„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5498-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 240070000.05.001.019696
5498-Iს
11/12/2019
ვებგვერდი, 23/12/2019
240070000.05.001.019696
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.08.2013, სარეგისტრაციო კოდი: 240070000.05.001.017022) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) პაი − მეპაიის მიერ ეკონომიკური მონაწილეობისათვის საპაიო ფონდში ყოველწლიურად განხორციელებული არანაკლებ 300 ლარის ოდენობის სავალდებულო საპაიო  შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილეობის, ამ კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდის მიღებისა და საერთო კრებაზე ხმის უფლებას;“;

ბ) „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

„ვ1) დამატებითი შენატანი − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, მეპაიის სურვილით, საპაიო ფონდში ფულით ან/და ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული დამატებითი შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დამატებითი დივიდენდის მიღების უფლებას;“;

გ) „ვ2“ და „ვ3“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კოოპერაციული შემოსავალი – მეპაიის შემოსავლის ნაწილი, რომელსაც იგი იღებს სამეურნეო წლის განმავლობაში თავისი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად, საერთო კრების მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;“;

ე) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საპაიო ფონდი – პაისა და სხვა შენატანების ფულად ერთეულში გამოხატული ჯამური ღირებულება, რომლის ოდენობასა და განკარგვის წესს განსაზღვრავს საერთო კრება;“;

ვ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო).“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროები

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სფეროებია: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, დამზადება, გადამუშავება, შეგროვება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა ან/და რეალიზაცია.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად, განახორციელოს ამ კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, პაის ოდენობა და სხვა პირობები.“;

გ) მე-3−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიმართავს შუამდგომლობით აღნიშნული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობის  საფუძველზე კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რის შემდეგაც აღნიშნული იურიდიული პირის მონაცემები სამინისტროს შეაქვს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას.

5. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სამინისტროსა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე.

6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) მონიტორინგის უარყოფითი შედეგები;

ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განცხადება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.“;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც შეუწყდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, უფლება აქვს,  ამ სტატუსის შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგ სააგენტოს მიმართოს განცხადებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. მონიტორინგი

სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგი.“.

5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ასოცირებული წევრის მიღების წესს.“.

7. მე-11 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა იმ დასახლებაში, რომელზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − 9-ზე ნაკლები.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/და იურიდიული პირი (მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელიც იზიარებს ამ კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, რომელიც შეიძლება არ მონაწილეობდეს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და რომელსაც ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესით საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის შენატანი.“.

8. 131 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეპაიეს უფლება აქვს, პაის სრულად შეტანის შემდეგ, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს დამატებითი შენატანი.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ქონების სახით შეტანილი პაის ღირებულების ის ნაწილი, რომელიც აღემატება პაის ღირებულებას, მეპაიის დამატებით შენატანში აისახება.

6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ამ კოოპერატივის წევრის შენატანის ქონების სახით შეტანისას ამ ქონების ვალდებულებით დატვირთვა ან/და გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ მისი შემტანი პირის წერილობითი თანხმობით.“.

9. 13მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მიიღოს დამატებითი დივიდენდი  დამატებითი შენატანის შესაბამისად, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განახორციელოს დამატებითი შენატანი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;“;

გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში;“.

10. 133 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ ასოცირებულ წევრზე დივიდენდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების პროპორციულად გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები ასოცირებული წევრების შემდეგ გაიცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი დამატებითი შენატანების შესაბამისად:

ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის მეპაიის დამატებითი შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა 1 სამეურნეო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ამ მეპაიის დამატებითი შენატანის ღირებულების 15%-ს;

ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ მეპაიეზე დივიდენდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების პროპორციულად გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს.“.

11. 134 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ იმ პირებისაგან, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არ არიან, შესყიდული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ან/და მათთვის გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური სასაქონლო ბრუნვის 50%-ს.“.

12. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშეწყობა

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებებია:

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტების, მათ შორის, სახელმწიფო გრანტის, მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გაცემა და კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევა;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

ე) სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, გამოფენების, სემინარებისა და შეხვედრების ორგანიზება;

ვ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.“.

მუხლი 2

1. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოდ რეორგანიზება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში საშტატო თანამდებობებზე დასაქმებულთა უკონკურსოდ გადაყვანა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში შესაბამის თანამდებობებზე.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყონ პაის ოდენობისა და საკუთარი წესდებების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

11 დეკემბერი 2019 წ.

N5498-Iს