აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/562
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 27/11/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი
1-1/562
27/11/2019
ვებგვერდი, 03/12/2019
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/562

2019 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) 2019 წლის 29 ოქტომბრის №7/63447 განცხადება – სააგენტოსათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

2011 წლის 1 ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, კომპანიას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველეყო ჰიდროელექტროსადგურების – „კირნათისა“ და „ხელვაჩაური 1” -ის (შემდგომში „ჰესები") მშენებლობა. ამასთან, „ხელვაჩაური 1 ჰესის“ მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს „კირნათი ჰესის“ პროექტის სრულად დასრულება.

როგორც წარმოდგენილ დოკუმენტაციაშია მითითებული, პროექტი, მისი მასშტაბი და ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვანია რეგიონისა და ქვეყნისთვის. იგი პოზიტიურ სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას იქონიებს რეგიონზე და წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს შემდეგი გარემოებების გამო: „ჰესების“ საერთო სიმძლავრე მიაღწევს – 98.731 მეგავატს. მთავრობასთან დადებული მემორანდუმის შესაბამისად, კომერციული ოპერირების თარიღიდან ათწლიან პერიოდში და წლიურად 8 თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) გამომუშავებული ელექტროენერგია განკუთვნილი იქნება საქართველოს შიდა მოხმარებისათვის. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას და გააუმჯობესებს საქართველოს ენერგობალანსს.

დღეის მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოსაგან, ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი და კირნათი ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად აუცილებელია პროექტის არეალში მოქცეული, დარჩენილი მიწის ნაკვეთების (ზედ არსებული შენობა-ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავების) გამოსყიდვა.

ზემოთ დასახელებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპანიას აღმოუჩინოს მხარდაჭერა ელექტროსადგურებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით დასტურდება, რომ შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის (ს/კ 245591426) მესაკუთრეები არიან: სს „ეკსიმ იათირიმ ჰოლდინგი“ (224274 თურქეთი), სს „ინჯესუ გაირიმენქულ იათირიმ სანაი ვე თიჯარეთი“ (თურქეთი 695846) და აბდულლაჰ თივინიქლი ისრარის ფონდი (4810555472,5285 თურქეთი).

შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის 2019 წლის 15 მარტის №19/033 წერილის დანართში მითითებული, პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთები წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.“.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლში მითითებულია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ დებულების თანახმად, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია სახელმწიფო ქონების მართვა, განკარგვა, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა.

2019 წლის 29 ოქტომბერს, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №7/63447 წერილით მომართა სამინისტროს და კირნათი ჰესის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

სააგენტოს მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება უძრავი ქონების (მიწა, შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები) ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შემდეგ ფიზიკურ პირებთან:

  1.  ევა დიდმანიძესთან (პ/ნ 61006030233);
  2.  ზეინეფ დიდმანიძესთან (პ/ნ 61006063222);
  3.  ნაილე დიდმანიძესთან (პ/ნ 61006032972);
  4.  რამაზ დიდმანიძესთან (პ/ნ 61006004853);
  5.  ფადიმე დიდმანიძესთან (პ/ნ 61006039680);
  6.  ალი დიდმანიძესთან (პ/ნ 61006022711);
  7.  ირაკლი დიდმანიძესთან (პ/ნ 61006054000);
  8.  ირინე დიდმანიძესთან (პ/ნ 61006042532);
  9.  მაგული დიდმანიძესთან (პ/ნ 61006074688);
  10.  მაია დიდმანიძესთან (პ/ნ 61006029776);
  11.  მალვინე დიდმანიძესთან (პ/ნ 61006042531);
  12.  მელანო დიდმანიძესთან (პ/ნ 61006074698);
  13.  ნადია დიასამიძესთან (პ/ნ 61006062057);
  14.  ხევა დიასამიძესთან (პ/ნ 61006041338);
  15.  ვიტალი ჩერქეზიშვილთან (პ/ნ 61006024770);
  16.  თემურ ჩერქეზიშვილთან (პ/ნ 61006049266);
  17.  მაგული ჩერქეზიშვილთან (პ/ნ 61006013563);
  18.  მადონა ჩერქეზიშვილთან (პ/ნ 61006044718);
  19.  ნინო ჩერქეზიშვილთან (პ/ნ 61006054454);
  20.  მარო დიდმანიძესთან (პ/ნ: 61006038165);
  21.  დარიკო წითელაძესთან (პ/ნ 61006027885);
  22.  მინდია მუთიძესთან ( პ/ნ 61006007939);
  23.  სანდრო მუთიძესთან (პ/ნ 61006027881);
  24.  დემეტრე დიდმანიძესთან (პ/ნ 61350010075);
  25.  თეონა კალანდაძესთან (პ/ნ 61002016728);
  26.  მარო დიდმანიძესთან (პ/ნ 61006038165);
  27.  ნესტან დიდმანიძესთან (პ/ნ 61006054838);
  28.  ნიკა დიდმანიძესთან;
  29.  ნინო დიდმანიძესთან;
  30.  ნუგზარ დიდმანიძესთან (პ/ნ 61006002927);
  31.  ჯემალ დიდმანიძესთან (პ/ნ 61006055037).
  32.  მურმან დიდმანიძესთან (პ/ნ: 61006007343);
  33.  ეთერ დიდმანიძესთან (პ/ნ: 61006049258);
  34.  გია დიდმანიძესთან (პ/ნ: 61006018658)

დასახელებული გარემოება კი შეუძლებელს ხდის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის დასრულებას, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურის სრული დატვირთვით ექსპლუატაციისთვის.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა და სააგენტოს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კირნათი ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გასაშვებად, დატბორვის არეალში ექცევა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.“

დადგენილია, რომ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან (თანამესაკუთრეებთან) შეტყობინებების გაგზავნა და საკომპენსაციო თანხების შეთავაზება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე.

დადგენილია, რომ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების წარმოების ყველა რესურსი ამოწურა, მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

  •  საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების – მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, ს/კ №22.32.02.356, თანამესაკუთრეები არიან ევა დიდმანიძე (პ/ნ 61006030233); ზეინეფ დიდმანიძე (პ/ნ 61006063222); ნაილე დიდმანიძე (პ/ნ 61006032972); რამაზ დიდმანიძე (პ/ნ 61006004853); ფადიმე დიდმანიძე (პ/ნ 61006039680);
  •  საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების – მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, ს/კ №22.32.02.260, თანამესაკუთრეები არიან ალი დიდმანიძე (პ/ნ 61006022711); ირაკლი დიდმანიძე (პ/ნ 61006054000); ირინე დიდმანიძე (პ/ნ 61006042532); მაგული დიდმანიძე (პ/ნ 61006074688); მაია დიდმანიძე (პ/ნ 61006029776); მალვინე დიდმანიძე (პ/ნ 61006042531); მელანო დიდმანიძე (პ/ნ 61006074698);
  •  საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების – მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, ს/კ №22.32.02.664, მესაკუთრეა ალი დიდმანიძე (პ/ნ 61006022711);
  •  საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების – მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, ს/კ №22.32.02.398, ს/კ №22.32.02.397, ს/კ №22.32.02.392 თანამესაკუთრეები არიან ნადია დიასამიძე (პ/ნ 61006062057); ხევა დიასამიძე (პ/ნ 61006041338);
  •  საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების – მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი ს/კ №22.32.02.503, ს/კ №22.32.02.401 მესაკუთრეა ნადია დიასამიძე (პ/ნ 61006062057);
  •  საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების – მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, ს/კ №22.32.02.510, თანამესაკუთრეები არიან ვიტალი ჩერქეზიშვილი (პ/ნ 61006024770); თემურ ჩერქეზიშვილი (პ/ნ 61006049266); მაგული ჩერქეზიშვილი (პ/ნ 61006013563); მადონა ჩერქეზიშვილი (პ/ნ 61006044718); ნინო ჩერქეზიშვილი (პ/ნ 61006054454);
  •  საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების – მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, ს/კ №22.32.02.676, მესაკუთრეა მარო დიდმანიძე (პ/ნ 61006038165);
  • საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების – მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, ს/კ №22.32.02.254, თანამესაკუთრეები არიან დარიკო წითელაძე (პ/ნ 61006027885); მინდია მუთიძე ( პ/ნ 61006007939); სანდრო მუთიძე (პ/ნ 61006027881);
  •  საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების – მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, ს/კ № 22.32.02.290, მესაკუთრეა დარიკო წითელაძე (პ/ნ 61006027885);
  •  საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების – მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, ს/კ №22.32.02.303, მესაკუთრეა სანდრო მუთიძე (პ/ნ 61006027881);
  •  საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების – მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, ს/კ №22.32.02.278, თანამესაკუთრეები არიან დემეტრე დიდმანიძე (პ/ნ 61350010075); თეონა კალანდაძე (პ/ნ 61002016728); მარო დიდმანიძე (პ/ნ 61006038165); ნესტან დიდმანიძე (პ/ნ 61006054838); ნიკა დიდმანიძე; ნინო დიდმანიძე; ნუგზარ დიდმანიძე (პ/ნ 61006002927); ჯემალ დიდმანიძე (პ/ნ 61006055037).
  •  საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების – მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, ს/კ №22.32.02.304, თანამესაკუთრეები არიან მურმან დიდმანიძე (პ/ნ 61006007343); ეთერ დიდმანიძე (პ/ნ 61006049258); გია დიდმანიძე (პ/ნ 61006018658);
  •  საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფელი მარადიდი, ს/კ 22.32.02.632, მესაკუთრეა მურმან დიდმანიძე (პ/ნ 61006007374).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან, თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“.

ამავე კანონის, მე-2 მუხლის, მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის.

ვინაიდან, სააგენტოს მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 15 ნოემბრის ოქმის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „კირნათი ჰესის“ მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, განსახორციელებელი პროექტის არეალში მოხვედრილ, კერძო საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1 ს/კ №22.32.02.356 მდებარე, ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 215 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 249 კვ.მ, (საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა და ნარგავები სრულად) თანამესაკუთრეები ევა დიდმანიძე (პ/ნ 61006030233); ზეინეფ დიდმანიძე (პ/ნ 61006063222); ნაილე დიდმანიძე (პ/ნ 61006032972); რამაზ დიდმანიძე (პ/ნ 61006004853); ფადიმე დიდმანიძე (პ/ნ 61006039680);

1.2 ს/კ №22.32.02.260 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 2502 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 437.20 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, ნარგავები სრულად; თანამესაკუთრეები: ალი დიდმანიძე (პ/ნ 61006022711); ირაკლი დიდმანიძე (პ/ნ 61006054000); ირინე დიდმანიძე (პ/ნ 61006042532); მაგული დიდმანიძე (პ/ნ 61006074688); მაია დიდმანიძე (პ/ნ 61006029776); მალვინე დიდმანიძე (პ/ნ 61006042531); მელანო დიდმანიძე (პ/ნ 61006074698);

1.3 ს/კ 22.32.02.664 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 2369 კვ.მ საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი და ნარგავები სრულად, მესაკუთრე ალი დიდმანიძე (პ/ნ 61006022711);

1.4 ს/კ №22.32.02.503 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 400 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 44 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, ნარგავები სრულად; მესაკუთრე ნადია დიასამიძე (პ/ნ 61006062057);

1.5 ს/კ 22.32.02.401 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 1913 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (საერთო ფართი 899.30 კვ.მ), საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები, ნარგავები, მესაკუთრე ნადია დიასამიძე (პ/ნ 61006062057);

1.6 ს/კ 22.32.02.398 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 889 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი და ნარგავები სრულად, თანამესაკუთრეები: ნადია დიასამიძე (პ/ნ 61006062057); ხევა დიასამიძე (პ/ნ 61006041338);

1.7 ს/კ 22.32.02.397 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 1163 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი და ნარგავები სრულად; თანამესაკუთრეები: ნადია დიასამიძე (პ/ნ 61006062057); ხევა დიასამიძე (პ/ნ 61006041338);

1.8 ს/კ 22.32.02.392 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 600 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი და ნარგავები სრულად, თანამესაკუთრეები: ნადია დიასამიძე (პ/ნ 61006062057); ხევა დიასამიძე (პ/ნ 61006041338);

1.9 ს/კ №22.32.02.510 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 2735 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი – 540 კვ.მ მიწის ნაკვეთი,მასზე მდგომი შენობა- ნაგებობა და ნარგავები, თანამესაკუთრეები: ვიტალი ჩერქეზიშვილი (პ/ნ 61006024770); თემურ ჩერქეზიშვილი (პ/ნ 61006049266); მაგული ჩერქეზიშვილი (პ/ნ 61006013563); მადონა ჩერქეზიშვილი (პ/ნ 61006044718); ნინო ჩერქეზიშვილი (პ/ნ 61006054454);

1.10 ს/კ 22.32.02.676 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 2404 კვ.მ. საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი და ნარგავები სრულად, მესაკუთრე მარო დიდმანიძე (პ/ნ 61006038165);

1.11 ს/კ 22.32.02.290 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 869 კვ.მ. საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი და ნარგავები სრულად, მესაკუთრე დარიკო წითელაძე (პ/ნ 61006027885);

1.12 ს/კ 22.32.02.254 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 2290 კვ.მ. საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი და ნარგავები სრულად, თანამესაკუთრეები: დარიკო წითელაძე (პ/ნ 61006027885); მინდია მუთიძე ( პ/ნ 61006007939); სანდრო მუთიძე (პ/ნ 61006027881);

1.13 ს/კ 22.32.02.303 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 2282 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი და ნარგავები სრულად, მესაკუთრე სანდრო მუთიძე (პ/ნ 61006027881);

1.14 ს/კ 22.32.02.278 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 4354 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან საექსპროპრიაციო ფართი 2630 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა და ნარგავები; თანამესაკუთრეები: დემეტრე დიდმანიძე (პ/ნ 61350010075); თეონა კალანდაძე (პ/ნ 61002016728); მარო დიდმანიძე (პ/ნ 61006038165); ნესტან დიდმანიძე (პ/ნ 61006054838); ნიკა დიდმანიძე; ნინო დიდმანიძე; ნუგზარ დიდმანიძე (პ/ნ 61006002927); ჯემალ დიდმანიძე (პ/ნ 61006055037);

1.15 ს/კ №22.32.02.304 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო ფართი 3002 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან – საექსპროპრიაციო ფართი – 985 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ნარგავები. თანამესაკუთრეები: გია დიდმანიძე (პ/ნ 61006018658); ეთერ დიდმანიძე (პ/ნ 61006049258); მურმან დიდმანიძე (პ/ნ 61006007343);

1.16 ს/კ 22.32.02.632 ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მარადიდი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 534 კვ.მ. საექსპროპრიაციო ფართი მიწის ნაკვეთი და ნარგავები სრულად, მესაკუთრე მურმან დიდმანიძე (პ/ნ 61006007343).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                              ეკატერინე მიქაბაძე