„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017271
414
26/12/2019
ვებგვერდი, 27/12/2019
190040000.22.033.017271
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №414

2019 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართი №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბიუჯეტის განმკარგველის – 0973 – სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბიუჯეტის განმკარგველები:

62

0974

სსიპ „საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია“

63

0975

ა(ა)იპ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“

 

2. ბიუჯეტის განმკარგველის – 5114 – ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბიუჯეტის განმკარგველი:

1475

5115

ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის“

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი