„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 12/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016077
5
12/12/2019
ვებგვერდი, 17/12/2019
320110000.17.010.016077
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2019 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში (სსმ, 24.02. 2012.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველ პუნქტის ბ) ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ.ვ) ქვეპუნქტი: „ბ.ვ) M2M/IoT (მოწყობილობებს შორის კავშირი/საგანთა ინტერნეტი) მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსით (708xxxxxx – 729xxxxxx) სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„21. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მისაღებად მაძიებელი ავტორიზებული პირი კომისიას მიმართავს ელექტრონული განცხადებით და განცხადებაში მითითებული თანდართული დოკუმენტაციით კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სრულყოფილი განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნუმერაციის რესურსის მაძიებელ არაავტორიზებულ პირს უგზავნის შეტყობინებას მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე.“.

4. მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისია გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ იღებს ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ სრულყოფილი ელექტრონული განაცხადის მიღებიდან 15 დღის ვადაში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტი არ ეხება ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსს, რომლის მინიჭების შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიაში სრულყოფილი განცხადების წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში.“.

7. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. M2M/IoT მომსახურების გამოყენების შესაძლებლობები

ა) M2M მომსახურება არის მონაცემთა გადაცემა ან/და კავშირი მოწყობილობებს, პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებულ აპლიკაციებს, ან მოწყობილობასა და აპლიკაციას შორის ავტომატურ რეჟიმში ან ადამიანის მინიმალური ჩარევით.

ბ) IoT (საგანთა ინტერნეტი) არის ინფრასტრუქტურა, რომელიც მაიდენტიფიცირებელი ელემენტებით აკავშირებს სხვა მოწყობილობებს ან/და სისტემებს და უზრუნველყოფს მათ შორის მონაცემთა გადაცემას ან/და კავშირს.“.

8. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მ) ქვეპუნქტი:

„მ) M2M/IoT მომსახურების მიწოდების მიზნით სააბონენტო ნომრისთვის შეადგენს – 0,25 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;“.

9. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. M2M/IoT მომსახურებისათვის გამოყენებული ნუმერაციის რესურსი სრულად ჩანაცვლდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ნუმერაციის რესურსით 2022 წლის 1 დეკემბრამდე.

8. ავტირიზებულ პირებს მიეცეთ ვადა 2020 წლის 1 თებერვლამდე, არსებული ნუმერაციის რესურსი გასცენ M2M/IoT მომსახურებისათვის ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი წესით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
კომისიის წევრიელისო ასანიძე
კომისიის წევრივახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური