დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 122 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 06/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.63.075.016117 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №115 ბრძანებაში (ვებგვერდი - www.matsne.gov.ge; 23/12/2015წ., სარეგისტრაციო კოდი - 010220020.63.075.016025) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობა: ა) სულხან გოცაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი (კომისიის თავმჯდომარე); ბ) გიორგი ლილუაშვილი – სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; გ) ბაჩა მგელაძე – სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე (დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე); დ) ბექა ზეგარდელი – სამსახურის იურიდიული მთავარი სამმართველოს უფროსი; ე) ხვიჩა ბეგიაშვილი – სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის V მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; ვ) არჩილ ჯანვერდაშვილი – სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველოს უფროსი; ზ) ლელა გოგიაშვილი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ოპერატიული აღრიცხვის, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და არქივის სამმართველოს უფროსის მოადგილე; თ) ზურაბ კვირიკაშვილი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (ცენტრალური კანცელარია) უფროსი (კომისიის სხდომის მდივანი).“. |
2.
ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორს ალექსანდრე დარახველიძეს;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვის და არქივის განყოფილების უფროსს გიორგი ოჩხიკიძეს;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები