„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 464
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 06/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016961
464
03/12/2019
ვებგვერდი, 03/12/2019
040030000.22.027.016961
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №464

2019 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016330) დამტკიცებულ ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აბაშის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, თერჯოლის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურისა და ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ​​​​​1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „კ4“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „კ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ10) ონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) აბაშის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, კასპის, ლაგოდეხის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, საგარეჯოს, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხაშურის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 6 დეკემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ სარჯველაძე