დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე

დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 588
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.021608
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
588
02/12/2019
ვებგვერდი, 02/12/2019
330090000.10.003.021608
დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/12/2019 - 08/06/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №588

2019 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, დამტკიცდეს:

1. დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ტექსტური ნაწილი (დანართი 1; დანართი 2).

2. დიდი მიტარბის  გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 3).

3. დიდი მიტარბის  განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 4).

4. დიდი მიტარბის ტერიტორიაზე განაშენიანების/განაშენიანების დეტალური გეგმების (გგ/გდგ) არეალების დამუშავების პირობები (დანართი 5).

5. ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სამთო-სათხილამურო არეალის თემატური რუკები (დანართი 6).

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 მარტის №126 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია