დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5464-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 280010000.05.001.019690 |
|
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.05.001.018881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური მუშაობის სფეროში: ა) განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში, სტაციონარებსა და ამბულატორიებში სოციალური მუშაკების საჭიროებასა და რაოდენობას, არეგულირებს სოციალური მუშაობის ჩატარების წესს; ბ) ზედამხედველობას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს; გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სოციალური მუშაობის სფეროში: ა) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ახორციელებს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურებს; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე4 კარის თანახმად, „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ასრულებს მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ფუნქციებს; გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის საპროცესო წარმომადგენლობას; დ) სასამართლო საქმეთა წარმოებისას იცავს არასრულწლოვანთა ან მხარდაჭერის მიმღებთა კანონიერ ინტერესებს; ე) აფასებს ბენეფიციარის მდგომარეობას, გამოავლენს და განსაზღვრავს მისთვის მომსახურების მიწოდების საჭიროებებს, მას უწევს კონსულტაციას და აკავშირებს არსებულ მომსახურებებთან; ვ) მართავს და ზედამხედველობს ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, შემთხვევებს და ბავშვთა დაცვის მიზნით მიმართვიანობის პროცედურებს; ზ) მართავს და ზედამხედველობს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში; თ) ზედამხედველობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას; ი) დახმარებას უწევს მხარდაჭერის საჭიროების მქონე ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ხანდაზმულებს; კ) განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირებს (სოციალურ მუშაკებს); ლ) მონაწილეობს ბავშვის გადაცემასთან ან შვილთან მეორე მშობლის ან/და ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.‘‘. 2. 55-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სოციალური მუშაობის ჩატარება არის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.“. 4. 64-ე მუხლის მე-5−მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაევალოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, 2021 წლის 1 იანვრისთვის უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ; გ) სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დადგენის შესახებ. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა გადანაწილების წესის განსაზღვრის შესახებ; ბ) ამ კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების დადგენის შესახებ. 8. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან. |
თბილისი, 11 დეკემბერი 2019 წ. N5464-Iს |
დოკუმენტის კომენტარები