„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5612-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.05.001.019700
5612-რს
19/12/2019
ვებგვერდი, 24/12/2019
140130000.05.001.019700
„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №34, 04.12.2008, მუხ. 215) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შეტყობინება – მონაცემები, რომლებიც ელექტრონული ფორმით იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) პორტალზე და რომლებიც ადასტურებს ცალკეული უძრავი ნივთების, ღონისძიებების ან ფიზიკური პირების (მათ შორის, ფიზიკურ პირთა ჯგუფის) დაცვის, ცალკეულ ობიექტებზე დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის განხორციელების ფაქტს. აღნიშნულ პორტალზე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შეტყობინება იგზავნება წერილობით;

კ) ლიცენზიის გამცემი − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“;“.

2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადები

დაცვითი ორგანიზაცია ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 წლისა, შეინახოს:

ა) დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომელთა შენახვის ვადა აითვლება მათი მოქმედების ვადის გასვლის დღიდან;

ბ) დამკვეთთან და მცველთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა შენახვის ვადა აითვლება აღნიშნული ხელშეკრულებების ვადის გასვლის ან შეწყვეტის დღიდან.“.

3. მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მცველის მოწმობას არაუმეტეს 1 წლის ვადით გასცემს დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.

2. მცველის მოწმობის საფასური განისაზღვრება 20 ლარამდე ოდენობით. მცველის მოწმობის საფასურის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

4. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაცვითი საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

5. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 1 000 ლარი – დაცვითი საქმიანობის მცველის მოწმობის გარეშე განხორციელებისთვის;“.

მუხლი 2

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შესაბამისი ახალი მოთხოვნის/გადაწყვეტილების გამოცემამდე 2019 წლის 31 დეკემბრამდე დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ გამოცემულ მოთხოვნებს/გადაწყვეტილებებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა მათი მოქმედების ვადით.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა  უზრუნველყოს ამ კანონის აღსრულებისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 დეკემბერი 2019 წ.

N5612-რს