„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5664-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 240000000.05.001.019761
5664-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
240000000.05.001.019761
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. აქციონერთა საერთო კრების მოწვევის, რეორგანიზაციის, აქციონერთა უფლებებისა და მოვალეობების, საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვის, სავალდებულო სატენდერო შეთავაზებისა და აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე არ ვრცელდება აგრეთვე ამ კანონის ნებისმიერი სხვა მოთხოვნა, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით სხვაგვარადაა მოწესრიგებული.“.

2. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევისთვის საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს წილების ან აქციების მფლობელთა ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებულ უფლება-მოვალეობებს, რამაც არ უნდა ხელყოს დივიდენდის მიღების უფლება. ეს პუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის აქციების გასხვისებაზე, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის გასხვისებაზე, რაც ხორციელდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3. 51 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ან რეზოლუციის რეჟიმის დაწყების, დასრულების  ან  შეწყვეტის,  ლიკვიდატორის,  მეურვის,  რეაბილიტაციის  მმართველის, გაკოტრების მმართველის, დროებითი ადმინისტრატორის ან სპეციალური მმართველის, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახვას.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეგისტრირებული მონაცემის ცვლილება დაუყოვნებლივ რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.“.

4. მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ეს პუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის ლიკვიდაციაზე, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციაზე, რაც ხორციელდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5664-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.