და მწვრთნელებისათვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოს განსაზღვრას.
თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენში იგულისხმება ქალაქ ფოთში მოღვაწე, ქალაქ ფოთის სახელით მონაწილე, ასევე ქალაქ ფოთის მკვიდრი ან/და რეგისტრირებული სპორტსმენი, მწვრთნელი, რომლებიც მონაწილეობენ ოლიმპიურ, მსოფლიო, ევროპის, საერთაშორისო და სხვა შეჯიბრებებზე. მუხლი 2 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, მწვრთნელების წახალისებისას ასევე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნენ ის მწვრთნელები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ შეჯიბრებებში, მაგრამ მიუძღვით განსაკუთრებული წვლილი წარმატებული სპორტსმენების აღზრდაში. მუხლი 3 ოლიმპიურ, მსოფლიო, ევროპის და საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამარჯვებულად ან/და პრიზიორად მიიჩნევა მხოლოდ საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საქართველოს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციების მიერ აღიარებული ჩემპიონატის მონაწილეები (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შესაბამისი სპორტული ფედერაციის მიერ აღიარებული საერთაშორისო სპორტული ფედერაცია).
თავი II ფულადი წახალისების გაცემის ნორმა მუხლი 4 მწვრთნელისათვის გასაცემი ფულადი წახალისება გაიცემა არაუმეტეს წელიწადში ოთხჯერ, აღსაზრდელებს შორის საუკეთესო შედეგის შესაბამისად, მაგრამ არა ერთი და იმავე შეჯიბრებების შედეგების შესაბამისად, კონკრეტულ დროს და ადგილას. გამონაკლისი შეიძლება ქალაქ ფოთის მერის ბრძანებით.
თავი III ფულადი წახალისების ოდენობა მუხლი 5 ოლიმპიური თამაშების და სხვა შეჯიბრებების მონაწილე (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში) სპორტსმენთა, მწვრთნელთა, ნაკრები გუნდების წასახალისებლად, სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენებისთვის დაწესდეს შემდეგი ერთჯერადი ფულადი ჯილდო: 1. ოლიმპიური სახეობები ა) ოლიმპიური თამაშები გამარჯვებულზე და პრიზიორებზე: ა.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 10 000 ლარი, მწვრთნელზე – 5000 ლარი; ა.ბ) II ადგილისათვის სპორტსმენზე გაიცეს 7000 ლარი, მწვრთნელზე – 3500 ლარი; ა.გ) III ადგილისათვის სპორტსმენზე გაიცეს 5000 ლარი, მწვრთნელზე – 2500 ლარი; ა.დ) IV ადგილისათვის პორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი. ბ) მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გამარჯვებულზე და პრიზიორებზე: ბ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ბ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1600 ლარი, მწვრთნელზე – 800 ლარი; ბ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი. გ) ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გამარჯვებულზე და პრიზიორებზე: გ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1600 ლარი, მწვრთნელზე – 800 ლარი; გ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი; გ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი. დ) ევროპული თამაშები გამარჯვებულზე და პრიზიორებზე: დ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2500 ლარი, მწვრთნელზე – 1250 ლარი; დ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; დ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი. 2. მსოფლიო ჩემპიონატი ა) გამარჯვებულზე და პრიზიორებზე (დიდები): ა.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე – 1500 ლარი; ა.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2500 ლარი, მწვრთნელზე – 1250 ლარი; ა.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი. ბ) გამარჯვებულზე და პრიზიორებზე (23 წლამდელებში და ახალგაზრდებში): ბ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2500 ლარი, მწვრთნელზე – 1250 ლარი; ბ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ბ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი. გ) გამარჯვებულებზე და პრიზიორებზე (ჭაბუკებში): გ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; გ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; გ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი. 3. მსოფლიო თასის გათამაშება კრივში, ძიუდოში, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში: გამარჯვებულებზე და პრიზიორებზე ა.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2500 ლარი, მწვრთნელზე – 1250 ლარი; ა.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ა.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი. 4. ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებულზე და პრიზიორებზე (დიდები) ა.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2500 ლარი, მწვრთნელზე – 1250 ლარი; ა.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ა.