დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 35 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016460 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (26/12/2019 - 25/02/2020)
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, დანართი №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები, დანართი №2-ის შესაბამისად. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №74 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 31/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.132.016422). |
მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
თავი I
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
2. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 2.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 158,227.5 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 3.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 76,900.2 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 4.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 34,000.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 5.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 47,327.3 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 6.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 100,574.1 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 7.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 36,311.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 50,311.6 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 14,000.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 8.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 150,885.7 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 9.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 21,341.8 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 10.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
(ათას ლარებში)
|
მუხლი 11.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -21,341.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 21,341.8 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
თავი II
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 12.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები შემდეგი რედაქციით:
|
თავი III
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 13.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 172,227.5 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
დოკუმენტის კომენტარები