აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 28/02/2006
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 5, 28/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 010010010.29(0).390.000005
0
28/02/2006
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 5, 28/02/2006
010010010.29(0).390.000005
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ   

მუხლი 1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში  („აფხაზეთის ხმა“ №27, 6.07.2001 წელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №4, 30.11.2004 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 95-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თავის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის ორ მოადგილეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, იმავდროულად, არის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.“

2. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 103

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ორი მოადგილე, უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოს ფრაქციების თავმჯდომარეები.“.

მუხლი 2

კანონი ძალაშია 2006 წლის 3 აპრილიდან.

 

თავმჯდომარე                                                                                    ი. ალასანია