„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.021624
603
06/12/2019
ვებგვერდი, 09/12/2019
280120000.10.003.021624
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №603

2019 წლის 6 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 280120000.10.003.021000) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. №1.1 დანართის  (კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა):

ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სააგენტოსთვის მიმართვის საფუძველზე. ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვას თან უნდა ერთოდეს იმ ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელიც ახორციელებს ბავშვის განვითარებაზე დინამიკურ მეთვალყურეობას. ცნობაში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ხელოვნური კვების საჭიროება. ამასთან, პრიორიტეტი ენიჭებათ ბავშვებს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს;

ბ) ბავშვებს, რომელთა მიმართ გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) მითითებულია ფაქტი ბავშვის წონის დეფიციტის თაობაზე;

გ) იმ ოჯახების ბავშვებს, რომლებსაც განცხადების შეტანის მომენტში აქვთ ნაკლები სარეიტინგო ქულა.“;

ბ)  მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 900 000 ლარით. ამასთან, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება – 600 000 ლარით, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება – 270 000 ლარით, მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება –  1 030 000 ლარით.“.

2. №1.2 დანართის (ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ  რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მოსარგებლე არ შეიძლება იყოს სამიზნე ჯგუფით განსაზღვრული  ძირითადი დიაგნოზის − R62.0-ის მქონე ბავშვი, რომელიც ჩართულია №1.3 დანართით გათვალისწინებულ ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამაში. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არა უმეტეს  13 000 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, მათ შორის: ახალციხის მუნიციპალიტეტში − არაუმეტეს 200 ვიზიტისა თვეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 320 ვიზიტისა თვეში, გორის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს  640 ვიზიტისა თვეში, მარნეულის მუნიციპალიტეტში − არაუმეტეს   356  ვიზიტისა თვეში.“.

3. №1.3 დანართის (ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 030 000 ლარით.“.

4. №1.5 დანართის (დღის ცენტრებში  მომსახურებით უზრუნველყოფის  ქვეპროგრამა):

ა) მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები. ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ის ბავშვები, რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ან „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები, ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციარები და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების ფორმის რეკომენდაციის ნაწილში მითითებული აქვთ დღის ცენტრის მომსახურების მიღების საჭიროება. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  1054-ს;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  789-ს;“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 210 600 ლარით.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში,  რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს,  რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის  ქვეპროგრამა.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ამ დანართის

მე-3 მუხლის პირველი 

პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის

მე-3 მუხლის პირველი 

პუნქტის „ბ“ 

ქვეპუნქტით განსაზღვრუ-ლი პირები

ამ დანართის

მე-3 მუხლის პირველი 

პუნქტის „გ“ 

ქვეპუნქტით განსაზღვრუ-ლი პირები

ამ დანართის

მე-3 მუხლის პირველი 

პუნქტის „დ“ 

ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

1

ქ. თბილისი

292

242

431

42

2

ქ. ქუთაისი

55

75

70

16

3

ქ. რუსთავი

29

15

44

 

4

ქ. ბათუმი

-

50

 

 

5

გორის მუნიციპალიტეტი

70

30

30

 

6

ქარელის მუნიციპალიტეტი

10

15

 

 

7

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

-

26

 

 

8

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

 

16

 

 

9

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

15

40

30

 

10

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

30

25

 

 

11

თელავის მუნიციპალიტეტი

-

23

38

 

12

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

-

14

33

 

13

ქ. ფოთი

-

25

 

 

14

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

25

14

 

 

15

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

-

20

 

 

16

მცხეთის მუნიციპალიტეტი

-

45

28

 

17

თიანეთის მუნიციპალიტეტი

30

-

 

 

18

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

24

-

 

 

19

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

45

-

 

 

20

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

24

-

 

 

21

ასპინძის მუნიციპალიტეტი

10

 

 

 

22

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

23

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

24

საჩხერის მუნიციპალიტეტი

 

18

 

 

25

ქ. წნორი

 

19

 

 

26

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

 

30

10

 

27

კასპის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

28

სენაკის მუნიციპალიტეტი

 

15

20

 

29

ტყიბულის

მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

30

ვანის მუნიციპალიტეტი

 

10

8

 

31

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

32

ხონის მუნიციპალიტეტი

 

13

14

 

33

ახმეტის მუნიციპალიტეტი

15

 

 

 

34

წალკის მუნიციპალიტეტი

 

10

 

 

35

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, გარდა ქ. წნორისა

 

11

15

 

36

მარნეულის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

37

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

38

ხაშურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

39

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

40

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

41

მესტიის მუნიციპალიტეტი

 

10

 

 

42

შუახევის მუნიციპალიტეტი

 

30

 

 

43

აბაშის მუნიციპალიტეტი

 

8

8

 

44

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

45

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

 

 

10

 

 

სულ ბენეფიციარი

674

1054

789

58

                                                                                                .“.

5. №1.6.1 დანართის (სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი) მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 063 400 ლარით, მათ შორის, ელექტროსავარძელ-ეტლებისთვის – 728 400 ლარით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი, მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში, შეადგენს 720 ლარს, ხოლო ელექტროსავარძელ-ეტლის შემთხვევაში – 4785 ლარს.“.

6. №1.6.3 დანართის (სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი):

ა)  მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არანაკლებ 2000 ციფრული სმენის აპარატის შეძენასა და გაცემას;“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 510 000 ლარით.“.

7. №1.6.4 დანართის (ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

 კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს  ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე არანაკლებ 121 ტექნიკური საშუალების (სმარტფონის) შეძენასა და გაცემას.“;

 ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 36 300 ლარით.“.

8. №1.6.5 დანართის (კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)   45 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 882 900 ლარით.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ერთი კოხლეარული იმპლანტის ღირებულება – 39 500 ლარს;“.

9. №1.8 დანართის (დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 428 000 ლარით.“.

10. №1.10 დანართის (მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  2 601 200 ლარით.“.

11. №1.11 დანართის (მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 813 400 ლარით.“.

 12. №1.12 დანართის (სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის  ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 305-ს, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 30-ს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია