2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ

2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/600
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.024.016615
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/600
23/12/2019
ვებგვერდი, 25/12/2019
300320000.22.024.016615
2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (25/12/2019 - 17/03/2020)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/600

2019 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“.
მუხლი 2
ბუნებრივი გაზის სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 20 დეკემბრის №1-1/603 ბრძანება.
მუხლი 4
ეს ბრძანება  ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.