დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5620-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 140100000.05.001.019707 |
|
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საკონტროლო შესყიდვა – ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგნის ან ნივთიერების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე), მომსახურების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან 1432 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოსავლენად ადამიანის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება ანდა განხორციელების სიტუაციის შექმნა; ე) კონტროლირებადი მიწოდება – დანაშაულის სათანადოდ გამოძიებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენის მიზნით საქართველოს ფარგლებში (ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს ფარგლების გარეთაც), საქართველოს ფარგლების გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების კონტროლირებადი გადაადგილება;“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას შესაძლო ნივთიერი მტკიცებულება შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლდეს წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით ან სხვა ობიექტით. ამ მიზნით დასაშვებია ყალბი (სიმულაციური) საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის სპეციალურად დამზადება, რის შესახებაც დგება ოქმი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 19 დეკემბერი 2019 წ. N5620-რს |
დოკუმენტის კომენტარები