დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5569-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.04.001.017939 |
|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის XII1 თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მოსამართლესთან კომუნიკაცია – საერთო სასამართლოს მოსამართლესთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის, მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით; ბ) პროცესის მონაწილე – პროკურატურის თანამშრომელი, გამომძიებელი, ადვოკატი, წარმომადგენელი, მხარე, მესამე პირი, აგრეთვე სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილე სხვა პირი; გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას; დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ე) სახელმწიფო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ვ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი/პოლიტიკური თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. 2. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული დისციპლინური საქმის წარმოების მასალების მიხედვით დააკმაყოფილებდა ნეიტრალურ მეთვალყურეს, რათა დაესკვნა მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენა; ბ) ალბათობის მაღალი ხარისხი – ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ დისციპლინურ საქმეზე შეფარდებული იქნება შესაბამისი სახდელი.“. 2. 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“. 3. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – მათ შორის, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“. 4. 353 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არის მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა ან მშობელი, იგი არ მონაწილეობს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურაში.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული წესები მოქმედებს აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დაწინაურებისა და მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გადაწყვეტისას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში, საპროკურორო საბჭოში, საჯარო სამსახურის საბჭოში ან კანონით დადგენილ სხვა უწყებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისას და სხვა საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების მიღებისას. ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული წესი არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ განკარგულებაზე, რომელიც არ ეხება სახელობით განსაზღვრულ პირთა წრეს. 6. დაუშვებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება მის მიერ აბსტრაქტულად განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო.“. 5. 36-ე მუხლის 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 42. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ კენჭისყრის ჩატარების შემდეგ ქვეყნდება დასაბუთება. დასაბუთება უნდა შეიცავდეს პროცედურის აღწერას და დანიშნული მოსამართლის დახასიათებას, მათ შორის, მის მიერ დაგროვებულ ქულებს და დასკვნას მისი კეთილსინდისიერების თაობაზე. დასაბუთებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია დაწეროს განსხვავებული აზრი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.“. 6. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი 1. ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე მისივე თანხმობით კონკურსის გარეშე დაინიშნოს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. თუ მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი კონკურსის გარეშე რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე კონკურსის გარეშე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“. 7. 47-ე მუხლის: ა) 11−21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ანგარიშს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს, რომელთაგან თითო წევრი მაინც წარმოადგენს თითოეული ინსტანციის სასამართლოს, ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 21. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/5-ს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს კენჭი ეყრებათ ერთიანად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, მისი არჩევის პროცედურა ხელახლა გაიმართება კენჭისყრიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“; ბ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 და 162 პუნქტები: „161. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება, ხოლო ნორმატიული აქტი − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება. 162. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული განკარგულება უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც მიღებულ იქნა ეს განკარგულება. პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება, უფლება აქვს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნული განკარგულების მიღებამდე წერილობით წარუდგინოს თავისი მოსაზრება.“. 8. 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, საბჭოს სხდომების ოქმები და საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის (შემდგომ − დამოუკიდებელი ინსპექტორი) მიერ წარდგენილი დასკვნების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაცია და საბჭოს მიერ დისციპლინური დევნის დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, აგრეთვე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირისათვის სხდომის აუდიოჩანაწერის ხელმისაწვდომობას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა და სხდომის დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომაზე განსახილველი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტის პროექტი.“. 9. 511 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დამოუკიდებელ ინსპექტორს კონკურსის საფუძველზე, 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ით, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინადადებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 22. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება 10 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.“; დ) მე-6 პუნქტის: დ.ა) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა; ი) მოსამართლისა და საჩივრის ავტორის უფლებების უხეში დარღვევა, რამაც საქმის შედეგზე არსებითი გავლენა მოახდინა;“; დ.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამჟღავნება;“; დ.გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ქმედება, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს (რისთვისაც დამოუკიდებელ ინსპექტორს შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი) და ლახავს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას;“; ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შრომის ანაზღაურების შესაბამისად.“; ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. დამოუკიდებელ ინსპექტორს აქვს დამოუკიდებელი დოკუმენტბრუნვა.“; ზ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, გაწეული საქმიანობის (მათ შორის, მიღებული საჩივრებისა და შესაბამისი დასკვნების) შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ გაწეული საქმიანობის (მათ შორის, მიღებული საჩივრებისა და შესაბამისი დასკვნების) თაობაზე ინფორმაცია 4 თვეში ერთხელ მაინც პროაქტიულად ქვეყნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე.“; თ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანხმობის გარეშე არ შეიძლება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის მიმდინარე ხარჯებთან შედარებით.“. 10. 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს, აგრეთვე ამტკიცებს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულებას და სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულების საფუძველზე ირჩევს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს წევრებს.“. 11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XI1 თავი: „თავი XI1 იუსტიციის უმაღლესი სკოლა მუხლი 66 1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტატუსი, მიზანი და ფუნქციები 1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა (შემდგომ – სკოლა), როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იქმნება ამ კანონის საფუძველზე. 2. სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და მისთვის პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა. 3. სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება-გადამზადება. მუხლი 662. სკოლის მართვა სკოლის მართვის ორგანოებია: სკოლის დამოუკიდებელი საბჭო და სკოლის დირექცია. მუხლი 663. სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება 1. სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო (შემდგომ – დამოუკიდებელი საბჭო). დამოუკიდებელი საბჭო შედგება 7 წევრისგან. 2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ამ კანონით დადგენილი დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ფუნქციების შესრულებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება. 3. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 4. დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს, რომლებიც საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციიდან წარმოდგენილი თითო მოსამართლეები არიან, 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი საბჭოს 2 წევრს (1 მოსამართლე წევრს და 1 არამოსამართლე წევრს) მათი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან. დამოუკიდებელი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა უკავიათ და საჯარო დაწესებულებაში არ მუშაობენ, 4 წლის ვადით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წარდგინებით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 5. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ დამოუკიდებელი საბჭოს წევრთაგან, მისი, როგორც დამოუკიდებელი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ერთი და იგივე პირი დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 6. დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. 7. დამოუკიდებელი საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის წესდებას; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტის შედგენის წესს; გ) იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სკოლაში პირის იუსტიციის მსმენელად ჩარიცხვისა და იუსტიციის მსმენელის სკოლიდან გარიცხვის თაობაზე; დ) ისმენს სკოლის დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის მუშაობის შესახებ; ე) სკოლის დირექტორის წარდგინებით: ე.ა) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს; ე.ბ) ამტკიცებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგენს სკოლის ბიუჯეტს; ე.გ) ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს; ე.დ) ამტკიცებს სახელფასო ფონდსა და შრომის ანაზღაურების ოდენობას, იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობას; ე.ე) ირჩევს სკოლის დირექტორის მოადგილეს და სტაჟირების ხელმძღვანელს; ე.ვ) ამტკიცებს სასწავლო (თეორიული კურსი და სემინარული მუშაობა), სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს; ე.ზ) ამტკიცებს თეორიული კურსისა და სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამებს; ე.თ) ამტკიცებს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას; ვ) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 8. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის დამოუკიდებელ საბჭოში საქმიანობა არ ანაზღაურდება. მუხლი 66 4. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლება 1. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) იმ თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელიც მას დამოუკიდებელი საბჭოს წევრად არჩევისას ეკავა; გ) თავისი უფლებამოსილების ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განუხორციელებლობა; დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა; თ) გარდაცვალება. 2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, ხოლო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს − საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. მუხლი 66 5. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა 1. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა მოიწვევა არანაკლებ წელიწადში ორჯერ. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი სხდომის გამართვამდე 1 კვირით ადრე ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე. 3. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას ესწრება სკოლის დირექტორი, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით. 4. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობა. დამოუკიდებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა. 5. დამოუკიდებელი საბჭო განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. 6. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა სხდომის ოქმთან ერთად ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე. 7. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მომზადების, მოწვევისა და წარმართვის წესები განისაზღვრება დამოუკიდებელი საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. მუხლი 66 6. სკოლის დირექცია 1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორისგან, მისი მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელისგან. 2. სკოლის დირექტორს 5 წლის ვადით, სკოლის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს დამოუკიდებელი საბჭო. 3. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სკოლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი მოთხოვნები სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. 4. ერთი და იგივე პირი სკოლის დირექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. სკოლის დირექტორის მოადგილე და სტაჟირების ხელმძღვანელი აირჩევიან 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი სკოლის დირექტორის მოადგილედ ან სტაჟირების ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს სკოლის დირექტორის მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებების შეწყვეტას. 6. სკოლის დირექციის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით. მუხლი 667. სკოლის დირექტორის უფლებამოსილებები სკოლის დირექტორი: ა) წარმოადგენს სკოლას; უზრუნველყოფს სკოლის ფუნქციონირებას, იუსტიციის მსმენელთა სასწავლო კურსისა და გადამზადების კურსის წარმართვას; ბ) უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას; გ) სკოლის დირექციასა და მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო, სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს; დ) სკოლის შენობაში ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს; ე) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 66 8. სკოლის დირექტორის მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებები 1. სკოლის დირექტორის მოადგილე უზრუნველყოფს სასწავლო და გადამზადების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სასწავლო კურსის (გარდა სტაჟირებისა) და გადამზადების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით. 2. სტაჟირების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სტაჟირების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სტაჟირების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით. მუხლი 66 9. სკოლის დირექტორის, სკოლის დირექტორის მოადგილის, სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. სკოლის დირექტორის, სკოლის დირექტორის მოადგილის, სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სკოლის შინაგანაწესის უხეშად ან სისტემატურად დარღვევა; გ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა; თ) გარდაცვალება; ი) ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. 2. სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის მოადგილეს, სტაჟირების ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი საბჭო. მუხლი 66 10. სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით. მუხლი 66 11. სკოლის ბიუჯეტი 1. სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საერთო სასამართლოების ბიუჯეტში ცალკე სტრიქონით. 2. ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად სკოლას, დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეუძლია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური შემოსავალი ან მატერიალური დახმარება. მუხლი 66 12. სკოლაში პირის იუსტიციის მსმენელად კონკურსის წესით მიღება 1. სკოლაში პირი იუსტიციის მსმენელად კონკურსის წესით მიიღება. 2. სკოლაში მისაღები კონკურსი ტარდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ. 3. სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით. 4. სკოლაში მისაღები კონკურსის წლის განმავლობაში დამატებით, სხვა დროს ჩატარების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს კონკურსის ჩატარებამდე 1 თვით ადრე მაინც. მუხლი 66 13. სკოლაში მისაღები კონკურსის მონაწილე პირი სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის ქმედუნარიანი, ნასამართლობის არმქონე, იცის სახელმწიფო ენა, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და ამ კანონის შესაბამისად ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (შემდგომ – საკვალიფიკაციო გამოცდა), რომლის ჩაბარებიდან 10 წელი არ არის გასული. მუხლი 66 14. სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარება 1. სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს სკოლა. 2. იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის შერჩევისას გაითვალისწინება საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი, აგრეთვე მისი კვალიფიკაცია, სამართლებრივი ანალიზის, დასაბუთების, ზეპირი კომუნიკაციისა და გამოხატვის უნარები. სკოლაში მისაღები კონკურსის ფორმა, იუსტიციის მსმენელობის კანდიდატთა რეგისტრაცია და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სკოლის წესდებით. მუხლი 66 15. სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობა სკოლაში მისაღები კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაადგენს სკოლაში მიმდინარე წელს ჩასარიცხი იუსტიციის მსმენელების მიერ სკოლაში სწავლის სრული კურსის დასრულების დროისათვის დასანიშნ მოსამართლეთა ვაკანსიების სავარაუდო რაოდენობას და სკოლას დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობას, რომელიც მოსამართლეთა ვაკანსიების სავარაუდო რაოდენობას 20%-ით უნდა აღემატებოდეს. სკოლა უფლებამოსილია დაამტკიცოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ რაოდენობაზე ნაკლები რაოდენობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლის ბიუჯეტი ან/და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ იძლევა უფრო მეტი იუსტიციის მსმენელის მიღების შესაძლებლობას. მუხლი 66 16. იუსტიციის მსმენელის სტატუსი იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად. იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდში გადაეცემა იუსტიციის მსმენელობის დამადასტურებელი მოწმობა. მუხლი 66 17. იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდია იუსტიციის მსმენელი სასწავლო კურსის გავლისას იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/3-ზე ნაკლები. მუხლი 66 18. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. იუსტიციის მსმენელი ვალდებულია დაიცვას დისციპლინური ნორმები. 2. იუსტიციის მსმენელის მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევა იწვევს ერთ-ერთ შემდეგი სახის დისციპლინურ პასუხისმგებლობას: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) 10 დღემდე ვადით სახელმწიფო სტიპენდიის დაკავება; დ) სკოლიდან გარიცხვა. 3. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული. დისციპლინური გადაცდომის სახეები და დისციპლინური დევნის განხორციელების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის შინაგანაწესით. 4. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს და წყვეტს სკოლის დირექცია. 5. სკოლის დირექციას უფლება აქვს, იუსტიციის მსმენელს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ იგი არ ჩაიდენს ახალ დისციპლინურ გადაცდომას და თავს გამოიჩენს, როგორც კეთილსინდისიერი იუსტიციის მსმენელი. 6. თუ იუსტიციის მსმენელს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 7 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ ითვლება. მუხლი 66 19. სკოლაში სწავლის პერიოდის სპეციალობით მუშაობის სტაჟში ჩათვლა იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდი სპეციალობით მუშაობის სტაჟში ჩაეთვლება. მუხლი 66 20. იუსტიციის მსმენელის პერსონალური მონაცემები 1. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტს და მიიღოს მათი ასლები. 2. პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება უნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნა თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე. 3. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, სკოლას მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორება, განახლება ან დამატება, თუ ისინი არაზუსტია, განახლებული არ არის ან არასრულია ან კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ შეგროვდა და დამუშავდა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის მსმენელის მოთხოვნის წარდგენა, მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 5. სკოლა ვალდებულია მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით არ გაამჟღავნოს იუსტიციის მსმენელის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 66 21. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა 1. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობაა 16 თვე. სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებასა და სემინარულ მუშაობას. 2. იუსტიციის მსმენელისათვის, რომელსაც აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, საერთო სასამართლოს აპარატის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, მოსამართლის თანაშემწედ, სასამართლო სხდომის მდივნად, გამომძიებლად, პროკურორად ან/და ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, სრული სასწავლო კურსის ვადაა 12 თვე. 3. თეორიული კურსის, სტაჟირებისა და სემინარული მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება სკოლის წესდებით. მუხლი 66 22. იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 351 მუხლის პირველი და მე-3−მე-14 პუნქტებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი თეორიული ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარებისა და თვისებების განვითარება. იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა, გარდა სავალდებულო საგნებისა, შეიძლება ითვალისწინებდეს არჩევით საგნებს. საგნების ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. მუხლი 66 23. სკოლაში სწავლების ფორმები 1. სკოლაში სწავლების ფორმებია: სემინარი, სასამართლო პროცესის სიმულაცია, დისკუსია, სწავლება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების საკითხებზე, საღამოს სწავლება, დისტანციური სწავლება, აგრეთვე სხვა ფორმები, რომლებსაც სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს იუსტიციის მსმენელის მოკლევადიანი მივლინებები სასამართლოსა და პროკურატურაში. 2. იუსტიციის მსმენელის სწავლებისას შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მისი უცხო ქვეყნის ავტორიტეტულ სასწავლო ორგანიზაციაში სწავლება ან/და სტაჟირება. მუხლი 6624. სკოლის მასწავლებელი, მასწავლებელთა საბჭო 1. სკოლაში იუსტიციის მსმენელთა სწავლებას წარმართავენ სკოლის მასწავლებლები. 2. სკოლის მასწავლებელთან იდება შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა. 3. სკოლის მასწავლებლები ქმნიან მასწავლებელთა საბჭოს. 4. მასწავლებელთა საბჭოს სხდომას რეგულარულად იწვევს და თავმჯდომარეობს სკოლის დირექტორის მოადგილე. 5. მასწავლებელთა საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით. 6. სკოლაში იუსტიციის მსმენელთა სწავლების მიზნით შესაძლებელია პერიოდულად მოწვეულ იქნენ სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, აგრეთვე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესებსა და პირობებს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. მუხლი 66 25. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდა და მისი ჩატარების წესი 1. სკოლაში თეორიული კურსის დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს გამოცდას, რომლის მიზანია სკოლაში სწავლის პერიოდში მიღებული თეორიული ცოდნის შეფასება. 2. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. 3. გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით. 4. სკოლის წესდებით განისაზღვრება გამოცდის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებები. მუხლი 66 26. იუსტიციის მსმენელის სტაჟირება. სტაჟირების ფორმები 1. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ იუსტიციის მსმენელი გადის სტაჟირებას. 2. იუსტიციის მსმენელი სტაჟირებას გადის საერთო სასამართლოებში, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ადვოკატურაში, ნოტარიატში, პროკურატურაში ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომელთა ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. იუსტიციის მსმენელის მიერ სტაჟირების სხვა ორგანოში, გარდა საერთო სასამართლოებისა, გავლის საკითხს, ამ იუსტიციის მსმენელის საჭიროებების გათვალისწინებით, სკოლის დირექტორის წარდგინებით წყვეტს დამოუკიდებელი საბჭო. მუხლი 66 27. სტაჟირების ხელმძღვანელი, სტაჟირების კოორდინატორი 1. სკოლის დირექტორი სტაჟირების ხელმძღვანელის წარდგინებით ამ კანონის 6626 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში ნიშნავს სტაჟირების კოორდინატორებს. 2. სტაჟირების კოორდინატორი შეიძლება იყოს მოსამართლე, პროკურორი ან დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. 3. სტაჟირების კოორდინატორი: ა) წარმართავს და ზედამხედველობს იუსტიციის მსმენელის სტაჟირებას; ბ) სტაჟირების დასასრულს მასთან მიმაგრებულ თითოეულ იუსტიციის მსმენელს ანიჭებს საკვალიფიკაციო ქულას და აძლევს წერილობით რეკომენდაციას; გ) სტაჟირების დასასრულს სტაჟირების ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სტაჟირების პროგრამის შესრულების შესახებ. 4. სტაჟირების გავლის დროს იუსტიციის მსმენელის მიერ შესასრულებელი დავალებების სახეები განისაზღვრება სტაჟირების პროგრამით. 5. სტაჟირების შეფასების სისტემა და იუსტიციის მსმენელისათვის საკვალიფიკაციო ქულის მინიჭების წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით. მუხლი 66 28. იუსტიციის მსმენელის მიერ შედგენილი წერილობითი ანგარიში და შესრულებული ნაშრომი სტაჟირების დასასრულს იუსტიციის მსმენელი ადგენს თავის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წერილობით ანგარიშს, აგრეთვე ასრულებს ნაშრომს სტაჟირების ორგანოს ფუნქციონირების, ამ ორგანოში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე. აღნიშნული წერილობითი ანგარიში და ნაშრომი წარედგინება სტაჟირების ხელმძღვანელს, ილუქება და თან ერთვის იუსტიციის მსმენელის პირად საქმეს. მუხლი 66 29. სემინარული მუშაობა 1. სკოლა სტაჟირების დასასრულს იუსტიციის მსმენელთათვის ატარებს სემინარებს, რომელთა მიზანია მათ მიერ თეორიული კურსისა და სტაჟირების გავლის დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განზოგადება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელების სკოლის დამამთავრებელი გამოცდისათვის მომზადება. 2. სემინარებს ატარებენ სკოლის მასწავლებლები ან მოწვეული სპეციალისტები. მუხლი 66 30. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა 1. სკოლაში სწავლის დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს სკოლის დამამთავრებელ გამოცდას, რომლის დანიშნულებაა იუსტიციის მსმენელის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება. 2. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით. იუსტიციის მსმენელს სასამართლო პრაქტიკიდან ეძლევა კონკრეტული საქმე და ევალება მასზე საპროცესო დოკუმენტების პროექტების შედგენა. 3. სკოლის დამამთავრებელ გამოცდას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან: ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; გ) სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი; დ) დამოუკიდებელი საბჭოს მიერ დანიშნული 3 წევრი; ე) სკოლის დირექტორი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ კომისიის წევრებს ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ კომისიის წევრს დასამტკიცებლად წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ კომისიის წევრს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ კომისიის წევრს – საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 6. სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით. 7. სკოლის წესდებით განისაზღვრება სკოლის დამამთავრებელი გამოცდის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებები. მუხლი 66 31. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის შედგენა 1. სკოლის დამამთავრებელი გამოცდის დასრულებიდან 1 თვის ვადაში სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას. 2. იუსტიციის მსმენელს ეცნობება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. მუხლი 6632. საკვალიფიკაციო სიის შედგენის კრიტერიუმები 1. საკვალიფიკაციო სიის შედგენის დროს კოეფიციენტით ჯამდება იუსტიციის მსმენელის მიერ: ა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები; ბ) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები; გ) სტაჟირების გავლისას მიღებული ქულები; დ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები. 2. იუსტიციის მსმენელის მიერ დაგროვებული ჯამური ქულა გამოიყვანება სკოლის წესდებით დადგენილი წესით. მუხლი 66 33. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება 1. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას გაითვალისწინება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება მოიცავს: ა) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას; ბ) სტაჟირების გავლის შედეგების შეფასებას; გ) სემინარული მუშაობის შედეგების შეფასებას; დ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას; ე) სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასებას; ვ) სკოლის მასწავლებელთა შეფასებას; ზ) სტაჟირების გავლისას იუსტიციის მსმენელის მიერ შედგენილი წერილობითი ანგარიშისა და შესრულებული ნაშრომის შეფასებას; თ) იუსტიციის მსმენელის დისციპლინის შეფასებას. 2. დამოუკიდებელი საბჭო შეფასებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 3. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების 1 ეგზემპლარი გადაეცემა იუსტიციის მსმენელს. მუხლი 6634. სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი 1. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის დამტკიცების შემდეგ ამ სიაში შეყვანილ იუსტიციის მსმენელზე გაიცემა სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება, რომ მან გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და იგი შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმას ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო სკოლის წესდებით დადგენილი წესით. მუხლი 66 35. გადამზადების მიზანი 1. სკოლა ყოველწლიურად შეიმუშავებს და ახორციელებს გადამზადების პროგრამებს. 2. გადამზადების მიზანია ამ კანონის შესაბამისად გადამზადებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირის კვალიფიკაციის ამაღლება საკანონმდებლო და სხვა სახის სამართლებრივი და სამეცნიერო სიახლეების გაცნობის, ახალ სოციალურ და სამართლებრივ რეალობებთან ადაპტაციის, პრაქტიკული გამოცდილების, მათ შორის, უცხო ქვეყნებში არსებული სამოსამართლო საქმიანობის პრაქტიკის, განზოგადებისა და გაზიარების გზით. მუხლი 66 36. გადამზადების ფორმები და პროგრამა 1. გადამზადება ხორციელდება სხვადასხვა სახის სემინარის, სასწავლო კურსისა და კონფერენციის, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების, აგრეთვე დისკუსიის მოწყობის გზით. 2. გადამზადების პროცესს წარმართავენ სკოლის მასწავლებლები. 3. გადამზადების მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, აგრეთვე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესები და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით. 4. გადამზადების კურსის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამას ადგენს სკოლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით და წარუდგენს სკოლის დირექტორს, რომელიც ამ პროგრამას განიხილავს და ყოველი წლის ოქტომბერში დასამტკიცებლად წარუდგენს დამოუკიდებელ საბჭოს. 5. გადამზადების პროგრამის შედგენისას სკოლა რეკომენდაციისათვის მიმართავს პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეებს. 6. ამ კანონის შესაბამისად გადამზადებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირის კვალიფიკაციის ამაღლება შეიძლება განხორციელდეს უცხო ქვეყნების ავტორიტეტულ სასწავლო ორგანიზაციებში სწავლების ან/და სტაჟირების გზით. მუხლი 6637. მოქმედი მოსამართლის უფლება გადამზადებაზე 1. გადამზადების ყოველწლიური ღონისძიებების პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ გადამზადების მსურველი დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად განცხადებით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას. განცხადებაში უნდა მიეთითოს, რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული კონკრეტულად ამ ღონისძიებაში მონაწილეობით. 2. სკოლის დირექცია ვალდებულია განიხილოს გადამზადების მსურველის განცხადება და უპასუხოს ამ განცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მაგრამ გადამზადების ღონისძიების დაწყებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა. 3. გადამზადებაში მონაწილეობაზე სკოლის დირექციის უარი დასაბუთებული უნდა იყოს. 4. გადამზადების კურსის ჩატარებისა და ამ კურსში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით. მუხლი 6638. მოქმედი მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლება მოქმედი მოსამართლე ვალდებულია 3 წელიწადში 5 დღე მაინც დაუთმოს სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას. მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მის საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. მუხლი 6639. გადამზადების ღონისძიებაში პროკურორის, ადვოკატისა და სხვა პირის მონაწილეობა გადამზადების კურსის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის პროკურორის, ადვოკატისა და სხვა პირის დაშვების წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით. მუხლი 6640. სპეციალურ სასწავლო კურსში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობა 1. უცხო ქვეყნის მოსამართლეებისათვის, სასამართლო სისტემის მოხელეებისა და იურიდიული სფეროს სხვა წარმომადგენლებისათვის შესაძლებელია შეიქმნას სპეციალური სასწავლო კურსი. 2. სპეციალური სასწავლო კურსის პროგრამას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. 3. სპეციალური სასწავლო კურსი განხორციელდება შესაბამის უცხოურ ენაზე. მუხლი 6641. სასწავლო გრანტი 1. სკოლას უფლება აქვს, გასცეს სასწავლო გრანტი მხოლოდ მოსამართლესა და სასამართლოს მოხელეზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. 2. სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო. მუხლი 66 42. სამეცნიერო საქმიანობა 1. სკოლის ბაზაზე სასამართლო სისტემის გამოწვევების ანალიზისა და კვლევისათვის შესაძლებელია შეიქმნას კვლევითი ინსტიტუტები. 2. სკოლა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ეწევა საგამომცემლო საქმიანობას. მუხლი 6643. სკოლაში სწავლისგან გათავისუფლება მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად სკოლაში სწავლისგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, აგრეთვე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა, კონკურსის წესით განწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან სააპელაციო სასამართლოში და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება სკოლაში სწავლისგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.“. 12. 751−753 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 751. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები 1. მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა (სახდელი) დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად დადგინდება მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა. 2. მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ ბრალეული ქმედების ჩადენისთვის, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ობიექტურად შეეძლო დისციპლინური გადაცდომის თავიდან ასაცილებლად სათანადო ქმედების განხორციელება, მაგრამ არ განუხორციელებია ის. 3. დისციპლინური გადაცდომა არის მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული, მოსამართლის მიერ ჩადენილი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი ქმედება. 4. განზრახ დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე აცნობიერებდა მისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას. 5. გაუფრთხილებლობით დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე არ ითვალისწინებდა მისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ის. 6. მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, რასაც საფუძვლად უდევს მისი შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. 7. დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, თუმცა მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენისთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. 8. დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება: ა) ქმედება, რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს, კერძოდ: ა.ა) მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესის, პოლიტიკური ან სოციალური ზეგავლენით; ა.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა საქმის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით; ბ) ქმედება, რომელიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, კერძოდ: ბ.ა) მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამასთანავე, დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება მოსამართლის მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ამ საქმესთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე განმარტებების გაკეთება; ბ.ბ) მოსამართლის მიერ განსახილველი საქმის შედეგის წინასწარ გამჟღავნება, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ.გ) მოსამართლის მიერ ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტის ან 722 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა; ბ.დ) მოსამართლის მიერ საქმის აცილებაზე/თვითაცილებაზე უარის თქმა, როცა არსებობს საქმის აცილების კანონით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი; ბ.ე) მოსამართლის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრება, მის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა; ბ.ვ) მოსამართლის მიერ სასამართლოში საქმეთა განაწილებაში უკანონო ჩარევა; გ) ქმედება, რომელიც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, კერძოდ: გ.ა) მოსამართლის მიერ კორუფციული სამართალდარღვევის, ანუ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 52, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-13, 134, 135 ან 204 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა; გ.ბ) მოსამართლის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; დ) ქმედება, რომელიც არღვევს წესიერების პრინციპს, კერძოდ: დ.ა) მოსამართლის მიერ პირადი და ინტენსიური (მეგობრული, ოჯახური) ურთიერთობის დამყარება უშუალოდ მის მიერ განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილესთან, რაც იწვევს მოსამართლის მიკერძოებას ან/და პროცესის მონაწილისთვის უპირატესობის მინიჭებას, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია მხარის შესახებ; დ.ბ) მოსამართლის მიერ სექსუალური შევიწროების განხორციელება; დ.გ) მოსამართლის მიერ სასამართლოს თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება; ე) ქმედება, რომელიც არღვევს თანასწორობის პრინციპს, კერძოდ: ე.ა) სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლის სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედება ნებისმიერი პირის მიმართ ამა თუ იმ საფუძვლით; ე.ბ) სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ სასამართლო პროცესის სხვა მონაწილის მიმართ სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედების მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია; ვ) ქმედება, რომელიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს, კერძოდ: ვ.ა) მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა. ამ ვადის დარღვევის მიზეზი არასაპატიოდ არ ჩაითვლება, თუ მოსამართლემ აღნიშნული ვადის დაცვა ობიექტურ გარემოებათა (საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვ.) გამო ვერ შეძლო; ვ.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა; ვ.გ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ კანონის დარღვევისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია; ვ.დ) მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების, კერძოდ, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ზ) მოსამართლის სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის მაღალ სტატუსს (მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქმედება (ქცევა), ჩადენილი სასამართლოში ან მის გარეთ, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს და ამით ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას). მუხლი 752. დისციპლინური სამართალწარმოების ვადები მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან ამ გადაცდომაზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე გასულია 3 წელი, ხოლო მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან – 1 წელი. მუხლი 753. დისციპლინური სახდელი და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება 1. დისციპლინური სახდელებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) მკაცრი საყვედური; დ) ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში; ე) სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; ვ) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. 2. დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებაა მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.“. 13. 755 და 756 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 755. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზი 1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზი შეიძლება იყოს: ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა; ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ან აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ; გ) გამოძიების ორგანოს შეტყობინება; დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ან/და წინადადებაში მოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივარი (განცხადება) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საჩივრის (განცხადების) წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. საჩივარი (განცხადება) წარედგინება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შეუსაბამო საჩივრის (განცხადების) წარდგენა არ შეიძლება გახდეს მის მიღებაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძველი. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჩივარში (განცხადებაში) მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, საქმე ან/და დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტი, დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივრის (განცხადების) ავტორს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს არაუმეტეს 10-დღიან ვადას. ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი (განცხადება) არ განიხილება. 4. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მოსამართლეს. მუხლი 756. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, აგრეთვე დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას ახორციელებს დამოუკიდებელი ინსპექტორი. დამოუკიდებელი ინსპექტორი თავის დასაბუთებულ დასკვნებსა და მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.“. 14. 757 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 2 თვეში წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას. ამ პროცედურების განხორციელებისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ეყრდნობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება 2 კვირით გაგრძელდეს ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის შემოწმებისას უშუალოდ გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემთა ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ამასთანავე, იგი უფლებამოსილია შემოწმებისას ინტერაქტიური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მიმართვიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო საზღვრის კვეთის, ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები მოიძიოს უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზირებული საძიებო რესურსის მეშვეობით. დამოუკიდებელი ინსპექტორი ასევე უფლებამოსილია დასაბუთებული წერილით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომლის გაცემაზე გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 12. თუ დამოუკიდებელი ინსპექტორი დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის განხორციელებისას დარწმუნდება, რომ ამ საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აღნიშნული საქმის მასალების საქართველოს პროკურატურისათვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.“. 15. 758 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 758. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასება 1. წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და წინასწარი შემოწმებისათვის ამ კანონის 757 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეყრდნობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის საფუძველი და მიეთითოს ამ კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტი. ახსნა-განმარტების მიცემა მოსამართლის უფლებაა.“. 16. 7511 და 7512 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7511. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება 1. დისციპლინური საქმის წარმოება შეჩერდება, თუ გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ინსპექტორი თავისი გადაწყვეტილებით აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია განაახლოს ამ საქმის წარმოება. 2. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ კანონით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილ ვადაში, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილ 1-წლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ 3-წლიან ვადაში. მუხლი 7512. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის ან მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძვლები 1. დამოუკიდებელი ინსპექტორი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის (დისციპლინური სახდელის) დაკისრების ვადა ამოიწურა; ბ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე ქმედების გამო გამოტანილი გადაწყვეტილება; გ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება; დ) საჩივარი ეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის კანონიერებას. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა. 3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ დამოუკიდებელი ინსპექტორის ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის მოსამართლეს და ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. თუ ამ კანონის 754 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღნიშნულმა მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ამ მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ქვეყნდება.“. 17. 7513 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის ამ კანონის 7510 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება.“. 18. 7514 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში გადმოცემული უნდა იყოს მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდების შინაარსი. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეყრდნობა ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტს.“. 19. 7547 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ ერთი სახის დისციპლინური სახდელი. ამ კანონის 753 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ დამოუკიდებლად.“. 20. 7548 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7548. მოსამართლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება 1. ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, როგორც წესი, გამოიყენება ამავე კანონის 753 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები შესაბამისი თანამიმდევრობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური გადაცდომის სახე მოითხოვს უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენებას. 2. ამ კანონის 753 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიმართ.“. 21. 7549 მუხლი ამოღებულ იქნეს. 22. 7565 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი ან გამოიყენოს ამ კანონის 753 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.დ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება შეცვალოს ნებისმიერი დისციპლინური სახდელით.“. 23. 7574 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შეუსრულებლობა ჩაითვლება ამ კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად და გახდება სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის შემადგენლობიდან მოსამართლის გამოყვანის საფუძველი, აგრეთვე შეიძლება გახდეს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.“. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42). 2. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 2020 წლის 1 სექტემბრამდე ჩარიცხული იუსტიციის მსმენელის სკოლაში სწავლის ხანგრძლივობაა 10 თვე. იუსტიციის მსმენელისათვის, რომელსაც აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, საერთო სასამართლოს აპარატის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, მოსამართლის თანაშემწედ, სასამართლო სხდომის მდივნად, გამომძიებლად, პროკურორად ან/და ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხულია 2020 წლის 1 სექტემბრამდე, სრული სასწავლო კურსის ვადაა 6 თვე. 3. 2020 წლის 1 სექტემბრამდე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 4. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე და წევრები აგრძელებენ უფლებამოსილების განხორციელებას იმ ვადით, რომლითაც ისინი არჩეულ იქნენ შესაბამის თანამდებობაზე. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი ამ კანონის ამოქმედებით გაჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩიოს ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური წრეებიდან. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში მოსამართლე წევრის პირველად უფლებამოსილების შეწყვეტისას მის ადგილზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ხოლო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში მოსამართლე წევრის უფლებამოსილების მეორედ ან მომდევნო შემთხვევაში შეწყვეტისას მის ადგილზე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩიოს მოსამართლე წევრი ამ კანონით დადგენილი წესით. 5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული აქტის ნორმატიული აქტებისთვის მიკუთვნების საკითხს, აქტის შინაარსიდან გამომდინარე, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დადგენილებით წყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 6. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ 2005 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42) საფუძველზე შექმნილი იუსტიციის უმაღლესი სკოლა ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის შესაბამისად. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 13 დეკემბერი 2019 წ. N5569-Iს |
დოკუმენტის კომენტარები