„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 637
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 040050000.10.003.021657
637
23/12/2019
ვებგვერდი, 26/12/2019
040050000.10.003.021657
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №637

2019 წლის 23 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის  2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  27/08/2019, 040050000.10.003.021426) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 მუხლები:

მუხლი 21. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ახალგაზრდობის სააგენტო განისაზღვროს გრანტის გაცემის უფლებამოსილების მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

მუხლი 22. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გრანტების გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი  წეს(ებ)ი, საგრანტო კონკურსის დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებ(ებ)ით − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  ახალგაზრდობის სააგენტოს დებულების მე-2 მუხლდაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია