„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016462
30
25/12/2019
ვებგვერდი, 25/12/2019
010250050.35.117.016462
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2019 წლის 25 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №60 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 03/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016429)  დამტკიცებულ დანართში  შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ბიუჯეტიდან ბენეფიციარებზე – ამ პროგრამის მე-6, მე-16, მე-17 მუხლების მიზნებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის  რეგისტრაციისა და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, მე-11 მუხლის მიზნებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 1 თვის  რეგისტრაციის, ხოლო სხვა ქვეპროგრამებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციის მქონე მოქალაქეებზე, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე გასაცემი თანხის (შემდგომში – ბენეფიტი) ოდენობასა და გაცემის წესს.

ბ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) ან მეზობლების (არანაკლებ ორი მეზობელი) ნოტარიულად დამოწმებული ჩვენება, რომლითაც დადასტურდება დაზარალებული ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ფლობის ფაქტი (საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში).“;

გ) ამოღებული იქნას მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე