ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ

ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41212
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 26/11/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016534
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
41212
26/11/2019
ვებგვერდი, 04/12/2019
000000000.00.00.016534
ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ
შემოსავლების სამსახური
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/12/2019 - 12/03/2020)

 

შემესავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №41212

2019 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 რეგულირებული საწარმოების (მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების და მცირე ელექტროსადგურების) მიერ სემეკისთვის სემეკის  მიერვე დამტკიცებული ფორმით პერიოდულად წარდგენილ ანგარიშში ასახული ყოველთვიური ინფორმაცია სასადგურე დანაკარგების შესახებ, დაბეგვრის მიზნებისთვის, ჩაითვალოს შესაბამისი გადასახადის გადამხდელისთვის ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგად.

საფუძველი: დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2019 წლის 15 ნოემბრის №7 სხდომის ოქმი.

სამასახურის უფროსი ლევან კაკავა.