დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5443-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.019680 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
|
თავი I
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
თავი II საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 10,212,699.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები 8,979,350.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები 558,349.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 675,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
შენიშვნა: სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების 2020 წლის მაჩვენებელში გათვალისწინებულია StopCov ფონდში მიღებული 133.5 მლნ ლარი. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
თავი III საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 12,556,416.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1,917,825.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2,007,825.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
თავი IV საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-4,261,542.9) ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 11. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 2,743,296.6 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 2,823,296.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 80,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 7,004,839.5 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 8,037,570.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ვალდებულებების ზრდა − 1 850 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ბ) სსე-ს კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 300 000.0 ათასი ლარის ოდენობით; გ) განვითარების პოლიტიკის ოპერაციის (DPO-2019) პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები − 156 100.0 ათასი ლარის ოდენობით; დ) ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების (MFA) პროგრამის ფარგლებში ევროკავშირიდან (EU) მისაღები სახსრები – 66 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ე) საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 390 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ვ) საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) II) ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 192 900.0 ათასი ლარის ოდენობით; ზ) საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) III) ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 297 000.0 ათასი ლარის ოდენობით; თ) სოციალური კეთილდღეობის პროგრამის III ფაზის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 225 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ი) COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 300 000.0 ათასი ლარის ოდენობით; კ) გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის ფარგლებში (COVID-19-ის პანდემია) საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (IMF) მისაღები სახსრები − 603 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ლ) ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მატრიცის (სოციალური დაცვის) პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 600 000.0 ათასი ლარის ოდენობით; მ) განათლების სექტორისთვის დარგობრივი სესხის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 120 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ნ) წყლის სექტორისთვის დარგობრივი სესხის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 240 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ო) ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობისთვის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები − 150 000.0 ათასი ლარის ოდენობით; პ) განვითარების პოლიტიკის ღონისძიების დამატებითი მხარდაჭერის/დაფინანსების პროექტის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 585 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ჟ) ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების (MFA) IV პროგრამის ფარგლებში ევროკავშირიდან (EU) მისაღები სახსრები – 240 000.0 ათასი ლარის ოდენობით; რ) ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის პროგრამის (COVID-19-ის კრიზისის შემსუბუქება) ფარგლებში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან (AIIB) მისაღები სახსრები − 150 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ს) COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროგრამის ფარგლებში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან (AIIB) მისაღები სახსრები − 300 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ტ) COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები − 240 000.0 ათასი ლარის ოდენობით; უ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები − 1,032,570.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 1,032,731.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2020 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 28,395.5 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალისა – 22,428.7 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 5,966.8 მლნ ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
შენიშვნა: 1. გამოთვლისას გამოყენებულია გაცვლითი კურსი (2020 წლის ივნისის მდგომარეობით): 1 ევრო = 3.3422 ლარი; 1 SDR = 4,1047 ლარი; 10 ჩინური იუანი = 4.191 ლარი; 100 იაპონური იენი = 2.74 ლარი; 1 ქუვეითური დინარი = 9.6823 ლარი; 1 აშშ დოლარი = 2,9841 ლარი. საქართველოს სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა გადაანგარიშდება შესაბამის პერიოდში მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით. 2. ვალის მოცულობა არ მოიცავს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვინაიდან ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების მოცულობა დაუზუსტებელია. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 14. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვრული პარამეტრების პროგნოზი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, იმავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) 2020 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრის მიღმა − 4 152.1 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 8.3%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%); ბ) 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 54.4%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 1.3%-ით − ჯამი: მშპ-ის 55.7% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%). შენიშვნა: 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით PPP-ის ვალდებულებების შესახებ მონაცემებს განაახლებენ და საბიუჯეტო დოკუმენტაციაში ასახავენ შესაბამისი სუბიექტები 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდის აუდიტის დასრულებისთანავე. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სუბიექტი აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენს არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
თავი V საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და მესამისშემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
თავი VI საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 16. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.“.
მუხლი 17. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები 1. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები განისაზღვროს 166,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
შენიშვნა: დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ბავშვის უფლებათა კოდექსით და სხვა საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება. ამ მუხლით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების გარდა, 2020 წელს შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტებისთვის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის (25 07 – ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია) და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის (32 02 11 – საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა) უფლებამოსილებების დელეგირება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის მიზნობრივი ტრანსფერის სახით განსაზღვრული 3,400.0 ათასი ლარის განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 3. ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიიდან გამომდინარე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელშეწყობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 70,000.0 ათასი ლარის განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 18. მუნიციპალიტეტის კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1145 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2020 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვროს 25%-ით. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 71-ე და 1145 მუხლების თანახმად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვროს შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
თავი VIII მარეგულირებელი ნორმები
მუხლი 19. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განკარგვა 1. ამ კანონით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების – „56 01 – საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, „56 02 – საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, „56 03 – საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებები“, „56 04 – ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები“, „56 09 – საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა“, „56 10 – საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საოპერაციო ხარჯებისა და სხვა ვალდებულებების თანადაფინანსება“, „56 12 − საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი რეფორმების ფინანსური მხარდაჭერა“ და „56 13 – დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელები“ – საბიუჯეტო სახსრების განკარგვა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. 2. ამ კანონით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელის − „56 12 − საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი რეფორმების ფინანსური მხარდაჭერა“ − ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.
მუხლი 20. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდები 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 000.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 400 000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. საქართველოს მთავრობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში ამტკიცებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“ და მისი განკარგვის წესს. 4. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული მუნიციპალური და რეგიონული პროექტების დასაფინანსებლად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხა გამოიყოფა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების შემთხვევაში. 5. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი განისაზღვროს 20 000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი განისაზღვროს 20 000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იძულებით ჩამოჭრილი თანხები ასახოს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდით გათვალისწინებულ ასიგნებებში. 7. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციების, აგრეთვე მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ან საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 8. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელის − „56 17 − StopCoV ფონდი“ − ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად და ეს ასიგნებები მიიმართოს მხოლოდ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და, მისი გავრცელებიდან გამომდინარე, დაზარალებულთა დახმარების დასაფინანსებლად. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 21. დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება ამ კანონით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელის – „56 11 – დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება“ – პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 22. დავალიანებების დაფარვა წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2020 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
მუხლი 23. სახელმწიფო ვალი 1. საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 1 360 000.0 ათასი ლარი: ა) ძირითადი თანხის დაფარვისათვის – 985 000.0 ათასი ლარი, მათ შორის: ა.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 267 700.0 ათასი ლარი; ა.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 717 300.0 ათასი ლარი; ბ) პროცენტის გადახდისათვის – 375 000 ათასი ლარი, მათ შორის: ბ.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 62 000.0 ათასი ლარი; ბ.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 211 000.0 ათასი ლარი; ბ.გ) სახელმწიფოს მიერ საგარეო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულებების მომსახურებისათვის – 102 000.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცეს უფლება, ამ კანონით საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, კრედიტორი ქვეყნის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით განახორციელოს საქართველოს იურიდიული პირებისათვის აღნიშნული სახსრებიდან თანხების ანაზღაურება ან შესაბამისი პროგრამების დაფინანსება ამ იურიდიული პირების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისათვის და მომსახურების გაწევისათვის. 3. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასახდელი პროცენტის მოცულობა განისაზღვროს 35 000.0 ათასი ლარით (დაზუსტდება საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე), ხოლო დასაფარავი ძირითადი თანხის მოცულობა – 40 000.0 ათასი ლარით. 4. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის 15 მარტს გამოშვებული 240 846.0 ათასი ლარის სახელმწიფო ობლიგაციების განახლება და 40 000.0 ათასი ლარის ფასიანი ქაღალდების გადაფორმება სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის. 5. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით საშინაო ვალდებულებების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვროს 1 850 000.0 ათასი ლარით. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების დაფარვის აღრიცხვა განახორციელოს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი მუხლის შემცირებით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული 1 850 000.0 ათასი ლარიდან არაუმეტეს 600 000.0 ათასი ლარისა გამოყენებულ იქნეს ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის და ამ მიზნით გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული სახსრები საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სრულად განათავსოს კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში (შეიძინოს სადეპოზიტო სერტიფიკატები) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მაისის №845 განკარგულების შესაბამისად. 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების ნაცვლად გამოიყენოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთი. ამასთანავე, სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრების წმინდა მოცულობა და მათი გამოშვების ნაცვლად ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 1 250 000.0 ათას ლარს. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 24. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განმკარგავ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. 2020 წელს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით. 3. 2020 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ამ კანონის 26-ე მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. 4. 2020 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების მიერ, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მათთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით, არაუმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა. 5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 25. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვა 1. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საჯარო დაწესებულებებში დაიშვება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საჯარო დაწესებულებებში – შესაბამის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოსთან შეთანხმებით. 3. არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა საჭიროებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებას, თუ საჯარო დაწესებულებაში 30 დღეზე მეტი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა აღემატება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობის 1%-ს. იმ საჯარო დაწესებულებაში, სადაც საშტატო რიცხოვნობის 1% 5 ერთეულზე ნაკლებია, შეთანხმებას საჭიროებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა, რომელიც 5 ერთეულზე მეტია. მუხლი 26. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დაცვის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1551 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით: ა) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს საქართველოს სამინისტროებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში გადახდის განხორციელება საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით; ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრული წესით წლიური ბიუჯეტის დაზუსტებისას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისათვის გათვალისწინებული გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება იმავე საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების განხორციელებასთანაა დაკავშირებული; გ) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით კლასიფიკატორის კოდები, რომელთა ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას საჭიროებს; დ) საქართველოს სამინისტროებმა ყოველი კვარტალის დასრულებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ამ კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის და ამ ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე; ე) საქართველოს სამინისტროებს მიეცეთ უფლება, ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია მიმართონ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიის ან მისი ნაწილის მიმართვა ამ კანონით გათვალისწინებულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯილდოს და დანამატის გაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკლასო დანამატისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწესებული დანამატებისა; თ) ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის შესახებ წინადადებებს საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6407 – ვებგვერდი, 29.06.2020წ.
მუხლი 27. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შემოსულობათა ხარჯვა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №835 ბრძანებულების შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების ხარჯვა განხორციელდეს ადგილზე, ამ კანონით შესაბამისი წარმომადგენლობისა და დაწესებულებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 28. საქართველოს პარლამენტის მიერ ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსება საქართველოს პარლამენტს მიეცეს უფლება, პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ამ კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დააფინანსოს დაკრძალვასთან და სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება.
მუხლი 29. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსება 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება, 2019 წელს „ხარჯების“ და „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებებით შესრულებული სამუშაოების დაფინანსება, რომელთა უწყვეტი განხორციელებაც აუცილებელია თავდაცვის ძალების აღმშენებლობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, განახორციელოს ამ კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის „ხარჯების“ და „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და დაწესებული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების (ერთეულების) მიერ შესასყიდ საქონელზე, სამუშაოსა და მომსახურებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმავე აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფები (ერთეულები) ითვლებიან შემსყიდველ ორგანიზაციებად და აქვთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა.
მუხლი 30. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ამ კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელ ცალკეულ ღონისძიებებში გაგრძელდეს და, აუცილებლობის შემთხვევაში, შემოღებულ იქნეს ღონისძიებათა ნაწილის ანაზღაურება მოსახლეობის მიერ თანაგადახდის პრინციპით. თანაგადახდის წესს, ფორმასა და მოცულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. ამ კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამებისათვის − „მოსახლეობის სოციალური დაცვა“, „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა და კონტროლი“, „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი“, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა“, „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა“ − გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა დაფინანსების, თანადაფინანსების, ანგარიშსწორების წესებსა და ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. „მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის“ ფარგლებში გაიცეს სახელმწიფო პენსია და სახელმწიფო კომპენსაცია. 4. სახელმწიფო პენსიის ოდენობა განისაზღვროს: ა) 2020 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე − ყველა ასაკით პენსიონერისათვის − 220 ლარით; ბ) 2020 წლის 1 ივლისიდან − 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერისათვის − 250 ლარით, ხოლო სხვა ასაკით პენსიონერისათვის − 220 ლარით. 5. „მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების“ ფარგლებში: ა) გაიცეს „სოციალური პაკეტი“ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ შესაბამისად; ბ) გაიცეს საყოფაცხოვრებო სუბსიდია „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილების შესაბამისად; გ) გაგრძელდეს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი“; დ) გაგრძელდეს დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა შემწეობების გაცემა: ერთ დევნილზე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობის ოდენობა განისაზღვროს 45 ლარით; ე) გაგრძელდეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებების გაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით; ვ) დაფინანსდეს დახმარება შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით განსაზღვრული წესითა და პირობებით; ზ) დაფინანსდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ღონისძიება; თ) დაფინანსდეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა ღონისძიებები. 6. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, განსაზღვროს 2019 წლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ის სახელმწიფო პროგრამები/მათი ღონისძიებები/მოცულობები, რომელთა განხორციელებაც უწყვეტად გაგრძელდება 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2020 წლის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით გათვალისწინებული მიმწოდებლების გამოვლენამდე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ან ვაუჩერის პირობების გათვალისწინებით. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მათი კომპონენტების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე გაგრძელდეს 2019 წლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ის ღონისძიებები, რომელთა უწყვეტი განხორციელებაც აუცილებელია სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, და ხელშეკრულებები გაფორმდეს იმავე მიმწოდებლებთან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა განსაზღვრული. ამასთანავე, აღნიშნულის შესახებ ეცნობოთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2019 წელს შესრულებული სამუშაოები დაფინანსდეს ამ კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან. 9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2019 წელს გაცემული ვაუჩერები (შესაბამისი ვაუჩერის პირობების გათვალისწინებით) და „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ვერ დაფინანსდა 2019 წელს, დაფინანსდეს ამ კანონით შესაბამისი პროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 10. ამ კანონით დამტკიცებული პროგრამული კოდის „27 03 02 02 − იმუნიზაცია“ ფარგლებში ვაქცინების, შპრიცების, მალარიის სამკურნალო მედიკამენტებისა და ცივი ჯაჭვის აღჭურვილობების შესყიდვა განხორციელდეს გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, გამარტივებული შესყიდვით, ხოლო იმ ვაქცინების, შპრიცების, მალარიის სამკურნალო მედიკამენტებისა და ცივი ჯაჭვის აღჭურვილობების შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, − „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 11. ამ კანონით დამტკიცებული პროგრამული კოდის „27 03 02 06 – ტუბერკულოზის მართვა“ ფარგლებში, მათ შორის, „საქართველოში ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მდგრადობის პროგრამის“ (GEO-T-NCDC) ღონისძიებებისათვის, და პროგრამული კოდის „27 03 02 07 – აივ ინფექციის/შიდსის მართვა“ ფარგლებში, მათ შორის, „საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის“ (GEO-H-NCDC) ღონისძიებებისათვის, ფარმაცევტული და სხვა სამედიცინო დანიშნულების საქონლის შესყიდვა, მათ შორის, აივ ინფექციის/შიდსის და ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის და მეორე რიგის მედიკამენტების შეძენა, ამ კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განხორციელდეს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვების მექანიზმისა და აგენტების, მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პლატფორმის, გამოყენებით, ხოლო იმ ფარმაცევტული და სხვა სამედიცინო დანიშნულების საქონლის შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვის მექანიზმისა და აგენტების საშუალებით, – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 12. ამ კანონით დამტკიცებული პროგრამული კოდის „27 03 02 06 – ტუბერკულოზის მართვა“ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეები ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვაში ხელშეწყობის მიზნით, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, ამბულატორიული მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში იღებენ სოციალურ დახმარებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 13. დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის (სადაც დევნილი სახელმწიფოს მიერ იქნა განსახლებული და რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, აგრეთვე სადაც სამინისტრო ახორციელებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების (მათ შორის, ობიექტებში განსახლებულ დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა მიერ მოხმარებული წყლის, ნარჩენების გატანის, ასენიზაციისა და დეზინფექცია-დერატიზაციის, განსახლების ობიექტებში მომსახურებისა და მიმდინარე შეკეთების სხვა ხარჯები) ანაზღაურებას) ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება ერთ დევნილზე განისაზღვროს თვეში 2 ლარით. აღნიშნული დაფინანსება განხორციელდეს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად. ხელშეკრულების პირობებს და მის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციას ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მუხლი 31. ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურება 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის (აბონენტებისათვის) ბუნებრივი აირის მოხმარებაზე 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში განისაზღვროს შეღავათი თითოეულ აბონენტზე თვეში 700 მ3-ის (მაისსა და ოქტომბერში – 350 მ3-ის) ოდენობით. ამასთანავე, აბონენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, აღნიშნული პერიოდების შესაბამის საანგარიშო თვეში გამოუყენებელი შეღავათით ისარგებლონ მომდევნო თვეში, კერძოდ, 2019 წლის 1 დეკემბრიდან გამოუყენებელი შეღავათი გამოყენებულ იქნეს 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, ხოლო რიცხული შეღავათი გაუქმდეს 2020 წლის 16 მაისს, 2020 წლის 15 ოქტომბრიდან გამოუყენებელი შეღავათი გამოყენებულ იქნეს 2021 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, ხოლო რიცხული შეღავათი გაუქმდეს 2021 წლის 16 მაისს. 2. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შეღავათით მოსარგებლე აბონენტების სააღრიცხვო ბარათებზე ყოველი თვის დასაწყისში ასახოს შეღავათის შესაბამისი ლიმიტი და შესაბამის საანგარიშო პერიოდში გამოუყენებელი შეღავათი. 3. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი ანგარიშების მიხედვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აანაზღაუროს 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ლიმიტის და შესაბამის საანგარიშო პერიოდში გამოუყენებელი შეღავათის ფარგლებში ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულება.
მუხლი 32. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 2020 წლის განმავლობაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ კანონით ადმინისტრაციისათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე გასცეს ერთჯერადი დახმარებები.
მუხლი 33. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიეცეს უფლება, პროგრამული კოდის „26 02 02 – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა“ ფარგლებში 2019 წელს მიღებული საქონლისა და მომსახურების დაფინანსება განახორციელოს ამ კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიეცეს უფლება, ამ კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით იურიდიული კომპანიებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, შესაბამისი საარბიტრაჟო და სასამართლო ხარჯების, მოწმეებისა და უცხოელი ექსპერტების საარბიტრაჟო და სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კომპლექსურ საქმეებზე დავების საწარმოებლად იურიდიული მომსახურების შესყიდვის, არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში არამართლზომიერად გადაადგილებისა და დაკავების საქმეების უცხო ქვეყანაში წარმოებისა და ბავშვების საქართველოში დაბრუნების, საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარული საჭიროების უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებული სხვა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და საქართველოს კანონმდებლობით მათთან დაკავშირებული გადასახადების დაფინანსება, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დაფინანსება.
მუხლი 34. საქართველოს საერთო სასამართლოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები ამ კანონის მე-16 მუხლით საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის განსაზღვრული მომუშავეთა რიცხოვნობა არ ზღუდავს კანონით დადგენილი წესით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების და მათთან დაკავშირებული თანამშრომლების (თანაშემწე, რეფერენტი და სხვა) დანიშვნას.
მუხლი 35. ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა მის მიერ 2020 წელს მობილიზებული, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10% მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით შესაბამისმა უწყებამ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მიმართვა განახორციელოს ყოველი კვარტალის ბოლო სამუშაო დღეს, გადარიცხვის დღისათვის კვარტალში მიღებული შემოსავლის არანაკლებ 10%-ის ოდენობით. 3. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებულ გრანტებზე, აგრეთვე იმ შემოსავლებზე, რომლებსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი იღებს მისი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან.
თავი IX დასკვნითი დებულებანი მუხლი 36. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020010.05.001.019303). |
თბილისი, 10 დეკემბერი 2019 წ. N5443-Iს |
დოკუმენტის კომენტარები