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი. ბ) გამარჯვებულზე და პრიზიორებზე (23 წლამდელებში და ახალგაზრდებში) ბ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ბ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; ბ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი. გ) გამარჯვებულზე და პრიზიორებზე (ჭაბუკებში) გ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; გ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი; გ.დ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი. დ) გამარჯვებულებზე და პრიზიორებზე (უმცროსი ასაკი) დ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი; დ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 600 ლარი, მწვრთნელზე – 300 ლარი; დ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 400 ლარი, მწვრთნელზე – 200 ლარი. 5. არაოლიმპიური სახეობა ა) მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობა ,,სამბო’’-ში (დიდები) გამარჯვებულებზე და პრიზიორებზე ა.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2500 ლარი, მწვრთნელზე – 1250 ლარი; ა.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ა.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი. ბ) გამარჯვებულებზე და პრიზიორებზე (23 წლამდელები და ახალგაზრდები) ბ.ა ) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ბ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; ბ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი. გ) გამარჯვებულებზე და პრიზიორებზე (ჭაბუკები) გ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; გ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; გ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი. 6. ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობა,,სამბო’’-ში ა) გამარჯვებულზე და პრიზიორებზე (დიდები) ა.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ა.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; ა.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი. ბ) გამარჯვებულებზე და პრიზიორებზე (23 წლამდელები და ახალგაზრდები) ბ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 900 ლარი; ბ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი; ბ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი. გ) გამარჯვებულებზე და პრიზიორებზე (ჭაბუკები) გ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი; გ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; გ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი. დ) გამარჯვებულებზე და პრიზიორებზე (უმცროსი ასაკი) დ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 700 ლარი, მწვრთნელზე – 350 ლარი; დ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 500 ლარი, მწვრთნელზე – 250 ლარი; დ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 300 ლარი, მწვრთნელზე – 150 ლარი. 7. მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობებში წყალსათხილამურო სპორტი, 15-კაცა რაგბი, „უშუ“, ძალისმიერი სამჭიდი, კარატე-დო ა) გამარჯვებულზე და პრიზიორებზე (დიდები) ა.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; ა.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; ა.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი. ბ) გამარჯვებულზე და პრიზიორებზე (23 წლამდელები და ახალგაზრდები) ბ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1600 ლარი, მწვრთნელზე – 800 ლარი; ბ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი; ბ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი. გ) გამარჯვებულზე და პრიზიორებზე (ჭაბუკები) გ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი; გ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; გ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 700 ლარი, მწვრთნელზე – 350 ლარი. 8. ევროპის ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტი, 15-კაცა რაგბი, ,,უშუ,, ძალისმიერი სამჭიდი, კარატე-დო ა) გამარჯვებულზე და პრიზიორებზე (დიდები) ა.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; ა.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი,მწვრთნელზე – 600 ლარი; ა.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე -500 ლარი. ბ) გამარჯვებულზე და პრიზიორებზე (23 წლამდელები და ახალგაზრდები) ბ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი; ბ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი,მწვრთნელზე – 500 ლარი; ბ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი. გ) გამარჯვებულზე და პრიზიორებზე (ჭაბუკები) გ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი; გ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი,მწვრთნელზე – 400 ლარი; გ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 600 ლარი, მწვრთნელზე – 300 ლარი. 9. ჭადრაკი ა) საჭადრაკო ოლიმპიადაში (პირად გუნდური) გამარჯვებულებზე: ა.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 7000 ლარი, მწვრთნელზე – 3500 ლარი; ა.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 6000 ლარი,მწვრთნელზე -3000 ლარი; ა.