„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №2-374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №2-374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016615
2-27
13/01/2020
ვებგვერდი, 15/01/2020
360160000.22.023.016615
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №2-374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-27

2020 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №2-374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №2-374 ბრძანებაში (ვებგვერდი, 23/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016508) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) გარემოსდაცვითი შეფასების სამმართველო;

ბ) სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო;

გ) ინტეგრირებული მართვის სამმართველო;

დ) სკრინინგის სამმართველო.

მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები

1. გარემოსდაცვითი შეფასების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) გზშ-ის სკოპინგის პროცედურის განხორციელება და სკოპინგის დასკვნის მომზადება;

ბ) გზშ-ის ანგარიშის განხილვა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება;

გ) გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით, საექსპერტო კომისიის შექმნა, ექსპერტიზის ორგანიზება და ექსპერტიზის დასკვნის შედგენა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკოპინგის და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) სკოპინგის და გზშ-ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;

ზ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და აღნიშნული დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა;

თ) სკოპინგის და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების ანალიზი და არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების მხედველობაში მიღება;

ი) გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით, დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სგშ-ის ჩატარების საჭიროების მიზნით, სკრინინგის პროცედურის განხორციელება და სკრინინგის გადაწყვეტილების მომზადება;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სგშ-ს სკოპინგის პროცედურის განხორციელება და სკოპინგის დასკვნის მომზადება;

გ) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ს ანგარიშის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და ექსპერტიზის დასკვნის შედგენა;

დ) სკოპინგის, სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის და სგშ-ის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიღება;

ე) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება;

ვ) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ის ანგარიშის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;

ზ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მქონე ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის წარმოება;

თ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის განხილვა და კოორდინაცია;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების/დოკუმენტების გამოქვეყნება;

კ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირობების შესრულებისთვის გონივრული ვადის განსაზღვრა;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება, სხვა პირზე გადაცემა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა/დამუშავება და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. ინტეგრირებული მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვა;

ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების პროექტების განხილვა;

გ) წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ფორმების მიღება, მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავება;

დ) წყალსარგებლობის ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოება და წყალსარგებლობის კრებულის მომზადება;

ე) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვა;

ვ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა;

ზ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის მიზნით, მონაცემთა ინტერაქტიული შეგროვება და ხარისხის უზრუნველყოფა;

თ) სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა;

ი) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გზშ-ის, სგშ-ის სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. სკრინინგის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზშ-ის ჩატარების საჭიროების მიზნით, სკრინინგის პროცედურის განხორციელება და სკრინინგის გადაწყვეტილების და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზშ-ის სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;

დ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი სკრინინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და აღნიშნული დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა;

ე) გზშ-ის სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების ანალიზი და არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების მხედველობაში მიღება;

ვ) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციის განხილვა და წინადადებების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადებების მომზადების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული შენიშვნების განსახილველად შეხვედრის მოწყობა/ორგანიზება;

თ)  გზშ-ის სკოპინგის პროცედურის განხორციელებასა და სკოპინგის დასკვნის მომზადებაში მონაწილეობა;

ი) გზშ-ის ანგარიშის განხილვასა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადებაში მონაწილეობა;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი