დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5613-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 140030000.05.001.019699 |
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟება/განთავსება, აგრეთვე აღნიშნული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლები და ექსპლუატაციის წესი.“. 2. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შემდეგი დადგენილების მიღება: „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლების და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 19 დეკემბერი 2019 წ. N5613-რს |
დოკუმენტის კომენტარები