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 5000 ლარი, მწვრთნელზე – 2500 ლარი; ა.დ) IV ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 4000 ლარი, მწვრთნელზე – 2000 ლარი. ბ) მსოფლიო ჩემპიონატში (დიდები) გამარჯვებულებზე: ბ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე – 1500 ლარი; ბ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი,მწვრთნელზე -1000 ლარი; ბ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი. გ) მსოფლიო ჩემპიონატი (20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში) მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულებზე: გ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი; გ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი,მწვრთნელზე -750 ლარი; გ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი. დ) მსოფლიო ჩემპიონატში (16-18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში) გამარჯვებულებზე: დ.ა ) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი; დ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი,მწვრთნელზე – 500 ლარი; დ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 700 ლარი, მწვრთნელზე – 350 ლარი. ე) ევროპის ჩემპიონატი (დიდები) გამარჯვებულებზე: ე.ა ) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2500 ლარი, მწვრთნელზე – 1250 ლარი; ე.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი,მწვრთნელზე -1000 ლარი; ე.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი. ვ) ევროპის ჩემპიონატი (20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ) გამარჯვებულებზე: ვ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1800 ლარი, მწვრთნელზე – 900 ლარი; ვ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი,მწვრთნელზე – 600 ლარი; ვ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 900 ლარი, მწვრთნელზე – 450 ლარი. ზ) ევროპის ჩემპიონატი (16-18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში) გამარჯვებულებზე: ზ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1400 ლარი, მწვრთნელზე – 700 ლარი; ზ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 900 ლარი,მწვრთნელზე – 450 ლარი; ზ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 600 ლარი, მწვრთნელზე – 300 ლარი. 10. საქართველოს ჩემპიონატები სპორტის ინდივიდუალურ, ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში ა) გამარჯვებულზე (დიდები) ა.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი. 11. საქართველოს ჩემპიონატი სპორტის გუნდურ სახეობებში: ა) გამარჯვებულზე და პრიზიორებზე (დიდები) ა.ა) I ადგილისთვის გუნდზე გაიცეს 2800 ლარი, მწვრთნელზე – 800 ლარი; ა.ბ) II ადგილისთვის გუნდზე გაიცეს 2100 ლარი,მწვრთნელზე – 600 ლარი; ა.გ) III ადგილისთვისგუნდზე გაიცეს 1400 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი. 12. პარაოლიმპიური თამაშები ა) მსოფლიო თასი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები გამარჯვებულზე და პრიზიორებზე ა.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2500 ლარი, მწვრთნელზე – 1250 ლარი; ა.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1800 ლარი,მწვრთნელზე – 900 ლარი; ა.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1400 ლარი, მწვრთნელზე – 700 ლარი. საქართველოს ჩემპიონატი გამარჯვებულზე და პრიზიორებზე ბ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 700 ლარი, მწვრთნელზე – 350 ლარი; ბ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 500 ლარი,მწვრთნელზე – 250 ლარი; ბ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 300 ლარი, მწვრთნელზე – 150 ლარი. გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ წოდების მინიჭების შემთხვევაში: გ.ა) დამსახურებულ მწვრთნელზე გაიცეს 500 ლარი; გ.ბ) დამსახურებულ მოღვაწეზე (მუშაკი) გაიცეს 500 ლარი. მუხლი 6 დაწესდეს შემდეგი ერთჯერადი ფულადი ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ წოდების მინიჭების შემთხვევაში: ა) დამსახურებულ მწვრთნელზე გაიცეს 500 ლარი; ბ) დამსახურებულ მოღვაწეზე (მუშაკი) გაიცეს 500 ლარი. მუხლი 7 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის წლის საუკეთესო სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოებასთან დაკავშირებით მერის ბრძანებით იქმნება სამუშაო ჯგუფი, სამუშაო ჯგუფის წარდგინების საფუძველზე წლის საუკეთო სპორტსმენები და მწვრთნელები ჯილდოვდება: ა) I ადგილისთვის სპორტსმენი 2000 ლარით, მწვრთნელი – 1000 ლარით; ბ) II ადგილისთვის სპორტსმენი 1500 ლარით,მწვრთნელი – 750 ლარით; გ) III ადგილისთვის სპორტსმენი 1000 ლარით, მწვრთნელი – 500 ლარით. მუხლი 8 დაჯილდოებასთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს ამზადებს და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 9 დაჯილდოებასთან დაკავშირებით გამოიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება. |
დოკუმენტის კომენტარები