დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 17/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.141.016305 |
|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.141.016274) შეტანილი შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 16 333 191 (თექვსმეტი მილიონ სამას ოცდაცამეტი ათას ას ოთხმოცდათერთმეტი) ლარის ოდენობით და ხარჯების მიხედვით 20 190 362 (ოცი მილიონ ას ოთხმოცდაათი ათას სამას სამოცდაორი) ლარის ოდენობით, გარდამავალი ნაშთი შეადგენს 5835 ( ხუთი ათას რვაას ოცდათხუთმეტი) ლარს დანართის შესაბამისად“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი1
|
თავი I
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16223,2 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7326,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1397,2 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9647,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 10232,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10342,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 110,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 3657,3 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -3857,1 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება - 3857,1 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -199,8 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 131,6 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 215,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 105,6 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 102,4 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ „საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 7,0 ათასი ლარი; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
2. 00 თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე, საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა განხორციელება ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების ანაზღაურებაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 02 03 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის კოორდინაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ მოცემული სამუშაოების შესრულება. 03 00 ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა, ასევე, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსდება. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობას შეექმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემო, რაც უზრუნველყოფს მათ კომფორტს. 3. 01 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოვლა-შენახვის ხარჯები პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შიდა გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, აგრეთვე, სასოფლო გზების რემონტი.
მოსალოდნელი შედეგი: რეაბილიტაციის შემდეგ ქუჩების მდგომარეობა გაუმჯობესდება, მოსახლეობა ისარგებლებს სუფთა და მოხერხებული გზებით, იმოძრავებს კომფორტულად. შედეგის ინდიკატორები: წლის განმავლობაში რეაბილიტირებული გზის სიგრძე; წლის განმავლობაში რეაბილიტირებული გზის ფართობი. 03 02 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია წყლის სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწღობას და ტერიტორიის გამწვანება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, გარე განათების მომსახურება, მყარი ნარჩენების შეგროვება და გატანა, მუნიციპალური გზების კეთილმოწყობა, ზამთრის პერიოდში ქალაქის ქუჩები, ტროტუარებისა და მრავალსართულიანი შენობის სახურავები, მათის ეზოების გაწმენდას თოვლისა და ყინულისაგან, მუნიციპალიტეტის წრალმომარაგებისა და სარწყავი სისტემების მომსახურებას, გარე განათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობა სადღეღამისოდ უზუნველყოფილი იქნება წყლით, რომელიც დადებითად აისახება მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კონფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. სუფთა და კეთილმოწყობილი ქუჩა ქალაქის სახეა, ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის. 03 02 01 წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია წყალმომარაგების პრობლემა მნიშვნელოვანი საკითხია ყველასათვის. ჩატარდება სარებაილიტაციო სამუშაოები.
