დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5615-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.05.001.019698 |
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-5 ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.“. 2. 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 271. ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, აგრეთვე მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, აგრეთვე მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 19 დეკემბერი 2019 წ. N5615-რს |
დოკუმენტის კომენტარები