,,სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის N45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის N45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 400060000.16.009.016328
33
20/12/2019
ვებგვერდი, 24/12/2019
400060000.16.009.016328
,,სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის N45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №33

2019 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი  ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის №45 დადგენილებაში (სსმ, ვებ. გვერდი, 26.12.2017,400060000.16.009.016246)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება.

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი შესაბამისი სატარიფო წლისათვის (WLoss (t+i)) იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

WLoss (t+i) = OC t+i + UARL t+i + ATRL t+i + UU t+i  + FH t+i (1)

სადაც:

WLoss (t+i)

-

სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი შესაბამისი სატარიფო წლისათვის (მ3);

 

OC t+i

-

საკუთარი მოხმარებისათვის სასმელი წყლის დანახარჯი შესაბამისი სატარიფო წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად (მ3);

UARL t+i

-

სასმელი წყლის გარდაუვალი დანახარჯი შესაბამისი სატარიფო წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად (მ3);

ATRL t+i

-

სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯი შესაბამისი სატარიფო წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად (მ3);

 

UU t+i 

-

უმრიცხველო მოხმარებით გამოწვეული უბალანსობა შესაბამისი სატარიფო წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად (მ3);

FH t+i

-

ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული სასმელი წყლის მოცულობა, რომელიც იანგარიშება ამ წესის 51 მუხლის შესაბამისად (მ3);

i

-

სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n).

“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. საკუთარი მოხმარებისათვის სასმელი წყლის დანახარჯი

1. საკუთარი მოხმარებისათვის სასმელი წყლის დანახარჯი (OC t+i) შესაბამისი წლისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

OC t+i = OC (t+i)1 + OC (t+i)2  (2)

სადაც:

OC t+i

-

საკუთარი მოხმარებისათვის სასმელი წყლის დანახარჯი შესაბამისი წლისათვის (მ3);

OC (t+i)1

-

სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობების ფუნქციონირებისათვის მოხმარებული სასმელი წყალი შესაბამისი წლისათვის (მ3);

OC (t+i)2

-

სახანძრო ჰიდრანტების შემოწმებაზე გამოყენებული სასმელი წყლის მოცულობა (მ3);

i

-

სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n).

2. სახანძრო ჰიდრანტების შემოწმებაზე გამოყენებული სასმელი წყლის მოცულობა (მ3) იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

OC (t+i)2 = 3.6 * q * 0.03 * n1

სადაც:

OC (t+i)2

-

სახანძრო ჰიდრანტების შემოწმებაზე გამოყენებული სასმელი წყლის მოცულობა (მ3);

3.6

-

გადამყვანი კოეფიციენტი (ლიტრი წამიდან მ3/სთ);

q

-

სახანძრო ჰიდრანტის წარმადობა (ლ/წმ);

0.03

-

სახანძრო ჰიდრანტის შემოწმების ხანგრძლივობა (სთ);

n1

-

შემოწმებული სახანძრო ჰიდრანტების რაოდენობა;

i

-

სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n).

 

3. სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირებისათვის საჭირო წყლის მოცულობა (საკუთარი მოხმარება) დგინდება ლიცენზიატის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთიანი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობების ფუნქციონირებისათვის, საჭირო წყლის მოცულობა აღემატება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით გაანგარიშებული საკუთარი მოხმარების მაჩვენებლებს, ნორმატიული დანაკარგების დადგენის მიზნით დასაშვებ საკუთარ მოხმარებად კომისია აღიარებს მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მიხედვით გაანგარიშებულ მოცულობას.

გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. რეგულირების პერიოდისათვის გარდაუვალი დანახარჯი სასმელი წყლის რეზერვუარებიდან (UARL (t+i)2) იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

UARL (t+i)2 = K * Ft+i * Tt+i /1000

სადაც:

UARL (t+i)2

-

დანახარჯი სასმელი წყლის რეზერვუარებიდან შესაბამისი წლისათვის (მ3);

K

-

სასმელი წყლის რეზერვუარების ჟონვის ინდექსი, რომელიც გაითვალისწინება 3 ლიტრის ოდენობით ყოველ 1 მ2-ზე;

Ft+i

-

წყალმომარაგების სისტემაში არსებული სასმელი წყლის რეზერვუარების სველი პერიმეტრის ჯამური ფართი შესაბამისი წლისათვის (მ2);

Tt+i

-

კალენდარულ დღეთა რაოდენობა შესაბამისი წლისათვის;

i

-

შესაბამისი წლის რიგითი ნომერი (0≤i≤n).“;

 

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯი პირველი რეგულირების პერიოდის პირველი წლისათვის (ATRL t+i) და ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

ATRL t+i = FPWt – (OCt + UARLt + SWt + UUt + FHt + ∆ t+1) (6),

სადაც:

ATRL t+i

-

სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯი რეგულირების პერიოდის პირველი სატარიფო წლისათვის (მ3);

FPWt

-

ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივად მოპოვებული წყლის მოცულობა ტარიფის გაანგარიშების წლისათვის, რომელიც იანგარიშება ლიცენზიატის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთიანი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე (მ3);

OCt

-

საკუთარი მოხმარებისათვის სასმელი წყლის დანახარჯი ტარიფის გაანგარიშების წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად (მ3);

UARLt

-

სასმელი წყლის გარდაუვალი დანახარჯი სასმელი წყლის განაწილების მილსადენებზე ტარიფის გაანგარიშების წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად (მ3);

SWt

-

მომხმარებლისათვის მისაწოდებელი სასმელი წყლის მოცულობა ტარიფის გაანგარიშების წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად (მ3);

UUt

-

უმრიცხველო მოხმარებით გამოწვეული უბალანსობა ტარიფის გაანგარიშების წლისთვის, რომელიც იანგარიშება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად (მ3);

FHt

-

ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული სასმელი წყლის მოცულობა, რომელიც იანგარიშება ამ წესის 51 მუხლის შესაბამისად (მ3);

 

-

სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯის შესამცირებელი მოცულობა რეგულირების პერიოდის პირველი წლისათვის, რომელიც იანგარიშება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად (მ3).“;

ე) მე-5 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

,,მუხლი 51. ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული სასმელი წყლის დანახარჯი

1. ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული სასმელი წყლის მოცულობა (FH t+i) იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

FH t+i = 3.6 * q * t * n,

სადაც:

FH t+i

-

ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული სასმელი წყლის მოცულობა (მ3);

3.6

-

გადამყვანი კოეფიციენტი (ლიტრი წამიდან მ3/სთ);

q

-

სახანძრო ჰიდრანტის წარმადობა (ლ/წმ);

t

-

ხანძრის ჩაქრობისას სახანძრო ჰიდრანტის გამოყენების დრო (სთ);

n

-

ხანძრის ჩაქრობისას გამოყენებული ჰიდრანტების რაოდენობა;

i

-

სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n).

2. ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული სასმელი წყლის მოცულობა დგინდება ლიცენზიატის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთიანი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე.

3. სახანძრო ჰიდრანტის წარმადობა (q) დამოკიდებულია მის საპასპორტო მონაცემებზე. იმ შემთხვევაში თუ უცნობია სახანძრო ჰიდრანტის საპასპორტო მონაცემები მის წარმადობად აიღება არაუმეტეს 15 ლ/წმ.“;

ვ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომისია განსაზღვრავს სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯების შემცირების ტრენდსა და სამიზნე მაჩვენებელს რეგულირების პერიოდის თითოეული სატარიფო წლისათვის შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია