„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5675-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.019747
5675-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
290000000.05.001.019747
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 331 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის  მიერ დადგენილი ნორმატივების დარღვევის ან/და ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესების ან/და სადაზღვევო ვალდებულებების შეუსრულებლობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. დროებითმა ადმინისტრატორმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის დღისა, უნდა შეატყობინოს დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ იმ საგადახდო სისტემის ოპერატორს, რომლის სისტემის მონაწილეც არის მზღვეველი.“.

2. 333 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება მზღვეველის ლიკვიდაცია. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. მზღვეველის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს სამსახურის მიერ დანიშნული პირი. იგი უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის  ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. დაუშვებელია მზღვეველთან დაკავშირებული პირის მის ლიკვიდატორად  დანიშვნა. მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.“.

3. 334 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დროს ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს:

ა) პირველი რიგი – გაკოტრების  მმართველის  დანიშვნასთან  და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც მზღვეველს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა;

ბ) მეორე რიგი – უზრუნველყოფილი კრედიტორები, გარდა საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნისა;

გ) მესამე  რიგი  –  კრედიტორთა  მოთხოვნები, რომელთა საფუძველია სიცოცხლისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა. სიცოცხლის დაზღვევის  ვალდებულებათა ოდენობა განისაზღვრება მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებისათვის – სიცოცხლის დაზღვევის რეზერვის ოდენობით;

დ) მეოთხე  რიგი – კრედიტორთა  მოთხოვნები,  რომელთა  საფუძველია უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება;

ე) მეხუთე რიგი – ყველა სხვა კრედიტორის მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ყველა სხვა დაზღვევის ხელშეკრულებიდან;

ვ) მეექვსე რიგი – საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ზ) მეშვიდე რიგი – დანარჩენი მოთხოვნები მზღვეველის მიმართ და დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 336 მუხლი:

„მუხლი 336. ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა

„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მხარეთა შორის დადებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებულ ურთიერთგაქვითვას ან საბოლოო ურთიერთგაქვითვას და მის შედეგად განხორციელებულ ოპერაციებს სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, ადმინისტრაციული და მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოები, მზღვეველის ლიკვიდატორი, მეურვე, გაკოტრების მმართველი/რეაბილიტაციის მმართველი, მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი, მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი ნებისმიერი სხვა პირი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5675-რს