დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22 |
დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.169.016444 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (25/12/2019 - 23/01/2020)
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის, მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის საფუძველზე და „ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი" დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 დეკემბრის №69 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 25/12/2018 სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.169.016419). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7271,1 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 185,0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2305,0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7633.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 575,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 615,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ)განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 40,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 937.5 ათასი ლარის ოდენობით; მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -53,0 ლარის ოდენობით. მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50,0ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი185,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად 73,8 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად 111,2 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 2019-2023წ. მუხლი 16. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 02 00) 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია, წყალმომარაგების, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები და გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსება ისე მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცი და ექსპლოატაცია
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შესაკეთებელი გზების რეაბილიტაცია. 2020 წელს დაგეგმილია ქ. დედოფლისწყაროში არსებული შიდა გზების ორმოული შეკეთება და მოასფალტება, სოფლებში არსებული ასფალტის საფარიანი გზების რეაბილიტაცია, გრუნტოვანი გზების მოხრეშვა. ბ) წყლის სისტემის განვითარება (პროგრამული კოდი 02 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემის მოწესრიგება, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაცია. აგრეთვე სოფლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობებს და ამორტიზებულ წყალმომარაგების სისტემებს. ქვეპროგრამის ფარგლებში ქ. დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოწესრიგდება და მოეწყობა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. გ) გარე განათება (პროგრამული კოდი 02 03) გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და ახალი ქსელის მოწყობა. დ) შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 04) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების რეაბილიტაცია ე) კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 05) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, აგრეთვე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იერსახე შელახულია და აქედან გამომდინარე, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მათი რეაბილიტაცია, დედოფლისწყაროსა და სოფლებში აგრეთვე მთელ რიგ სოფლებში მოხდება მოსაცდელის რეაბილიტაცია და ა.შ.
მუხლი 17. დასუფთავება და გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 00) გარემოს დაცვითი ღონისძიებებიდან დასუფთავების სამუშაოები და ნარჩენების გატანა ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს. ეკოლოგიური და სანიტარიული ნორმების დაცვის მიზნით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქ. დედოფლისწყაროდან და სოფლებიდან: ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, მირზაანი, ოზაანი, გამარჯვება, ხორნაბუჯი და სამრეკლო, გრაფიკის შესაბამისად, დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება, მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუხლი 18. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) სკოლამდელ განათლებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, აღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა.
1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, საბავშვო-ბაგა ბაღებში ხორციელდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზება, ზრუნვა ჰიგიენასა და კვებაზე, აღსაზრდელის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 17 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 974 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და სხვა მიმდინარე ხარჯებს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუხლი 19. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) 1. როგორც ბოლო წლების განმავლობაში, ისე მომდევნო პერიოდშიც მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ნიჭიერი სპორტსმენების მხარდაჭერა სხვადასხვა ჩემპიონატებში. ჩატარდება საახალწლო და სხვა კულტურული ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება უზრუნველყოფს ქართული ფოლკლორული ხელოვნების შენარჩუნებას. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება ბიბლიოთეკების, მუზეუმის, ხელოვნების სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობებში ფინანსური მხარდაჭერა, ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა. სხვადასხვა ტურნირებზე, საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგების გამოსავლენად ხორციელდება მათი ადგილზე შეკრების ჩატარება შესაბამისი პირობების შექმნით. 2020 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა შეჯიბრებები და მოხდება მათი დაფინანსება:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების ფუნქციონირებისათვის საჭირო დაფინანსება, ქვეყნის მასშტაბით ფესტივალებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.ა) კულტურის ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01 ) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება რაიონული საბიბლიოთეკო გაერთიანების, რომელიც მოიცავს ერთ რაიონულ და 13 სასოფლო ბიბლიოთეკას, დაფინანსება. ბიბლიოთეკებში აქტიურად ხდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (მკითხველთა) ინტერესების შესწავლა, ამ მიზნით ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები:
პროგრამის ფარგლებში მოხდება ისეთი ღონისძიებების დაფინანსება, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის (ანტიკვარული და კულტუროლოგიური) ნივთების დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლების აღწერა, რომელთაც მინიჭებული აქვთ ძეგლის სტატუსი, მუზეუმი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს არქეოლოგიურ გათხრებში, რომელთა მიზანია მატერიალური ნაშთების მოკვლევა და მათზე სამეცნიერო ანგარიშების მომზადება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისათვის ისტორიული ძეგლების უკეთ გაცნობის მიზნით მოეწყობა ლექცია-სემინარები, ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები. ბ.ბ) კულტურული ღონისძიებები(პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და წახალისებით, მხატვრული კოლექტივების: ქორეოგრაფიული ანსამბლები: „შირაქი“, „ხორნაბუჯი“ და „იმედი“; ხალხური სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები: „ქიზიყი“, „მანდილი“ და „ხორნაბუჯი“; თეატრალური კოლექტივი „ბარის ფშავლები“ და ბავშვთა თეატრალური სტუდია „არლეკინო“-ს მონაწილეობით იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. გ) საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები,რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე მოეწყობა სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობისა და დათვალიერების მიზნით ექსკურსიები, მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალებში, შეიქმნება ახალგაზრდული კლუბები, საჯარო სკოლებში ჩატარდება ლექცია-სემინარები, ჩატარდება შეხვედრები მუნიციპალიტეტის გამოჩენილ ადამიანებთან, ჩატარდება კონკურსი „წიგნი ჩემი მეგობარია“, „ვინ უკეთ იცნობს საქართველოს“, ზაფხულის განმავლობაში გაიმართება დისკოთეკები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
დ) ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გაზეთ „შირაქის“ გამოცემა, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს, გაზეთის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მოძიება, მიღება, შექმნა, შენახვა და დამუშავება. თვითმმართველი ორგანო გამოცემის საშუალებით თანამშრომლობს საზოგადოების ფართო ფენებთან-გაზეთის მეშვეობით მოსახლეობის დიდი ნაწილი ეცნობა ბიუჯეტის პროექტს და მონაწილეობს საჯარო განხილვაში, თვითმმართველი ორგანო გაწეული მუშაობის შესახებ გაზეთის ფურცლებიდან აბარებს ანგარიშს ხალხს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუხლი 20. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) 1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კერძოდ: კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯებით უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დაფარვა, გათბობის ხარჯით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ბ.ბ) უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება(პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 250 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. ბ.გ) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 300 ლარის ოდენობით. თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 21. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
თავი IV მარეგულირებელი ნორმები მუხლი 22 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 23 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 24 2020 წლის განმავლობაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 25 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 26 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 27 პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 28 მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 04-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2020 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 29 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 30 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 185,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73,8 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 111,2 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"–ს 69 –ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 31 2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 50.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები