„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის №05/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის №05/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 706/ძ
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2019
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016108
706/ძ
28/11/2019
ვებგვერდი, 03/12/2019
010320040.33.062.016108
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის №05/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის

ბრძანება №706/ძ

2019 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის №05/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისი №33 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის №05/ძ ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 09.01.2017წ., სარ.კოდი: 010320040.33062.016093) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №7);“;

2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციის თანდართული დებულების (დანართი №1)“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

ადმინისტრაციის ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროში თათბირების ორგანიზება და ოქმების შედგენა;

გ) სამინისტროს საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მინისტრის საჯარო გამოსვლების მომზადება და სათარჯიმნო მომსახურება;

დ) სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აგრეთვე, უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია;

ე) მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და შეხვედრების მომზადება, პროტოკოლის უზრუნველყოფა;

ვ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულება და მათი შესრულების მონიტორინგი;

ზ) მინისტრის მივლინებების ორგანიზება;

თ) მინისტრის მისაღებისა და სამინისტროს საშვთა ბიუროს ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;

კ) საზოგადოებრივი საბჭოების, კომისიების და სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება და სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა;

მ) სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება;

ნ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;

ო) სამინისტროს კორესპონდენციების, მათ შორის, კონტროლზე აყვანილი დავალებების დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;

პ) სამინისტროს შენობა-ნაგებობის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება;

ჟ) სამინისტროს კომპიუტერული სისტემების, ლოკალური კომპიუტერული, საკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება და მონიტორინგი, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის დიაგნოსტიკა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

რ) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება, განაწილება და კონტროლი;

ს) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის თანახმად;

ტ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი.“;

3. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციის თანდართული დებულების (დანართი №1)“ მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“, „ტ2“ და „ტ3“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ1) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებაზე და აღმოჩენილი ტექნიკური გაუმართაობების აღმოფხვრაზე;

2) ახდენს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური, მათ შორის, საკომუნიკაციო და ელექტრონულ უზრუნველყოფას;

„ტ3) ხელს უწყობს სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობას;“.

4. ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის თანდართული დებულების (დანართი №4)“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინო, ქორეოგრაფიული) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ. მოღვაწეობა) ხელშეწყობა და მიღწევების პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; სხვადასხვა თაობის ხელოვანებისათვის საკუთარი შემოქმედებისა და კულტურული ინიციატივების წარმოჩენის შესაძლებლობის მიცემის ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

ბ) ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა;

გ) სახელმწიფო ცერემონიების და რიტუალების, კულტურული ღონისძიებების, გამოჩენილ შემოქმედთა საიუბილეო საღამოებისა და მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება-მოწყობა; კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება; ახალგაზრდა შემოქმედთა, განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების, კონკურსების, ფესტივალების, კონცერტების, გამოფენების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარებისათვის ხელშეწყობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების საქმიანობის ზედამხედველობა;

ე) სახელოვნებო სკოლებში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა შემოქმედთა და განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ვ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;

5. ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის თანდართული დებულების (დანართი №4)“ 81 და 82 მუხლები ამოღებულ იქნეს.“;

6. ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო, შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თანდართული დებულების (დანართი №7)“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“;

7. ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო, შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თანდართული დებულების (დანართი №7)“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5

სამსახურის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს პრიორიტეტებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნების საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის უწყებებში განსახილველად წარდგენა;

ბ) სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწერა;

გ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების აღრიცხვა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტებისა და საშტატო განრიგების პროექტების განხილვა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში მათ მიერ მიღებული შემოსავლების ანალიზი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის დანერგვისა და შესრულების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი პროცედურების შესრულება;

ვ) სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და ფინანსური სახსრების მართვა;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების მომზადების მიზნით, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა. ანგარიშგების მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა;

თ) სამინისტროს კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში  დადგენილ ვადებში წარდგენა;

ი) სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;

ლ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორება და სრული და დროული აღრიცხვა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზით;

ნ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მითითებების პროექტების მომზადება, კურატორი მინისტრის მოადგილისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მისი განკარგულების შესაბამისად შესრულების მონიტორინგი;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონის პროექტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;

პ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი;

ჟ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;

8. ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო, შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თანდართული დებულების (დანართი №7)“ მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროს კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში  დადგენილ ვადებში წარდგენას;“;

9. ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო, შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თანდართული დებულების (დანართი №7)“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ადგენს სამინისტროს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებას (ბალანსებს)  და წარადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში დადგენილ ვადებში;“;

10. ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო, შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თანდართული დებულების (დანართი №7)“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

11. ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო, შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თანდართული დებულების (დანართი №7)“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრიროლანდ ნიჟარაძე