მოსახლოდნელი შედეგი: მოსახლეობა სადღეღამისოდ უზუნველყოფილი იქნება წყლით, რომელიც დადებითად აისახება მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. შედეგის ინდიკატორები: კაპიტალურად რეაბილიტირებული სასმელი წყლის წყალსადენის საერთო სიგრძე 03 02 03 გარე განათების მოწყობა და ექსპლოატაცია 2019 წელს ახალქალაქის ქუჩებზე დაგეგმილია გარე განათების ელ.ენერგიის მომსახურების ხარჯი. მოსალოდნელი შედეგი: კეთილმოწყობილი ქუჩა ქალაქის სახეა. დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგის ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული განათებული გზების პროცეტულობა 3. 02 05 ახალქალაქის სერვისცენტრი მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ – ახალქალაქის სერვისცენტრი, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწღობას და ტერიტორიის გამწვანებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავებას, გარე განათების მომსახურებას, მყარი ნარჩენების შეგროვებას და გატანას, მუნიციპალური გზების კეთილმოწღობას, ზამთრის პერიოდში ქალაქის ქუჩების, ტროტუარებისა და მრავალსართულიანი შენობის სახურავების, მათის ეზოების გაწმენდას თოვლისა და ყინულისაგან, მუნიციპალიტეტის წრალმომარაგებისა და სარწყავი სისტემების მომსახურებას. ქ. ახალქალაქში ახალი პარკის მშენებლობა. მოსალოდნელი შედეგი: სუფთა და კეთილმოწყობილი ქუჩა ქალაქის სახეა. ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგის ინდიკატორები: სკვერების რაოდენობა, სადაც ხორციელდება მიმდინარე მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. ქ. ახალქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასანათებელი მოწყობილობების არსებობა. მონიტორების რაოდენობა, რომელზეც ხორციელდება მიმდინარე მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. 03 03 მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილმოწყობის უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია აღნიშნული კეთილმოწყობის ღონისძიებები. შედეგის ინდიკატორები: ობიექტების რაოდენობა, სადაც ჩატარებულია სარეაბილიტაციო სამუშოები. 03 04 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლების საცხოვრებელი პირობების კეთილმოწყობა, განხორციელდება როგორც გზების რეაბილიტაცია, ასევე სხვა პროგრამები, როგორიცაა წყალმომარაგება, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, სარიტუალო შენობების აშენება და სხვა. ყოველივე ამის შედეგად სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც იქნება მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილებული. 04 00 განათლება მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. მოსალოდნელი შედეგი: გაზრდილია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა, და შექმნილია ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო გარემო, 04 01 სკოლამდელი განათლება მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღის გაერთიანება, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1050 მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა, აღმზრდელთა ხელფასებს, კვებისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს. მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დადგენილი სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისი შეუფერხებელი ფუნქციონირება. შედეგის ინდიკატორები: მუნიციპალურ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა საერთო რაოდენობა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რაოდენობა, სადაც უზრუნველყოფილია მუნიციპალური სერვისი. 04 02 ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ხორციელდება ახალი ბაღების მშენებლობა და არსებული მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია
მოსალოდნელი შედეგი: რეაბილიტირებულია არსებული სააღმზრდელო ინფრასტრუქტურა და აშენებულია ახალი სააღმზრდელო დაწესებულება. შედეგის ინდიკატორები: აშენებული საბავშვო ბაღების რაოდენობა; კაპიტალურად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღების რაოდენობა; მშენებლობისა და რეაბილიტაციის შედეგად საბავშვო ბაღებში შექმნილი ახალი (სააღმზრდელო) ადგილების რაოდენობა. 4 03 საჯარო სკოლების დაფინანსება საქართველოს მთავრობის 8.02.2019 წლის №207 განკარგულების „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო მუშაოება და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 5. 00 კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ-ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ გამოავლინონ თავიანთი სპორტული შესაძლებლობები. მოსალოდნელი შედეგი: კულტურული მემკვიდრეობის, სპორტული და რელიგიური განვითარების გაუმჯობესება და ხელშეწყობა. 05 01 სპორტის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
