დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5492-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016061 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტში დაწესებულია თავისუფლების საპარლამენტო ორდენი, პარლამენტის მედალი და პარლამენტის სამკერდე ნიშანი.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. პარლამენტის სამკერდე ნიშნით შეიძლება დაჯილდოვდეს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი პარლამენტში არანაკლებ 25-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის.“; გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, ხოლო პარლამენტის მედლით ან პარლამენტის სამკერდე ნიშნით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას − პარლამენტის თავმჯდომარე. 5. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის მედლითა და პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესს და ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე თავისუფლების საპარლამენტო ორდენის, პარლამენტის მედლისა და პარლამენტის სამკერდე ნიშნის აღწერილობებს ბრძანებით ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.“. 2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) იღებს გადაწყვეტილებას თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის მედლითა და პარლამენტის სამკერდე ნიშნით პირის დაჯილდოების შესახებ;“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 11 დეკემბერი 2019 წ. N5492-Iს |
დოკუმენტის კომენტარები