მოსალოდნელი შედეგი: გაზრდილია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა სპორტული მიღწევები. ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით და მათი პროფესიონალ სპორტსმენებად ჩამოყალიბება. შედეგის ინდიკატორები: პროგრამის ფარგლებში სამოყვარულო სპორტულ აქტივობებში ჩართულ პირთა რაოდენობა; მუნიციპალურ სპორტულ ღონისძიებებში ჩართულ მოზარდთა რაოდენობა; მუნიციპალური კლუბების მიერ ეროვნულ ჩემპიონატებში დაკავებული საპრიზო ადგილების რაოდენობა; პროგრამის ფარგლებში ადგილობრივისპორტსმენების მიღწევების რაოდენობა საერთაშორისო სპორტულ აქტივობებში. 05 01 01 სპორტული ღონოსძიებების დაფინანსება დაფინანსებული იქნება სხვადასხვა სპორტული პირველობები,აგრეთვე, სხვა ჩატარებული ღონისძიებები. თანხები გამოყოფილი იქნება აგრეთვე დიპლომებისა და მედლების შესაძენად, რათა გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისად დაჯილდოვდნენ. ჩატარებული იქნება შემდეგი ღონისძიებები:
მოსალოდნელი შედეგი: ჩატარებულია საერთაშორისო სპორტული ტურნირები, ადგილობრივი და უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობით. შედეგის ინდიკატორები: საერთაშორისო სპორტული ტურნირებში მონაწილეობის რაოდენობა; ადგილობრივ ჩემპიონატებში მონაწილე სპორტსმენთა რაოდენობა; ტურნირებში მონაწილე ადგილობრივი სპორტსმენების რაოდენობა. 05 01 02 სპორტული სკოლა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სპორტული სკოლა, სადაც ირიცხება 180 -მდე სპორტსმენი; ჰყავს ფეხბურთის გუნდი „აბული“, რომელიც მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთში. სკოლაში ფუნქციონირებს 7 სახეობა: ჭაბუკთა ფეხბურთი და მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, კარატე, რაგბი, მაგდის ჩოგბურთი, თავისუფალი სტილის ჭიდაობა სკოლა. ხელს უწყობს მათი სპორტული ცხოვრების მომავალ განვითარებას და აგრეთვე მათ ჯანმრთელობას. სკოლა ჩაატარებს მუნიციპალიტეტის პირველობას ფეხბურთში, ფრენბურთში, კარატეში, რაგბში, მაგდის ჩოგბურთში, თავისუფალი სტილის ჭიდაობაში. მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია სკოლის სასპორტო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებში მონაწილეობა. შედეგის ინდიკატორები: სკოლის ბაზაზე სპორტულ სექციების რაოდენობა; სკოლის ბაზაზე საფეხბურთო გუნდი; სკოლის ბაზაზე მოქმედი საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელების რაოდენობა; სპორტულ სექციებში ბავშვების რაოდენობა; მონაწილეობა ტურნირებში ქვეყნის შიგნით; მონაწილეობა ტურნირებში ადგილზე. 05 01 03 საჭადრაკო სკოლა ფინანსდება საჭადრაკო სკოლა, სადაც სწავლობს 90-მდე მოსწავლე, ისინი ეუფლებიან ჭადრაკს სრულყოფილად და იღებენ სხვადასხვა პირველობებში მონაწილეობას. სკოლა ჩაატარებს მუნიციპალიტეტის პირველობას ჭადრაკში. მოსალოდნელი შედეგი: საჭადრაკო სკოლის მიერ ორგანიზებულია ადგილობრივი ტურნირები, საჭადრაკო სკოლის წევრები და ასაკობრივი ჯგუფები მონაწილოებას იღებს ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებში. შედეგის ინდიკატორები: სკოლის ბაზაზე ასაკობრივ ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა; სკოლის მიერ ორგანიზებული ტურნირების რაოდენობა; საერთაშორისო და ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებების რაოდენობა, რომელშიც მონაწილობა მიღებულია სკოლის სახელით. 05 01 04 სპორტ კომპლექსი სპორტკომპლექსში დადის 465-მდე სპორტსმენი, სადაც გადიან წრთვნებს, სპორტის შემდეგ სახეობებში: კრივი, კინგბოქსი, კარატე, სათხილამურო სპორტი. მონაწილეობენ შეჯიბრებებში რაც ხშირად გამარჯვებით მთავრდება. სპორტკომპლექსი ჩაატარებს მუნიციპალიტეტის პირველობას სათხულამურო შეჯიბრში „ჯავახეთის ზამთარი“, პირველობა „არმპრესლინგ“-ში, პირველობას კრივში. მოსალოდნელი შედეგი: განხორციელებულია კრივის, კინგბოქსინგის, კარატეს, მკლავჭიდის, ჭიდაობისა და სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციის ღონისძიებები; უზრუნველყოფილია სპორტ-კომპლექსის სპორტსმენთა მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე. შედეგის ინდიკატორები: სპორტ-კომპლექსის მიერ საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის შედეგები; სპორტ-კომპლექსში მოქმედი სპორტული სექციების რაოდენობა; ადგილობრივი შეჯიბრებების რაოდენობა, რომელშიც მიიღო მონაწილეობა; სპორტ-კომპლექსის სექციებში ჩართული ბავშვების რაოდენობა. 05 01 05 საცურაო აუზი ახალქალაქის დახურულ საცურაო აუზზე დადის 60-მდე სხვადასხვა ასაკისა და რაოდენობის როგორც მოსწავლე, ასევე მოქალაქეები, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი სპორტის სახეობის ჩამოყალიბებას. ჩატარდება მუნიციპალიტეტის პირველობა ცურვაში. მოსალოდნელი შედეგი: საცურაო აუზის შენობაში ფუნქციონირებს ფიტნესის დარბაზი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი სპორტული ინვენტარით. შედეგის ინდიკატორები: საცურაო აუზის სიგრძე; ადგილობრივ შეჯიბრებებში მონაწილეთა რაოდენობა; საცურაო აუზით მოსარგებლეთა რაოდენობა; ფიტნესით დაკავებულთა რაოდენობა. 05 02 კულტურის განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: კულტურის ღონისძიებების დაფინანსება;
მოსალოდნელი შედეგი: გაზრდილია ქალაქის კულტურული აქტივობა შედეგის ინდიკატორები: პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ფესტივალების, კონკურსებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების რაოდენობა სადაც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა სამხატვრო კოლექტივებმა. საერთაშორისო ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები სადაც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა სამხატვრო კოლექტივებმა. 05 02 01კულტურის ღონისძიებების დაფინანსება დაფინანსდება ისეთი მასობრივ-ტრადიციული დღესასწაული, როგორიცაა ქალაქის დღე, „ჯივანი“. ფესტივალები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თვითნასწავლი მხატვრები, ახალციხის სსიპ „მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დასაფინანსებისა და სხვა შემოქმედებითი ადამიანები. მოსალოდნელი შედეგი: ჩატარებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალები, კულტურული ღონისძიებები. შედეგის ინდიკატორები: საერთაშორისო ფესტივალების და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა. 05 02 02 ბიბლიოთეკები ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბიბლიოთეკები და საბიბლიოთეკო გაერთიანებები. მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ბიბლიოთეკის შეუფერხებელი ფუნქციონირება, გაზრდილია ბეჭდვითი და ელექტრონული საბიბლიოთეკო ფონდი, ჩატარებულია კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები. შედეგის ინდიკატორები: საბიბლიოთეკო ფონდის რაოდენობის ზრდა რეგისტრირებულ მკითხველთა რაოდენობა საბიბლიოთეკო ფონდის ბეჭდური გამოცემებით სარგებლობის რაოდენობა საბიბლიოთეკო ფონდის წიგნების და ფოტოების გაციფრების რაოდენობის ზრდა ჩატარებული კულტურულ-საგანმანათლებო და სამეცნიერო – ინფორმაციული ღონისძიებები 05 02 03 კლუბები კლუბებში ერთიანდება ანსამბლი „ჯავახკი“, ქართული ანსამბლი „მურჯი“, სახელმწიფო ინსტრუმენტალური ანსამბლი, თოჯინების თეატრი, საბავშვო თეატრი, საესტრადო ანსამბლი. კლუბური გაერთიანებები აგრეთვე არსებობს მუნიციპალიტეტის 30 სოფელში, რაც ხელს უწყობს მოსახლეობას, ბავშვებს, შეისწავლონ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. მოსალოდნელი შედეგი: ჩატარებულია კულტურული ღონისძიებები, განხორციელებულია მუნიციპალური შემოქმედებითი კოლექტივების საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა. შედეგის ინდიკატორები: კულტურის სახლთან არსებული კოლექტივების მონაწილეობით განხორციელებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით განხორციელებული გასტროლების რაოდენობა; საკლუბო გაერთიანებაში მოქმედი სამხატვრო წრეების რაოდენობა; წლის განმავლობაში ქვეყნის გარეთ განხორციელებული გასტროლების რაოდენობა. 05 02 04 სამხატვრო სკოლა სამხატვრო სკოლაში 35-მდე მოსწავლე ვსწავლობს ხატვას, ძერწვას, კერვას, ქარგვას და სხვა მრავალ სახელოვნებო დარგს. მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია სამხატვრო სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირება, გაზრდილია მოსწავლეთა და ღონისძიებების რაოდენობა. შედეგის ინდიკატორები: სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა; სამხარვრო სკოლაში მოქმედი წრეების რაოდენობა; წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მოწყობილი გამოფენების რაოდენობა; საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის გამოფენებში მონაწილეობა. 05 02 04 მუსიკალური სკოლა მუსიკალურ სკოლაში სწავლობს - 160 მოსწავლე,სადაც იღებენ სრულყოფილ მუსიკალურ განათელებას , მონაწილეობენ სხვადასხვა კონცერტებსა და საერთაშორისო ფესტივალებში. მოსალოდნელი შედეგი: უნდა მივიღოთ მონწილეობა; რესპუბლიკური კონკურსი "მომავლის ვარსკვლავები", მე-8 რეგიონალური კლასიკური მუსიკის კონკურსი, მულტიეთნიკური ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ". შედეგის ინდიკატორები: სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით განხორციელებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით განხორციელებული გასტროლების რაოდენობა; სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა; სამუსიკოს სკოლაში მოქმედი წრეების რაოდენობა; წლის განმავლობაში ქვეყნის გარეთ განხორციელებული გასტროლების რაოდენობა. 05 02 05 მუზეუმი ახალქალაქის მუზეუმში ინახება ძველი ისტორიული შემოქმედებითი ნივთები, მუზეუმს ჰყავს დამთვალიერებელი, რაც მოსახლეობას ხელს უწყობს კარგად გაეცნონ ისტორიას. მოსალოდნელი შედეგი: ისტორიის შენარჩუნება და პოპულარიზაცია. შედეგის ინდიკატორები: უზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების რაოდენობა; მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შიდა ღონისძიება; წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში დაგეგმილლ ღონისძიებებში მონაწილეობა; წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა. 05 02 06 აშუღის სკოლა სკოლაში სწავლობს 30-მდე მოსწავლე, რომლებიც შეისწავლიან სიმღერასა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას. მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას ფესტივალებში და აწყობენ კონცერტებს. მოსალოდნელი შედეგი: ჩატარებულია კულტურული ღონისძიებები, განხორციელებულია მუნიციპალური შემოქმედებითი კოლექტივების საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა. შედეგის ინდიკატორები: სააშუღო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით განხორციელებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; სააშუღო სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა. 05 02 07 მომავლის სახლი მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მომავლის სახლი, რომელშიც შექმნილია სხვადასხავა შემოქმედებითი ჯგუფები, სადაც ირიცხება 110 ბავშვი. მუნიციპალიტეტი აფინასებს მომავლის სახლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის მასწავლებლების ხელფასებსა და სხვა მიმდინარე ხარჯებს. მოსალოდნელი შედეგი: ბავშვების განვითარება ხელოვნების დარგში. სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზირება. დაეხმაროს მოზარდებს გახდეს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი, სამართლიანი, სამშობლის პატრიოტი და მისი ერთგული ადამიანი. შედეგის ინდიკატორები: მომავლის სახლში მოქმედი სამხატვრო წრეების რაოდენობა; მომავლის სახლში მოქმედი ენის შემსწავლელი წრეები (ქართული; ინგლისური, სომხური, ფრანგული, რუსული); მომავლის სახლის მიერ ჩატარებული ღონისძიებები; მომავლის სახლში გამართული კონოჩვენებები; ქვეყნის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა. 05 03 საინფორმაციო პროგრამა ფინანსდება საინფორმაციო პროგრამა, როგორც მედია ისე საგაზეთო მომსახურებები, რათა მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს გაეცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს, იყვნენ სრულად ინფორმირებულები ქვეყანაში არსებული მდგომარეობით. 06 00 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისაგან. 06 01 ჯანდაცვის პროგრამები პროგრამაში ერთიანდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება და ჯანდაცვის სხვა საქმიანობები . 06 01 01 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია, დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის, ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების გავლენის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა); ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებების, მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში შხამიანი ცხოველების, ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. მოსალოდნელი შედეგი: ღონისძიებათა ხარისხიანი და დროული ჩატარება გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა ინფექციურ დაავადებათა გავრცელებისგან. 6. 01 01 ჯანდაცვის პროგრამები საქართველოს მთავრობის 10.07.2019 წლის №1593 „ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ახალქალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების რეაბილიტაცია, მშენებლობა. 06 02 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 06 02 01 სასწრაფო შემთხვევების, ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯი ქვეპროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას გაეწევა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის (გამოკვლევები, მკურნალობა, გეგმიური და ურგენტული ოპერაციები და სხვა) სოციალური დახმარება. მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგის ინდიკატორები: ქვეპროგრამის ბენეფიციართა საერთო რაოდენობა. 06 02 02 ომის ინვალიდების დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება. მოსალოდნელი შედეგი: მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგის ინდიკატორები: ომში მონაწილეთა პორთა რაოდენობა 06 02 03 ახალდაბადებულების დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დახმარება, ახალშობილის შეძენის შემთხვევაში. თითოეულ ახალშობილზე მის მშობლებს მუნიციპალიტეტი გადასცემს ერთჯერად დახმარებას. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგის ინდიკატორები: ახალშობილთა რაოდენობა. 06 02 04 ერთჯერადი დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველ ოჯახების ფინანსური დახმარება, ასევე პროგრამით სარგებლობენ: მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი შვილი),პოლიტ რეპრესირებულის ან მათი ოჯახის წევრები, იძულებით გადაადგილებულ პირები – დევნილები, დედით და მამით ობოლი ბავშვები, შშმ პირები, შშმ ბავშვები 18 წლამდე, დიალიზის კურსზე მყოფი პირები, მოსახლეობისთვის საშიში ინფექციური დაავადებების მქონე პირები,.მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფები, 100 წელს გადაცილებული პირები. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ასევე საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება, ქვეპროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები. მოსალოდნელი შედეგი: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ასევე დევნილთა და რეპრესირებულთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგის ინდიკატორები: ქვეპროგრამის ბენეფიციართა საერთო რაოდენობა. 06 02 05 ფინანსური დახმარება ოჯახების საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად, საცხოვრებელი ფართის დაზიანების, საცხოვრებლად გამოუსადეგარ, ავარიულ სახლში/ბინაში ცხოვრების შემთხვევაში. ეს ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე ხანძრით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ ერთჯერად სოციალურ დახმარებას. ასევე ამ ქვეპროგრამით სარგებლობენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახები ან/და მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ცხოვრება უხდებათ ღია ცის ქვეშ, არაადამიანურ პირობებში ან ნებისმიერ სხვა ცხოვრებისთვის მიზანშეუწონელ ადგილას უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ქირით. მოსალოდნელი შედეგი: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. შედეგის ინდიკატორები: ქვეპროგრამის ბენეფიციართა საერთო რაოდენობა. 06 02 06 მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისათვის ფასიანი სწავლების დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: აკრედიტებულ სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება, დახმარება გაეწევა სტუდენტებს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე(მკვეთრად,მნიშნელოვნდ გამოხატული ხარისხი), დედ-მამით ობლები, მარჩენალდაკარგული (23 წლამდე), მრავალშვილიანი ოჯახებიდან (4 ან მეტი შვილი, 23 წლამდე) და სოცილურად დაუცველი ოჯახებიდან. აგრეთვე, ა(ა)იპ – სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება შემდეგ კატეგორებისთვის: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები, შშმ ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახებიდან ბავშვები, დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები, სოცილურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვები. მოსალოდნელი შედეგი: იმ ბავშვთა ფასიანი სწავლების უზრუნველყოფა, რომელთა მშობლებსაც სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ. შედეგის ინდიკატორები: ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა. 06 02 07 ომში მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეართა და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსება.ასევე ძალოვან სტრუქტურებში საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება მოსალოდნელი შედეგი: გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების მდგომარეობის შემსუბუქება. შედეგის ინდიკატორები: ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა. 06 02 10 ფინანსური დახმარება მედიკამენტების შესაძენად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ფინანური დახმარების გაწევა მედიკამენტებისათვის,შესაბამისი საჭიროების მქონე პირების სამედიცინო საშუალებებით უზრნველყოფა. დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველ პირებზე, შშმ პირებზე, შშმ ბავშვებსა, ვეტერანებზე, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებზე, ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პირებზე ავასტინის ინექციის საჭიროების შემთხვევაში. მოსალოდნელი შედეგი: სოციალურად დაუცველი პირებისა და შშმ პირთა აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა. შედეგის ინდიკატორები: ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები